ზოდიაქოს ნიშნები ! - 19 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 19 » ზოდიაქოს ნიშნები !
3:38 PM
ზოდიაქოს ნიშნები !
პატარა ვერძებს ბასრი საგნები და აალებადი ნივთიერებები მოარიდეთ )
თამამად შეიძლება ითქვას რომ თქვენს პატარა ვერძს ძალიან მოსწონს საკუთარი ხმის ტემბრი )) რომლის მეშვეობითაც, ამ მოუსვენარ არსებას ყოველთვის გააქვს ხოლმე თავისი, აბა სცადეთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობეთ იმნაირ ღრიალს მორთავს ყურებზე ხელების დაფარება კი არა ბამბების გარჭობაც აღარ გიშველით)) თუმცა წამის შემდეგ ისეთი მომხიბვლელი ღიმილით გიღიმით, მისთვის ვერაფერზე ახერხებთ უარის თქმას) ასტროლოგების აზრით ვერძები (ისევე როგორც ლომები და მორიელები) „ძნელადაღსაზრდელთა" კატეგორიას განეკუთვნებიან ) ამიტომ თქვენი პატარა გამუდმებით ყურადღებას ითხოვს, ამავე დროს დამოუკიდებლობაც ჰაერივით სჭირდება. მისი ამბიციები ჩვილობის ასაკიდანვე ვლინდება, ჯერ წესიერად ჯდომაც არ უსწავლია და უკვე ცოცვას და სირბილს ცდილობს პატარა ფეხუცებით) დაეხმარეთ ხოლმე ამ მოძრავ ცეცხლოვან არსებას, დაცემისას წამოაყენეთ და გაამხნევეთ (ბავშვობის ასაკშიც და მერეც!) თუ გინდათ, რომ მთელი ცხოვრება მეგობრად მიგიჩნიოთ. მართალია იგი საკმაოდ კონტაქტურია და უცნობ ადამიანებსაც გულღიად უცინის, მაგრამ მთელი გულით მხოლოდ ისინი უყვარს ვისთანაც წარუმატებლობის შემთხვევაში მიირბენს და თავს ინუგეშებს. პატარა ვერძები ხიფათიანები არიან, ამიტომ მაქსიმალურად მოარიდეთ მჩხვლეტავი, მჭრელი და აალებადი საგნები მისი თვალთახედვის არეალს თორემ უეჭველად მოქმედებაში გამოცდის რა გგონიათ? რომ დაიწვას ან გაიჭრას ჭკუას ისწავლის და მეორედ აღარ იზამს? არაფერიც ექსპერიმენტების ჩატარებას მეტი მონდომებით გააგრძელებს, თქვენ კი ქრონიკული თავის ტკივილის კარგი მიზეზი გაგიჩნდებათ მოგეხსენებათ ვერძები ეგოისტები არიან, ამიტომ არ გაგიგკვირდეთ რომ თქვენმა პატარა ვერძმა, „უბოდიშოდ დაიფრინოს" თანატოლები იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მას თამაშის დროს ლიდერობაში შეეცილა, თუმცა ზუსტად თქვენი ვერძუკა იქნება ის გულუხვი ვინც ერთადერთ კანფეტს დაუნანებლად გაუწოდებს მის გვერდით მჯდომ ატირებულ ბავშვს, რომელიც უფროსმა ძმამ შოკოლადის გარეშე დატოვა პატარა ვერძები (სხვათაშორის დიდებიც ზღაპრების მოყვარულები არიან, ამიტომ კარგი ზღაპრების წიგნი მისი დაბადებისთანავე შეიძინეთ ხოლო ცოტა უფრო დიდ ასაკში მის გაუთავებელ კითხვებს „რატომ?", „რისთვის?" და „რატომ არა?" მოთმინებით მოეკიდეთ, რა ქნას ბავშვმა თუ ყველაფერი აინტერესებს? დაიმახსოვრეთ! გარეგნული თავდაჯერებულობის მიღმა პატარა ვერძი ძალიან მგრძნობიარე და გულჩვილია, ამიტომ ისეთ შენიშვნებს ნურასოდეს მისცემთ რაც მას საკუთარი თავის რწმენას დაუკარგავს!
* * *

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პატარა როგორც წესი მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. გამომდინარე იქედან რომ კუროები ძალიან მგრძნობიარეები არიან ფიზიკური შეგრძნებებისა და სუნის მიმართ, არ გაგიკვირდეთ თუ თქვენი პატარა კურო გაცილებით ადვილად დაიძინებს მაშინ როცა თქვენთან უშუალო შეხება ექნება. აი რატომ არჩევს იგი საკუთარ საწოლს თქვენთან ერთად ძილს მისთვის ჩვილობიდან აუცილებელია დედის სითბო და კანის სურნელი შეიგრძნოს. ძილის წინ თქვენს ხელსაა ჩაფრენილი? ესეც იმავე მიზეზით ხდება, რომ მისთვის აუცილებელია უშუალო შეხება ჰქონდეს თქვენთან. მართალია თქვენი პატარა კურო ერთი შეხედვით რბილი და ადვილად დამყოლი ჩანს, მაგრამ პირველივე მცდელობისას გააკეთებინოთ ის რაც მას არ უნდა, (მაგალითად აჭამოთ ვაშლის პიურე როცა მას ატმის ურჩევნია, აბანაოთ იმ დროს როცა იგი თამაშისთვისაა განწყობილი, ჩააცვათ ვიწრო და არაკომფორტული სამოსი) მისი ამგვარი „საყვარელი იმიჯი" უკვალოდ გაქრება და თქვენი შვილი „ნამდვილ ხბოს სიჯიუტეს" გამოამჟღავნებს. თანაც ისეთი „შემართებით" რომ რაც არ უნდა სცადოთ უკან ვერ დაახევინებთ ) არ უნდა და მორჩა! ამ დროს საუკეთესო გამოსავალი კოცნით და მოფერებით მისი გადარწმუნებაა, ვიდრე საპასუხო სიჯიუტე „რას ქვია არ უნდა" და მისთანები )) ლაპარაკს და სიარულს კურო ბავშვები საკმაოდ ნელა სწავლობენ, ხბო ყველაფერში დინჯია ) სამაგიეროდ თქვენი შვილის თავზე კოპებისა და მუხლებზე „სინიაკებისგან" შედარებით დაზღვეული იქნებით. მართალია პატარა კურო სტუმრების მიმართ ანტიპათიას არ გამოხატავს, მაგრამ ჩვეული სიტუაციის მკვეთრი შეცვლა პატარა კუროებს ძალიან აშინებთ და აბნევთ. ამ ბავშვის ფსიქიკისთვის ოჯახში გემეფებულ სიმშვიდეს და სტაბილურ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ხმაურიან ალაფურშეტებს ნუ გაუმართავთ ხოლმე სახლში გვიანამდე. თუკი თავად მიგყავთ სადმე სტუმრად, თქვენი პატარა კურო „მეტი თავდაჯერებულობისთვის" აუცილებლად წამოიღებს თან საყვარელ სათამაშოს, რომელიც მთელი საღამო გულში ეყოლება ჩახუტებული და არაფრის დიდებით არ მოიცილებს გვერდიდან.
* * *

გამომდინარე იქედან, რომ ტყუპები ყველაზე „ხმოვანი" ზოდიაქოს ნიშანია, პატარა ტყუპთან „სიტყვიერი" კონტაქტი მისმა მშობლებმა ჯერ კიდევ მანამდე უნდა დაამყარონ სანამ იგი ამ ქვეყანას მოევლინება. არც ის გაგიკვირდეთ თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით ერთი კი არა ორი, ან სულაც სამი მოუსვენარი არსება შემოემატოს თქვენს ოჯახს (სტატისტიკური მონაცემებით ზოდიაქოს ამ ნიშნით ყველაზე მეტი ბიოლოგიური ტყუპი იბადება). თუმცა თუ თქვენი შვილი „მარტოა" ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ ამით თქვენ მის გაზრდასთან დაკავშირებული საზრუნავი მოგაკლდებათ ) არ დაგავიწყდეთ, ტყუპი გაორებული ნიშანია ამიტომ თქვენს წინაშე წარმოუდგენლად ცელქი და მოუსვენარი არსების აღზრდის პრობლემა დგას დღის წესრიგში თქვენი პატარა ტყუპი ალბათ ლაპარაკს უფრო ადრე დაიწყებს ვიდრე ნორმალურად სიარულს ისწავლიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სიტყვების გამოთქმას ჯერ ვერ ახერხებს, მისი ენა მაინც არ გაჩერდება )) ცნობილი გამონათქვამი „დუმილი ოქროაო" პატარა (სხვათაშორის არც დიდ!) ტყუპებზე არ ვრცელდება თქვენი შვილი ვერცხლის წყალივით მოუსვენარია, ამ წუთას რომ ჩართულ მიქსერში თითების შეყოფისგან „გადაარჩინეთ", მეორე წამს აივანზე დაინახავთ სახიფათოდ გადაყუდებულს გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ პატარა ჰაეროვან არსებას, აუცილებლად სჭირდება თავიდანვე მიაჩვიოთ წესრიგს (თუ რა თქმა უდნა ეს ასე ადვილად გამოგივათ). ტყუპების უმრავლსობას საკუთარი ნივთების, სათამაშოებისა და ტანსაცმლის უთავბოლოდ მიყრა–მოყრა უყვარს, მათთვის არეულობა დიდ დისკომფორტს არ წარმოადგენს, ამიტომ თუ ბავშვობიდანვე არ მიაჩვევთ თქვენს ტყუპს საკუთარი ნივთების მოვლა–პატრონობას, დიდ ასაკში მის „ხელახლა აღზრდას" კატეგორიული პროტეტსტი და ხმაურიანი კამათი მოყვება!
* * *
თუკი ღმერთმა ბედად პატარა კირჩხიბის აღზრდა გარგუნათ, იცოდეთ რომ თქვენი შვილი უზომოდ ემოციური და ფაქიზი ფსიქიკის მქონე არსებაა. ხშირ შემთხვევაში პატარა კიბო არასოდეს ტირის „ისე უმიზეზოდ", მისი ცრემლების სათავე აუცილებლად რეალური და ძლიერი ემოციებია, ( რამის შეეშინდა, ეტკინა ან უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახა) და არა ბავშვური ჭირვეულობა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული პატარისთვის ჰაერივით აუცილებელია დედა გამუდმებით გვერდით ეგულებოდეს . ამიტომ ბებია–ბაბუა–ბიძა–ბიცოლებთან მის თუნდაც მოკლევადიან დატოვებას, როგორც წესი პატარა კირჩხიბის მხრიდან ხანგრძლივი და გულსაკლავი ტირილი ახლავს თან. თქვენი შვილი უზომოდ ფრთხილი და მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ რაც მის გარშემო ხდება. იქნება ეს ხმაური, სუნი, მკვეთრი შუქი თუ უცნობი ადამიანების მოსვლა სტუმრად. ამასთან ერთად განცდილი შთაბეჭდილებები ხანგრძლივად რჩება მის პატარა სულში. ამიტომ შეეცადეთ მაქსიმალურად მშვიდი ატმოსფერო შეუქმნათ მას. პატარა კიბორჩხალებს უზომოდ განვითარებული ფანტაზიის და წარმოსახვის უნარი აქვთ, ბევრ მათგანს შეიძლება ადრეული ასაკიდან რაიმე სახის შემოქმედებითი ნიჭი აღმოაჩნდეს (ხატვის, სიმღერის, ცეკვის, სამსახიობო), ამიტომ გასაკვირი არაა თუ ხშირად საკუთარ სათამაშოებსაც, როგორც სულიერ არსებებს ისე ეკონტაქტება და ეთამაშება. უფრო მეტიც შესაძლოა მან „წარმოსახვითი მეგობარიც" გაიჩინოს, რომლის არსებობაში თქვენც აქტიურად დაგარწმუნებთ. გამომდინარე იქედან, რომ კიბო წყლის სტიქიის წარმომადგენელია, პატარა კირჩხიბს ყველაზე მეტად მაინც წყალი უყვარს, არ გამიკვირდება ხშირად შეგეპაროთ ხოლმე აბაზანაში, საიდანაც თავიდან ფეხებამდე გაწუწულს და მაგრამ უზომოდ ბედნიერს გამოიყვანთ .

* * *
თქვენი პატარა ლომის ბოკვერი ამ ქვეყანას „ჭეშმარიტად მეფური" ხასიათით მოევლინა ) და იგი ამას ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკიდან მიგახვედრებთ, აბა სცადეთ და ჭამა ან გამოცვლა დაუგვიანეთ)) ისეთ ღრიალს მორთავს თავი უმალ აფრიკაში გეგონებათ )) რას ვიზამთ, მოთმინება ლომების საუკეთესო თვისებებს შორის, როგორც წესი ნაკლებად შედის)) თუმცა თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ყურები და რაც მთავარია ნერვები, საამისო გამძლეობით გამოიჩევა, უკეთესი იქნება თუ პატარა ბოკვერს, თავიდანვე სხვებისთვის ანგარიშის გაწევას მიაჩვევთ (რაღაც დოზით მაინც), თორემ მისგან შინაური ტირანი გაიზრდება და დიდ ასაკში, ხელში „პატარა ნაპოლეონი" შეგრჩებათ, ლომი ცეცხლის ნიშანია, ამიტომ თქვენი ბოკვერიც მნიშვნელობა არა აქვს გოგონაა იგი თუ ბიჭი, მოუსვენარი, ცელქი და უზომოდ ენერგიული არსება იქნება. საკუთარი მეფური ხასიათიდან გამომდინარე ყოველთვის ბუნებრივად და ოსტატურად შესძლებს თანატოლებს შორის გამოერჩეს და გარშემომყოფთა ყურადღება ლექსის თქმით და ცეკვით თუ არა, ყურისწამღები ღრიალით მაინც მიიქციოს ) ლომი ბავშვი იმდენად აქტიური და ცნობისმოყვარეა, რომ საღამოობით მის დაძინებასთან დაკავშირებული პრობლემებიც არაერთ მშობელს ექნება. მისი აღზრდისას მოსიყვარულე, მაგრამ საკმარისდ მკაცრი უნდა იყოთ, რათა პატარა იმპერატორს თქვენს მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუღვივდეს და „მორჩილება" ღირსების შელახვად არ მიიჩნიოს) გახსოვდეთ, რომ მისი ერთი შეხედვით ამაყი და მეფური ხასიათის მიღმა, ძალზე სათუთი ბუნების არსება იმალება, რომელზეც ნებისმიერი სახის უხეში შენიშვნა (მით უმეტეს დედ–მამის მხრიდან) განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს.
* * *
თქვენი პატარა ქალწული ღიმილს იშვიათად იმეტებს გარშემომყოფებისთვის (მით უმეტეს სტუმრად მოსული უცხო ადამიანებისთვის, ვისთანაც თქვენი ლამაზი შვილით თავის მოწონება განიზრახეთ)? აბა როგორ? მის ღიმილს დამსახურება უნდა )) ეს პატარა, უზომოდ ფრთხილი არსება, მხოლოდ მაშინ გამოიმეტებს თავის მომხიბვლელ გაღიმებას, როცა საბოლოოდ დარწმუნდება იმაში რომ თქვენ მასზე ნამდვილად ზრუნავთ და შეუძლია გენდოთ ) ქალწული ბავშვები, მნიშვნელობა არ აქვს იგი გოგონაა იგი თუ ბიჭი, როგორც წესი მაღაზიის ვიტრინიდან გადმოსულ თოჯინებს გვანან და განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. თუმცა ამ „თოჯინის" კეთილგანწყობა, რომ მოიპოვოთ საკმაო მონომებაა საჭირო. ხშირ შემთხვევაში, პატარა ქალწული სითბოს და მოფერებას აშკარად არასოდეს ითხოვს ხოლმე დედ–მამისგან, მაგრამ ზოდიაქოს სხვა ნიშანზე დაბადებულ ბავშვებს შორის, სწორედ მას ესაჭიროება მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა. სხვა ბავშვებს თუ გადამეტებული ფერება ვნებთ, ქალწულისთვის ხშირი შექება და წახალისება, ჰაერივით აუიცილებელია, რათა მომავალში მისგან თავდაჯერებული და გაწონასწორებული ადამიანი გაიზარდოს!
* * *
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პატარა, ჩვილობის ასაკიდან უზომოდ კონტაქტური და ცნობისმოყვარე იქნება. თუ ფაფა ზედმეტად ცხელი, საბავშვო ოთახის შპალერი უზომოდ მკვეთრი ფერის და სასტუმრო ოთახში ჩართული ტელევიზორი ჩვეულებრივზე ერთი ტონით ხმამაღალი არაა, თქვენი პატარა სასწორი მშვიდად და მელოდიურად იღუღუნებეს, მაგრამ ოდნავი დისკომფორტიც კი მისი ხასიათის გაფუჭებას და „სასწორის პინების უთავბოლო მერყეობას" გამოიწვევს ) ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ბავშვებს, თანდაყოლილი ჰარმონიის, სტილის გრძნობა და დახვეწილი გემოვნება გააჩნიათ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ თქვენს პატარა სასწორს უკვე აქვს „ამოჩემებული" მუსიკა, სათამაშო და სამოსი ) იგი ძალიან პრეტენზიულად ეკიდება ფერებსა და ხმებს, მკვეთრი ფერები და ხმაური მის განწყობაზე პირდაპირ–პროპორციულად მოქმედებს. რაიმე სახის შემოქმედებითი ტალანტი შეიძლება ადრეულ ასაკშივე აღმოაჩნდეს თქვენს შვილს და ამას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ! თანდაყოლილი არტისტულობისა და კომუნიკაბელური ხასიათის მეშვეობით, პატარა სასწორები ადვილად ახერხებენ თანატოლებთან საერთო ენა, ძალიან ადვილად, გაცნობისთანავე გამონახონ და კეთილად განაწყონ ისინი საკუთარი პერსონის მიმართ ) აი რატომ უყვარს თქვენს შვილს სტუმრად წასვლა და სახლში სტუმრიანობა, რაც უფრო მრავალრიცხოვანია საზოგადოება, მით მეტი შესაძლებლობა ეძლევათ ამ პატარა მსახიობებს თავის წარმოსაჩენად)
* * *
თქვენი პატარა ღრიანკალი ჩვილობის ასაკიდანვე დაიწყებს საკუთარი ხასიათის გამოვლენას და სულ ერთი ციდაც კი გაიძულებთ, რომ მას, როგორც სრულფასოვან პიროვნებას ისე მოეკიდოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული პატარები, არცთუ ხშირად და ადვილად აჯილდოვებენ გარშემომყოფებს საკუთარი მომხიბვლელი ღიმილით, სავარაუდოდ თქვენი შვილის საყვარელი პოზა, გარემოს ეჭვნარევი მზერით თვალიერება და ყველა დეტალის გულდასმით შესწავლა იქნება ) საკუთარი სიმპათიასა და ანტიპათიის მკვეთრად გამოხატვის ჩვევა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება, ამიტომ გაითვალისწინეთ რომ ეს პატარა, თუმცა საკმარისად გონიერი და ემოციური არსება თქვენ მიმართ სიყვარულს, მთელი გულით მოხლოდ იმ შემთხვევაში გამოამჟღავნებს, თუკი თქვენგანაც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულებას იღებს. არ დაგავიწყდეთ! ღრიანკალი პატივს მხოლოდ მასზე ძლიერ და ღირსეულ ადამიანს სცემს, ამიტომ შვილს ხშირად მოეფერეთ ხოლმე, მაგრამ შექებას და წახალისებას რაც შეეხება ამ მხრივ სიფრთხილე გამოიჩნეთ და მხოლოდ იმ დროს დაუფიქსირეთ პატარა მორიელს საკუთარი მოწონება, როცა იგი ამას ზუსტი 100% –ით იმსახურებს. სხვა შემთხვევაში სიყალბეს იგი ადვილად მიგიხვდებათ და სამომავლოდ მისთვის თქვენი აზრი ავტორიტეტულობას დაკარგავს. ღრიანკალი ბავშვები ლაპარაკს საკმაოდ ადრე სწავლობენ. ამიტომ ხშირად მოგიწევთ მისი უსასრულო კითხვებისთვის თავის გართმევა. თუმცა დროდადრო მისი გონება სხვა გასართობითაც დაკავდება, რაკი წყლის სტიქიის წარმომადგენელია, სააბაზანოდან მისი „გამოძევების" მტკივნეული პროცედურაც არაერთგზისაა მოსალოდნელი )) თუმცა ასეთ შემთხვევაში, თავიდან ფეხებამდე გაწუწვის სანაცვლოდ თქვენს შვილს შედარებით მშვიდი გასართობი შეგიძლიათ შესთავაზოთ, მაგალითად ძერწვა– რაც მას ძალიან მოეწონება.
* * *
თუკი თქვენი ოჯახის პატარა წევრი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, მოემზადეთ საიმისოდ რომ იგი სახლში გამუდმებული ხმაურის და აურზაურის მიზეზი იქნება. მშვილდოსნები იმდენად მოუთმენელი ბუნების არიან, რომ თქვენი შვილი სირბილს თუ არა ხოხვას მაინც, სხვა თანატოლებზე ბევრად ადრე ისწავლის. ამას გარდა აბა სცადეთ და მიზნისკენ „ სახოხავ" გზაზე გადაეღობეთ )) ცეცხლის ნიშნისთვის დამახასიათებელ ისეთ ღრიალს მორთავს, უმალ დაუთმობთ გზას ამ პატარა მოხეტიალეს) რაკიღა იუპიტერის მფარველობის ქვეშაა, მიუხედავად იმისა რომ ხიფათიანია და მისი უყურადღებოდ დატოვება წამითაც არ შეიძლება, ხშირად გაოცებას ვერ დამალავთ, ისეთი ოსტატობით აარიდებს თავს სერიოზულ ტრამვებს. თუმცა თუ მაინც მოახერხა და ერთი–ორი სოლიდური კოპით დაიმშვენა შუბლი, ამასაც „ღირსეულად" ატარებს და გულამოსკვნილი ღრიალის მერე, ისეთი გადამდები ღიმილით გაგიღმებთ მისზე გაბრაზება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. პატარა მშვილდოსნებს ხალხმრავლობა იზიდავთ, ამიტომ სახლში სტუმრების მოსვლისას თქვენი შვილი რომ „ყირაზე დადგეს" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ამაში გასაკვირი არც არაფერი იქნება. გარშემომყოფთა აღტაცება და სიცილი რომ გამოიწვიოს, ეს პატარა არსება მონდომებით შეასრულებს სხვადასხვა სახის ტრიუკებს (იქნება ეს სავარძლის თავიდან გადმოხტომა თუ კარადაზე აცოცება, ფისოს ჩამოსაყვანად) ამიტომ, თქვენი შვილის „ცეცხლოვანი ენერგია" რომ როგორმე დააბალანსოთ, აჯობებს იგი პატარა ასაკიდან დააკავოთ სპორტის რომელიმე სახეობით ან ცეკვით. მერწმუნეთ, ეს საუკეთესო გზაა საიმისოდ რომ სახლში ნივთების რაღაც ნაწილი მაინც გადაგირჩეთ მთელი))

* * *
პატარა თხის რქა, ჩვილობის ასაკიდანვე გაგაკვირვებთ საკუთარი მიმბაძველობის უნარითა და „დიდური გამომეტყველებით". ეს ის ბავშვი არაა, რომელიც გარშემომყოფთა ღიმილს, ყოველთვის საპასუხო რეაქციით უპასუხებს, ჯერ ერთი იგი დაბადებიდანვე „დიდი ადამიანის" სერიოზულობით უყურებს ცხოვრებას, მეორეც მისთვის აუცილებელია დედა ეგულებოდეს გვერდით, უცხო ადამიანები კი მასში დიდ სიმპათიას არ იწვევენ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ სტუმრად მოსულ თქვენს მეგობრებს, პატარა თხის რქის გასაღიმებლად დიდი ძალისხმევა და ფანტაზიის უნარის მოხმობა დასჭირდებათ )) პატარა თხის რქები ნაბიჯ–ნაბიჯ, დიდი სიფრთხილით იწყებენ სამყაროს აღქმას, მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შინაურების მხრიდან მხარდაჭერა და შექება, ამიტომ გასაკვირი არაა, თუ უკვე წამოზრდილმა თხის რქამ, იმ „სათამაშოების" მიმართ გამოამჟღავნოს ინტერესი რომლითაც მისი აზრით დედამისი თამაშობს ხოლმე სამზარეულოში )) ძალიანაც კარგი, საოჯახო საქმეებში დახმარებას ბავშვს თუ ადრევე მიაჩვევთ, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა ყველაზე მთავარი რაც პატარა თხის რქის აღზრდისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი ხშირი შექება და წახალისებაა. სატურნის მძიმე გავლენით, თხის რქები უზომოდ თვითკრიტიკულები, მგრძნობიარეები და პესიმისტები არიან, ამიტომ თქვენი შვილი რომ საკუთარ თავში დარწმუნებულ, თავდაჯერებულ და ძლიერ ადამიანად გაიზარდოს, ბავშვობიდანვე საჭიროა მისი თვითშეგნების ამაღლებაზე მაქსიმალურად იზრუნოთ.
* * *

დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით, ყველაზე მეტი ვუნდერკინდი ევლინება ქვეყანას )) თუმცა თუ თქვენს ოჯახს, მხოლოდ ერთი „ჩვეულებრივი" მერწყული პატარა შემოემატა, სიურპრიზებს მისგანაც ბლომად უნდა ელოდოთ ) პირველი რითაც მერწყული ბავშვები გამოირჩევიან უზომო ცნობისმოყვარეობაა, მეორე კი ასეთივე უზომო სიჯიუტე,) თუმცა კუროსგან განსხვავებით, რომელიც საკუთარ პროტესტს მაგალითად არასასურველი კერძის მირთმევის მიმართ, სწორხაზოვნად გამოხატავს, (არ მინდა და მორჩა! ) პატარა მერწყული, ამ კერძს უბრალოდ მაგიდის ქვეშ დამალავს ან უკეთეს შემთხვევაში ღია ფანჯრიდან გადაისვრის, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი, თქვენ კარის ზღურბლზე მდგარი, მოთხუპნული უცნობისთვის მოგიწევთ ახსნა განმარტებების მიცემა თემაზე „მფრინავი თეფშები" .გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენი შვილი „ცოცხალი კითხვითი ნიშანია" მას ყველა და ყველაფერი აინტერესებს თავის გარშემო, ამიტომ მისი თვალთახედვის არეს ელექტრო ხელსაწყოები მაქსიმალურად მოარიდეთ. თორემ ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ იგი მათი მუშაობის პრინციპით აუცილებლად დაინტერესდება და შეეცდება პრაქტიკულადაც გაარკვიოს, როგორ მუშაობს ტელევიზორი, რატომ ადუღებს წყალს ელექტრო ჩაიდანი და სად ან როგორ მიდის მტვესასრუტის მიერ ხალიჩიდან აღებული მტვერი ) კარგი იქნება თუ თქვენს პატარას, ადრეული ასაკიდან მიაბარებთ საბავშვო ბაღში, მერწყულისთვის საზოგადოებაში ყოფნა უბრალოდ აუცილებელია! თუმცა მანამდე, საიმისოდ რომ თანატოლებთანაც პატარა ტერორისტივით არ მოიქცეს, ეს მოუსვენარი და ბუნტის მოყვარული არსება, შესაბამისი სიმკაცრით და ლოგიკური ახსნა განმარტებებით უნდა მიაჩვიოთ მიღებული ქცევის „ჩარჩოებს" )) ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იქნება,მაგრამ მაინც სცადეთ )
* * *
თუკი თქვენი პატარა თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, იცოდეთ რომ მას ძალიან სათუთი ფსიქიკა და ჩვილი გული აქვს, ამიტომ განსაკუთრებული მიდგომა დასჭირდება არა მარტო თქვენგან, არამედ ოჯახის თითოეული წევრისგან. პატარა თევზებს როგორც წესი გამჭვირვალე ლურჯი, მწვანე ან ნაცრისფერი თვალები აქვთ. (შავგვრემანები მათ შორის იშვიათად გვხვდებიან და თუ მაინც გვხვდებიან, აუცილებლად დიდი თვალებით! ). ისინი ერთი შეხედვით საბავშვო ზღაპრის წიგნში დახატულ ელფებს გვანან და თავადაც არანაკლებ უყვართ ზღაპრები. თუმცა თუ რეალური ცხოვრების ზღაპრულისგან გამიჯვნას, პატარა ასაკიდანვე დელიკატურად არ მიაჩვევთ, შესაძლოა მისგან უპასუხისმგებლო ადამიანი გაიზარდოს, რომელიც საკუთარ პრობლემებს ყოველთის სხვას გადააბრალებს და მუდმივად თავის შეცოდებაში იქნება! ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენი შვილი სიარულს სხვა თანატოლებზე გვაინ დაიწყებს, გაითვალისწინეთ, რომ თევზებისთვის საკმაოდ რთულია მიეჩვიონ „საკუთარ ფეხზე დგომას" (როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით!) . სამაგიეროდ თუ თქვენს თანადგომასა და მხარდაჭერას ხშირად დაუფიქსირებთ, პატარა თევზი ნელ–ნელა ისწავლის დამოუკიდებლად ცურვას ) ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვების უმრავლესობა, როგორც წესი რაიმე სახის შემოქმედებითი ტალანტითაა დაჯილდოვებული, თუმცა თუ მასში პატარაობიდანვე არ განავითარებთ კონკურენციის უნარს და საკუთარი თავის რწმენას, ძალიან გაუჭირდება ეს ნიჭი შესაბამისად გამოიყენოს. რადგან ბუნებით ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია, თქვენი პატარა თევზი ხშირად შეეცდება თქვენთვის სასიამოვნო საქციელი ჩაიდინოს, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ გახსოვდეთ ისიც რომ თევზები ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ, ამიტომ შეეცადეთ ბავშვს „მაამებლურმა" ჩვევებმა საკუთარი ინდივიდუალობა არ დააკარგვინოს!



დააფიქსირეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი...რამით თუ ჰგავხართ ან ჰგავდით თქვენს ზოდიაქოს ნიშაანს წაკითხულისგაან რაც გაიგეთ თუ არ გავხართ საერთოდ???

კომენტარებში დატოვეთ პასუხი..


კატეგორია: სხვა | ნანახია: 800 | დაამატა: marey | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz