10 რამ რაც ჯობია არ გააკეთოთ Facebook-ში ყოფნისა - 2 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » 10 რამ რაც ჯობია არ გააკეთოთ Facebook-ში ყოფნისა
2:25 AM
10 რამ რაც ჯობია არ გააკეთოთ Facebook-ში ყოფნისა

1. დაპოსტოთ სხვების Wall-ზე
Facebook-ის Wall-ი თითქოს ჩვენ სახლად გადაიქცა, ჩვენც მის მიმართ ძალიან გულახდილები ვართ და ყველაფერს ვუყვებით, თუ სხვისთვის რამის თქმას აპირებთ ჯობია პირადში მიწეროთ ან საერთოდ არ მიწეროთ, რაც გინდათ ის ქენით ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ მიწეროთ Wall-ზე.

2. დაწეროთ თუ რამდენად უაზრობაა Facebook-ი და რამდენად უსაქმურია ხალხი რომლებიც Facebook-შია
თქვენც მშვენივრად იცით რომ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ მინიმუმ 2 საათი მაინც იჯდებით სასურველი ლაიკის მოლოდნში, მაგრამ დროს დაგიზოგავთ და გეტყვით: ამაოდ. რადგან არავინ არ დაალაიკებს ეგეთ სტატუსს.

3. დააკომენტაროთ სტატუსი უაზრო წინადადებით
თქვენს წინაშეა მაგალითი: თქვენ დღეს იყავით კინოზე, რომელმაც ძალიან აღფრთოვანებული დაგტოვათ, თქვენც გინდათ გაუზიაროთ ეს ყველაფერი თქვენს მეგობრებს და ურჩიოთ მათ ამ კინოზე წასვლა, აი დაწერეთ სასურველი სტატუსი, გადაამოწმეთ რომ ნაწერში შეცდომები არ გაქვთ და დაპოსტეთ. ამის შემდეგ თქვენ ელოდებით აზრიან კომენტარს ან ლაიქს და აი აინთო სასურველი ერთიანი წითლად მარცხენა მაღალ კუთხეში. თქვენ ხსნით და იქ თქვენ სტატუსზე წერია: "ჰაი როგორ ხარ?” ან "შენ სად დაიკარგე?”. ასეთ ადამიანებს "მძიმე შემთხვევა” ეწოდება და დაბლოკვა არ აცდებათ.

4. საჭიროზე მეტი ინფორმაცია
ეს საერთოდ ცხოვრებაშიც არ არის რეკომენდირებული. თუ თქვენ გაწუხებთ ზედმეტი გაზები ან გშიათ ან გეძინებათ და ა.შ თქვენი Facebook-ის მეგობრები არ არიან ვალდებულები ეს იცოდნენ.

5. დატაგვა მილოცვებზე/რეკლამებზე და სხვა მახინჯ სურათებზე
ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. კარგით გავიგეთ, რომ დღეს "მაჩვების დაცვის საერთაშორისო დღესასწაული”–ა და თქვენ ძალიან გინდათ ეს ყველას მიულოცოთ, თქვენც ამას მთელი გულით ულოცავთ მეგობრებს, მაგრამ ბევრი ადამიანის დატაგვა ერთ სურათზე არავის არ სიამოვნებს. იფიქრეთ ადამიანებზე რომლებიც დატაგულები არიან ამ სურათზე ისინი მიიღებენ მაილზე ათობით წერილს შინაარსით: "ჰაჰაჰა მეც გილოცავთ”, "მადლობა” და "ყველას გილოცავთ”.

6. გააკეთო Poke
2008 წლის შემდეგ ამას აღარავინ აღარ აკეთებს.

7. იყოთ ლაიქების "მათხოვარი”
უკაცრავად ასე განმარტებისთვის, მაგრამ ეს არის ზუსტი სიტყვა. დღევანდელ დღეს ადამიანები ისე ადვილად არ ანაწილებენ ლაიქებს როგორც ადრე. ასე რომ თუ თქვენ გჭირდებათ 100 ლაიქი მხოლოდ იმიტომ რომ ზაზასთან "გამაზული” გაქვთ და ყველას აწუხებთ რომ დაალაიქონ, თქვენ არა მხოლოდ 100 ლაიქის გარეშე დარჩებით არამედ 0 მეგობრითაც.

8. არ დადება არცერთი სურათის სადაც ნორმალურად ჩანხართ
ჩვენ ავიტანთ ათობით ძაღლების, კატების, ჩე გევარას და ჯასტინ ბიბერის სურათს, მაგრამ დადეთ ერთი ისეთი სურათი მაინც სადაც ნორმალურად ჩანხართ, რომ არ დაგვავიწყდეს როგორ გამოიყურებით.

9. გაწევრიანდეთ სახელებით "ყველაზე ლამაზები”, "ყველაზე სიმპატიურები” და ა.შ
ოოოოოოო ეს საქართველოში განსაკუთრებულად მტკივნეული თემაა, ვისაც ყველაზე მეტი მეგობარი ყავს ზემოთხსენებული სათაურებით ის უფრო მაგარი ტიპია და როგორც თვითონ იძახიან ყველაზე "The დეზლ”-ი ტიპები არიან. როგორც წესი ასეთ პროფილში ბევრია სურათები, რომელებიც დამშვენებულია კომენტარით გაუგებარ ენაზე, მაგალითად: "ჩემებეეეეეეე”, "ყველაზე ჩემი ხალხიიიიი”, "აუ გიუშ რა დეზლი ხარ ტო სათვალეებში”, "The ყველაზე მაგარი ხალხი” და ა.შ
P.S თუ თქვენ არ გაქვთ მინიმუმ 10 სურათი სადაც ტუჩები მინიმუმ 2-ჯერ აღემატება ბუნებრივ ზომას, თქვენი ასეთ ჯგუფებში გაწევრიანების შანსი 0-ს უდრის.

10. შეხვიდეთ აპლიკაციაში სახელად "ვინ ნახა ჩემი პროფილი”
ყველამ კარგად იცით რომ ეს აპლიკაცია ფიქციაა და არც არასდროს იარსებებს Facebook-ში, მაგრამ ცნობისმოყვარეობა გძლევთ და მაინც აჭერთ აპლიკაციას. შედეგი? წაიკითხეთ მუხლი 10 და მიხვდებით.

:დ:დ


კატეგორია: სხვა | ნანახია: 709 | დაამატა: anushkebi98 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: mariko1
(მასალა) თარიღი: (2011-09-02 5:03 PM)