გასული წლის შემოდგომაზე, ჯორჯ ლუკასმა განაცხადა, რომ ‘ვარსკვლავთა ომების’ მთელ სერიას 3D ფორმატში გამოუშვებს. ფილმები ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით გამოვა.
‘ჩვენ უკვე დიდი ხანია ვფიქრობთ ამ პროექტზე’- ამბობს ლუკასი-’15 წლის წინ ჩვენ ფილმის ერთ-ერთი ფრაგმენტი გაადავიყვანეთ 3D-ში და კინოსტუდიების მფლობელებს ვაჩვენეთ. მაშინ ჩემთან ერთად იყო ჯიმ კამერონი და რობერტ ზემეკისი. მაშინ ჩვენ ვუხსნიდით კინო-თეატრების
მფლობელებს, რომ აუცილებელი იყო ციფრული პროექტირების დადგმა; მაშინ ჯიმს ავატარის გაკეთება უნდოდა და ჩვენ სამივე მზად ვიყავით 3D-ში გვემუშავა და გვჭირდებოდა კინოთეატრები სადაც ამ ფილმებს ვაჩვენებდით.
კინოთეატრებმა ციფრული პროექტორები მხოლოდ 2005 წელს შეიძინეს. 2006 წელს ამერიკის 400 კინოთეატრს უკვე ქონდა ასეთი პროექტორი.. ახლა მსოფლიოს 36 000 დარბაზი არსებობს ასეთი ტექნიკური აღჭურვილობით.
ლიკასი ირწმუნება, რომ ფილმის 3D ფორმატში ისე არის შესაძლებელი, რომ თითქოს ფილმი თავიდანვე ასე იყო გადაღებული.
‘არსებობს 3D-ს ორი ვერსია:1-როდესაც მაურებელი ეკრანის სიღმეში შედის და 2. როდესაც ეკრანიდან პერიოდულად რაღაც ნივთები ხტება. მე ნაკლებად მომწონს როდესაც მაყურებელს საგნებს ესვრი სახეში; 3D ფორმატმა უნდა აჯობოს ჩვეულებრივი ფორმატით ჩვენებას. და საერთოდ ეს იგივეა, რაც შავთეთრი კინოდან ფერადზე გადასვლა. ჩვენება უფრო საინტერესოა, შეგრძნებაც უფრო სასიამოვრო და სწორედ ამას მიიღებს მაყურებელი ახალი ‘ვარსკვლავთა ომებისგან’-ამბობს ჯორჯ ლუკასი.
|