ანჯელინა ჯოლი ”კანის” ფესტივალზე კვლავ პანდასთან ერთად გამოცხადდა.
2008 წელს ”კუნგ ფუ პანდას” მხარდასაჭერად ჯეკ ბლექი და ენჯი სწორედ ამ პანდასთან ერთად ჩავიდნენ საფრანგეთში. იგივე განმეორდა წელსაც. ერთადერთი განსხვავება კი ის იყო, რომ ანჯელინას მუცელი აღარ ჰქონდა - 2008 წლის ფესტივალზე ხომ ჯოლი ორსულად იყო.
”კანის ფესტივალი” 11 მაისს გაიხსნა. ის 22 მაისამდე გასტანს. წელს ჟიურის პრეზიდენტი რობერტ დე ნირო გახდა. ფილმების ფესტივალი ვუდი ალენის ფილმმა ”შუაღამე პარიზში” გახსნა.
|