ალ პაჩინო როკ-მუსიკოსის როლში
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოდური სცენარისტი, დენ ფოგელმანი რეჟისორულ ხელობას ეჭიდება. ის იღებს ფილმს სახელწოდებით ‘წარმოიდგინეთ’. ფილმში ალ პაჩინო ასაკში შესულ როკ-მუსიკოსს თამაშობს, რომელის მოულოდნელ წერილს იღებს წარსულიდან.
წერილის ავტორია ჯონ ლენონი, რომლის ფანი იყო თავად მთავარი გმირი და 40 წლის სწინ მიწერა მას წერილი, როგორც თაყვანისმცემლმა.
პროექტზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობენ, კერძოდ ‘warner brothers’-ი.
დენ ფოგელმანი ცნობილი გახდა რიგი სცენარების შემდეგ; მისი ბოლო პროექტი იყო ‘რაპუნცელი-ჩახლართული ისტორია’.
ალ პაჩინო ახლახანს დათანხმდა მაფიოზური კლანის ‘ბოსის’-ჯონ გოტის როლზე.
ხნიერი როკ-მუსიკოსების ბედით სულ უფრო მეტი
რეჟისორი ინტერესდება. ახლად ჩატარებული კანის კინო-ფესტივალზე ნაჩვენები იყო პაოლო სორენტინოს ფილმი ‘სადაც არ უნდა იყო’, რომელშიც შონ პენი ასრულებს ყოფილი როკ-მუსიკოსის როლს.
|