ვალენტინობის დღეზე ისტორია - 14 თებერვალში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » თებერვალი » 14 » ვალენტინობის დღეზე ისტორია
4:29 PM
ვალენტინობის დღეზე ისტორია


ვალენტინობის დღესასწაულის ისტორია 
ლეგენდის მიხედვით წმინდა ვალენტინი იყო ახალგაზრდა ეპისკოპოსი, რომელიც მოწყალე თვალით უყურებდა შეყვარებულთა რომანტიკულ გრძნობებს, ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში, არიგებდა განაწყენებულ წყვილებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ყვავილებს ჩუქნიდა. . .

ჩვ.წ.აღ. 269 წელს იმპერატორი იულიუს კლავდიუს II ემზადებოდა დაპყრობითი ომისთვის. რომის იმპერია განიცდიდა ჯარისკაცთა დეფიციტს, ამიტომ კლავდიუსმა ახალგაზრდებს აუკრძალა დაქორწინება. წმინდა ვალენტინი კი ჩუმად სწერდა ჯვარს როგორც წვევამდელებს, ასევე ლეგიონერებს. იგი მალე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ლეგენდის მიხედვით, როცა ვალენტინი ციხეში იჯდა, მას შეუყვარდა თავისი ჯალათის ბრმა ქალიშვილი, რომელიც განკურნა. ასეთი დიდი იყო მისი სიყვარულის ძალა.

ჩამოხრჩობის წინ მან დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელშიც სიყვარული აუხსნა ქალიშვილს და ასე მოაწერა ხელი "შენი ვალენტინი”. აქედან მომდინარეობს ღია ბარათები – ”ვალენტინები”. 469 წ. კათოლიკურმა ეკლესიამ მამაცი მღვდელი წმინდანად შერაცხა, ხოლო 14 თებერვალი მისი ხსენების დღედ დაადგინა.

უმრავლესობა ამ დღესასწაულს უკავშირებს ქრიასტიან მღვდელ ვალენტინს, რომელმაც იმპერატორის ბრძანება დაარღვია და დასაჯეს სიკვდილით. სხვა ვერსიით სწორედ 14 თებერვლიდან იწყებენ ფრინველები ზამთრის შემდეგ წყვილების ძებნას. არსებობს სხვა ლეგენდებიც ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. თუმცა ისტორიკოსთა ცნობით, ეს ტრადიცია ინგლისში გაჩნდა. სწორედ ამ ქვეყანაში XV საუკუნიდან დაიწყეს კავალერებმა ქალბატონებისთვის სასიყვარულო ლექსების გაგზავნა. ვალენტინის დღე შექსპირის "ჰამლეტშიც” არის მოხსენებული. ნისლიანი ალბიონის სანაპიროზე ძალიან პოპულარული იყო ყველანაირი მკითხაობა.

XVIII ს-ის დასაწყისში გასათხოვარი ინგლისელები ვალენტინობის წინ ქინძისთავებით ამაგრებდნენ 5 დაფნის ფოთოლს: ერთს ცენტრში, დანარჩენს გვერდებზე. ითვლებოდა, რომ ეს მაგიური მოქმედება დაეხმარებოდა მათ საქმროს დასიზმრებაში. სხვა წარმოდგენით, 14 თებერვალს მზის ამოსვლამდე ქალიშვილს პირველად ფანჯარაში უნდა გაეხედა, მისი რჩეული დანახული მამაკაცის მსგავსი იქნებოდა. ასევე ფურცლებზე ჩამოწერდნენ პოტენციური საქმროების სახელებს, დააწყობდნენ ფურცლებს წრიულად, შემდეგ დააბზრილებდნენ ვაშლს. ვაშლის ყუნწი მიუთითებდა საქმროს ვინაობას.

ამ ტრადიციის სახსოვრად ვალენტინობის დღეს ლონდონის სუპერმარკეტებში იყიდება სპეციალური "სასიყვარულო ვაშლები” – ტუჩების და გულის ფორმით გაწყობილი.

უელსში ვალენტინობას ჩუქნიდნენ "სიყვარულის” კოვზებს. მათ თლიდნენ ხისგან და აფორმებდნენ გულებით და გასაღებით. რაც ნიშნავდა: "იპოვე ჩემი გულის გასაღები”. შოტლანდიაში ამ დღეს იმართებოდა სახუმარო საღამოები, სადაც მხოლოდ გასათხოვარ ქალიშვილებს და დასაქორწინებელ ვაჟებს იწვევდნენ. ყველა მოწვეულის სახელი მითითებული იყო მოსაწვევებზე, მათ ყრიდნენ ქუდში, შემდეგ იღებდნენ მოსაწვევებს და აწყვილებენ ქალ-ვაჟს.

XIX ს-ში გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს სასიყვარულო მილოცვების კრებულის დაბეჭდვა, რომელიც ძალიან სწრაფად იყიდებოდა. კრებულიდან იწერდნენ მოწონებულ ლექსებს და რჩეულებს უგზავნიდნენ. მალე გაჩნდა სპეციალური საფოსტო მისალოცები "ვალენტინები”. რამდენიმე ხანში ეს ტრადიცია ამერიკაშიც გავრცელდა. მოსამსახურეები მისალოცებზე თავად აკრობდნენ გამხმარ ყვავილებს, ფრინველის ბუმბულს, ნიჟარებს, ხელოვნურ მარგალიტს, მაქმანს, ხატავდნენ ისრებიან ამურებს. ერთი მისალოცი 10 დოლარი ღირდა. სიძვირის მიუხედავად მისალოცები ძალიან სწრაფად იყიდებოდა. ეს საქმიანობა მეტად მომგებიანი გახდა. "ვალენტინებს” არ ყრიდნენ, ინახავდნენ ფოტოალბომში და მათ გამოფენებსაც აწყობდნენ. "ვალენტინომანიამ” ავსტრალიის ნაპირებსაც მიაღწია. ოქროს ციებ-ცხელების დროს გამდიდრებული ოქროს მაძიებლები "ვალენტინებს” ევროპაში უკვეთავდნენ, საიდანაც სპეციალური ორთქმავლებით ჩადიოდა ავსტრალიაში.

დანიაში ტრადიციის თანახმად მამაკაცები თავიანთ რჩეულებს ხელმოწერილ "ვალენტინებს” უგზავნიან. თუკი გოგონა გამოიცნობს მისალოცის ავტორს, მას სააღდგომოდ შოკოლადის კვერცხი უნდა გაუგზავნოს. 14 თებერვალს ესპანეთში შეყვარებულ ქალებს ჩუქნიან ყვავილებს, მამაკაცებს – საჩუქრებს. იაპონიაში საჩუქრებს მხოლოდ გოგონები და ქალები ამზადებენ, საჩუქარი ძირითადად ტკბილეულია. ტაივანში მიღებულია ვარდების ჩუქება. მნიშვნელობა ენიჭება ვარდების რაოდენობას. თუ მამაკაცი ჩუქნის ერთ ვარდს ეს სიყვარულის ახსნაა, ვარდების თაიგული კი ხელის თხოვნას ნიშნავს.

დღესდღეობით საჩუქრებს და მისალოცებს ჩუქნიან არამარტო შეყვარებულებს, არამედ თანაკლასელებს, თანამშრომლებს, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს. მზადება იწყება იანვრის შუა რიცხვებიდან. ამ დროიდან საკონდიტროები დიდი დატვირთვით მუშაობს, შოკოლადზე და ნამცხვრებზე მოთხოვნა იზრდება. მაგ. ვალენტინის დღეს შოტლანდიაში კანფეტებზე იხარჯება 25 მლნ.ფუნტი სტერლინგი, ყვავილებზე – 145 მლნ. მისალოც ბარათებზე-36 მლნ. და სხვა საჩუქრებზე 175 მლნ სტერლინგი. 14 თებერვლისთვის გამოდის საიუველირო ნაწარმის და ტანსაცმლის სპეციალური კოლექციები. მაღაზიების, კაფეების და რესტორნების ვიტრინებს დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე რთავდნენ. შესაძლოა ბინების და ოფისების გალამაზებაც.

და თვენ რას ჩუქნით თქვენს რჩეულს ამ დღეს?ან როგორ ატარებთ? გიყვართ ეს დღე?მოდით ამ დღის შესახებ ვისაუბროთ.

ვალენტინობის დღის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში 
თუ ერთი საკმაოდ ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას მოვახდენთ – ცხოვრება სულ დღესასწაულია ან მისი მონაცვლეობა. მალე ვალენტინობის დღესასწაულია, რომელსაც მთელ ევროპაში აღნიშნავენ ადამიანები, ვისაც უყვარს ან უყვართ, ან უბრალოდ სურს მისი აღნიშვნა. ყველა ქვეყანაში არსებობს ვალენტინობის აღნიშვნის თავისი ტრადიცია.

საფრანგეთში სიყვარულის თემა მეტად პატივსაცემია, ამიტომ შეყვარებულთა დღე საკმაოდ ღირშესანიშნავ თარიღად ითვლება. ტრადიციული საჩუქარი არის ძვირფასეულობა. საფრანგეთში ამ დღესასწაულს მხოლოდ შეყვარებულებს არ ულოცავენ, არამედ ყველას ვინც უყვართ: ბებიას, ბაბუას, მეგობრებს, ნაცნობებს. ფრანგები მოიაზრებიან პოპულარული "ვალენტინების” შემქნელთა რიგებში. შუა საუკუნეებში ღია ბარათების ნაცვლად სატრფოებს სასიყვარულო ოთხსტროფიან ლექსებს უგზავნიდნენ. 
იტალიაში ამ დღესასწაულს "ტკბილს” უწოდებენ, რადგან შეყვარებულებს აუცილებლად ტკბილეულს ჩუქნიან.

გერმანელები დიდად არ აღნიშნავენ ამ დღეს, რადგან წმინდა ვალენტინი სულიერი ავადმყოფების მფარველად ითვლება. გერმანიაში ტრადიციულად ალისფერი ლენტებით რთავენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს და ატარებენ სპეციალურ ღვთისმსახურებას ეკლესიებში.

დანიაში ერთმანეთს უგზავნიან გამხმარ თეთრ ყვავილებს და "ვალენტინებს” ხელის მოწერის გარეშე. 
ინგლისში ბავშვები შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ, რომ საჩუქრები მიიღონ. დადიან სახლებში და მღერიან სიმღერებს. მათ აჯილდოებენ ტკბილეულით და "წვრილი ფულით” ნაყინისთვის.

ინგლისელები ვალენტინობას შეყვარებულების გარდა საყვარელ ცხოველებსაც ულოცავენ და ჩუქნიან მათთვის შესაფერის საჩუქრებს. თინეიჯერები თხზავენ სიყვარულის გულისამაჩუყებელ აღიარებას და უგზავნიან რჩეულებს, მისამართის ნაცვლად მიუთითებენ "ჩემს ვალენტინს” ან "ჩემს ვალენტინას”. ინგლისელები ტრადიციისამებრ ბარათის მიღების შემდეგ ტანსაცმელზე იმაგრებენ რაიმე ნიშანს შეყვარებულის სახელით. ზოგჯერ შეყვარებულები "ვალენტინების” სანაცვლოდ ღებულობენ ვაშლს – სიყვარულის და სილამაზის სიმბოლოს.

უელსში თლიდნენ "სიყვარულის” ხის კოვზებს და ჩუქნიდნენ შეყვარებულებს. კოვზებს რთავდნენ გულებით, ბოქლომებით და გასაღებებით, რაც ნიშნავდა "შენ იპოვე ჩემი გულის გასაღები”.

წყნარი პოლონელები ამ დღეს სტუმრობენ პოზნანის მეტროპოლიას, სადაც გადმოცემის მიხედვით წმინდა ვალენტინის ძვლებია დასვენებული, მთავარ საკურთხველზე კი დაბრძანებულია მისი სასწაულმოქმედი ხატი. პოლონელები თვლიან, რომ ამ ადგილის მოლოცვა მათ სასიყვარულო საქმეებში დაეხმარებათ.

ამერიკელები ტრადიციის თანახმად ჩუქნიან გულის ფორმის კანფეტებს. წარსულში მსგავსი საჩუქრების გაკეთება მხოლოდ შეძლებულ ამერიკელებს შეეძლოთ, რადგან მარციპანი შეიცავდა შაქარს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა. ასევე მიღებულია წითელი ვარდების ჩუქებაც. სტატისტიკის მიხედვით, 14 თებერვალს ამერიკაში წუთში 20 000 ვარდი იყიდება.

ვალენტინობას ყველაზე ორიგინალურად იაპონიაში აღნიშნავენ. სპეციალურ ნაგებობაზე ძვრებიან მსურველები და საქვეყნოდ, ყვირილით უხსნიან სიყვარულს რჩეულს. სიყვარულის ყველაზე კარგ ან ყველაზე ხმამაღალ ახსნას აჯილდოებენ პრიზით.

ვალენტინობას საჩუქრებს ძირითადად ჩუქნიან მამაკაცებს. ყველა ქალიშვილმა შოკოლადი უნდა აჩუქოს ნაცნობ ყმაწვილებსაც. წერენ ნაცნობთა სიას, რათა არავინ გამორჩეთ. სოლიდური ასაკის ქალბატონებიც იგივეს აკეთებენ. შოკოლადს მხოლოდ სიყვარულის გამო არ ჩუქნიან, არამედ მოვალეობის გამოც. ასეთი შოკოლადი იაფი ღირს და მას "გირი ჩოკო” ქვია. მამაკაცები ქალებს ვალში არ რჩებიან და ერთი თვის შემდეგ 14 მარტს ჩუქნიან მათ თეთრ შოკოლადს, რადგან 14 მარტს ეწოდება "თეთრი დღე”.

სხვადასხვა ხალხის ჩვეულებები მართალია განსხვავებულია, მაგრამ მათში საერთოც ბევრია: გულის ფორმის მისალოცები, ტკბილეული, ყვავილები. ასე რომ, აჩუქეთ შეყვარებულს დღესასწაული, მოუყევით მას თქვენ გრძნობებზე თანაც ყოველდღე და არა მხოლოდ 14 თებერვალს. ასეთ დარიგებას იძლეოდა წმინდა ვალენტინიც.


კატეგორია: სხვა | ნანახია: 726 | დაამატა: -LiiiZz | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz