როგორ ხვდებიან აღდგომას შვეციაში შვეციაში აღდგომა ისეთი დიდი დღესასწაული არ არის, როგორც შობა. მაგრამ მისთვის მზადებას სკოლებში ერთი კვირით ადრე იწყებენ. მასწავლებელი და მოსწავლეები იხსენებენ ქრისტეს ცხოვრებას და აღდგომას.შვედები სააღდგომოდ სახლებს რთავენ ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის ყვავილებით. სახლის ყველა კუთხეში დგამენ ყვითელ წიწილებს, რომლებიც ფერადი ბუმბულებითაა გაფორმებული. სააღდგომოდ შვედები იგივე საკვებს მიირთმევენ, რასაც შობას, მხოლოდ ტკბილეულობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ.სააღდგომო კვერცხს ისინი ამზადებენ მუყაოსგან, რომლის შიგნითაც დებენ ლამაზ კანფეტებს.
|