სტუდიამ Paramount Pictures-მა გამოაცხადა 2009 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის „ვარსკვლავური გზის" გაგრძელების გამოსვლის თარიღი. სიკველის პრემიერა 2013 წლის 17 ივლისს არის დაგეგმილი. ადრე ჯეი ჯეი აბრამსა გაანცხადა, რომ არ აპირებს 3D ფორმატთან მუშაობას, მაგრამ რეჟისორმა მაინც შეიცვალა აზრი. ახლა ცნობილი გახდა, რომ „ვარსკვლავური გზა 2" 3D ფორმატში გამოვა. გადაღებები 15 იანვარს დაიწყება. თავის როლებს დაუბრუნდებიან კრის პაინი, ზოი სალდანა და ზაქარი ქუინტო. ამის გარდა, კომპოზიტორი მაიკლ ჯაკინო დათანხმდა ფილმის საუნდტრეკზე აბრამსთან ერთად იმუშაოს.