Uimedo Siyvaruli - 24 ივლისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივლისი » 24 » Uimedo Siyvaruli
3:01 PM
Uimedo Siyvaruli
გაისმა ტელეფონის ხმა.
- ზურა, თეა ვარ. შენთან ერთი ძალიან სერიოზული საქმე მაქვს. ახლავე
უნდა გნახო.
- ისეთი რა საქმეა ტელეფონით რომ არ მეუბნები?
- არა, არა... შენ ვერ გაიგე... ამას ტელეფონით ვერ გეტყვი.
თეას ხმა აუკანკალდა.
- თეა
პასუხი არ ისმის.
- თეა, რა გჭირს? შენ ოღონდ მითხარი და ახლავე შენთან ამოვალ...
- არა, არა... მირჩევნია ერთმანეთს ჩვენს ჩვეულ კაფეში შევხდეთ. ნახევარ საათში... ზურა, იცოდე არ დააგვიანო!
- არა, არა, არ დავაგვიანებ, მაგრამ...
ზურამ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, რადგან თეამ ტელეფონი გათიშა. უცნაური ზარის გამო აფორიაქებული ყმაწვილი 15 წუთში დანიშნულების ადგილზე იყო. თეა კი უკვე იქ დახვდა.
- როგორც იქნა მოხვედი.ამდენი ხანი სად იყავი?
- ჩვენ ნახევარ საათში შევთანხმდით, მე კი 10 წუთით ადრე მოვედი. თეა, საყვარელო, სიცოცხლე, რა გჭირს?! ისე მომვარდი კოცნაც დაგავიწყდა. ნუთუ... ნუთუ აღარ გიყვარვარ და ამის სათქმელად დამიბარე. . .
- არა, არა... ზურა, ეგ არაფერ შუაშია. შენთან ერთი ძალიან სერიოზული საქმე მაქვს. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.ამაზე ლაპარაკი მხოლოდ შენთან შემიძლია.
თეა თითქმის ჩურჩულებდა, თითქოს ეშინოდა, არავის გაეგო რას ამბობდა. ეს ზურამაც შეამჩნია.
- თეა! გასაგებია რომ რაღაც სერიოზული საქმე გაქვს. მაგრამ ვერ გამიგია, ასე ჩუმად რატომ საუბრობ?! თითქმის ჩურჩულებ... ასეთი გასაიდუმლოება რა საჭიროა?
- ზურა...
თეას ხმაში ტირილი გაერია.
- ზურა, ძალიან მეშინია.
- კი, მაგრამ, რისი?! მე ხომ შენთან ვარ, ჩემო სიცოცხლევ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ ამქვეყნად. ჩემს სიცოცხლეს მარტო იმიტომ აქვს ფასი, რომ შევძელი შენთვის მეთქვა: მიყვარხარ! სამუდამოდ შენთან ვიქნები, ჩემო პატარა ანგელოზო!
- ვიცი... ვიცი, რომ შენი იმედი შეიძლება მქონდეს... და ამიტომაც ეს რაღაც უნდა გადმოქცე.
- ეს რა არის?!
- ახლა ვერ გეტყვი, სახლში რომ მიხვალ, მაშინვე ჩართე და უყურე! ამ კასეტაზე. . . ზურა, ხომ გახსოვს ჩვენს უნივერსიტეტში 4 გოგოს გაუჩინარების ამბავი? ისიც ხომ გახსოვს, რომ ოთხივე მოდელი იყო? ამ კასეტაზე სწორედ.
ამ დროს თეას მობილურზე დაურეკეს. იგი გაფითრდა. სიტყვას ვეღარ ამბობდა. გაოგნებულ ზურას ვერ გაეგო თუ რა ხდებოდა. თეას მთრთოლვარე ხელი თავის ხელში ეჭირა.
ამ ზარის შემდეგ თეა ისე აღელდა, რომ კასეტას ხელი დაავლო და გაქცევას აპირებდა, მაგრამ ზურამ დაიჭირა:
- თეა, თეა, ეს კასეტა მე არ უნდა წამეღო?
- ზურა, დაივიწყე რაც გითხარი. სულელი ვარ, სულელი... ამ ბოლო დროს თავს რაღაც ცუდად ვგრძნობ. სულ რაღაც ეჭვები მღრღნის. ხომ იცი, თუ როგორ იმოქმედა ჩემი დის სიკვდილმა ჩემზე. ამ კასეტაზე კი უბრალოდ ერთი კარგი ფილმია, სიყვარულზე. ახლა კი უნდა წავიდე, ხელი გამიშვი!
- თეა ...
თეა კი უკანმოუხედავად გაიქცა. როცა ზურამ მაგიდაზე დაიხედა, თეას მობილური დარჩენოდა. უნდოდა გაჰკიდებოდა, მაგრამ უცებ შეჩერდა, რადგან დაინახა, რომ თეას ავტომოპასუხე ჰქონდა ჩართული. ე.ი თეას და ,,უცნობის” საუბარი მობილურს ჩაეწერა. ზურას გაახსენდა ისიც, რომ სწორედ ამ ზარმა აფორიაქა მისი სატრფო, ამიტომ მოსმენა გადაწყვიტა. უცნობი: ,,იცოდე, გითვალთვალებ. ახლა კი წადი სახლში და თან ეგ კასეტაც წაიღე. თორემ შენს გულისწორს მაგ ,,სასიყვარულო ფილმის” ნახვის შემთხვევაში ორი საათის სიცოცხლეც აღარ დარჩენია. ხომ ძალიან გიყვარს? გელოდები იმ მისამართზე, რომელიც მაგ ვიდეო-ფირზეა მითითებული.
ზურა დაიბნა, არ იცოდა რა გაეკეთებინა.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვინ აშინებს და აშანტაჟებს თეას ჩემი მოკვლით? ღმერთო, თეა...
ზურა ხვდებოდა, რომ თეა საფრთხეში იყო და სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა. მან გადაწყვიტა თავისი უახლოესი მეგობრისათვის, გიასათვის მიემერთა დახმარებისთვის, რადგან ის ადრე მილიციაში მუშაობდა.
ცოტა ხანში ზურა უკვე გიასთან იყო.
- ზურა! გამარჯობა, მეგობარო, რამდენი ხანია აღარ მინახიხარ. რამ გაგახსენა ჩემი თავი?
- გია, უნდა დამეხმარო!
- მგონი მივხვდი... ეხლა არ მითხრა თეას დავშორდი და სხვა გოგოს შებმაში უნდა დამეხმაროვო. . .
- არა, არა. . . ეგ საიდან მოიტანე?
- ოხ, თორე ერთხელ დაგხმარებივარ.
- არა, ნეტა ეგრე იყოს საქმე. კი, თავიდან ვატყუებდი, მხოლოდ მომწონდა, მაგრამ მერე. . . შენც ხომ იცი, რომ სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა,ახლაც სწორედ მის გამო მოვედი, არვიცი რა ხდება მის თავს. . .
- რაღაც ვერ გავიგე . . .
- გია! ვიცი, რომ შენ თეა გიყვარდა. თუმცა ამის შესახებ არაფერს ამბობდი, ჩუმად იტანჯებოდი და გრძნობას გულში იკლავდი ჩვენი მეგობრობის გამო. მე კი. . . უნამუსოდ მოვიქეცი. ვისარგებლე იმით, რომ ჩემთვის არ გქონდა ნათქვამი თეასადმი შენი სიმპატიების შესახებ და პირველმა დაგიწყე ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მომწონდა. შენ კი როგორც ნამდვილ მეგობარს შეეფერება, ხმა არ ამოიღე შენი გრძნობის შესახებ და მე დამეხმარე. არაადამიანურად მოვიქეცი, ვიცი. . . მაპატიე! ისიც ვიცი, ვგრძნობ, რომ არც ეხლა ხარ მის მიმართ ბოლომდე გულგრილი. ამ გრძნობის და ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის ხათრით, გთხოვ, დამეხმარე!
- ზურა, ე.ი. შენ იცოდი. . .
- ხო, ვიცოდი. ოღონდ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამ თემაზე საუბრის დროც არ გვაქვს.
- მართალი ხარ! ადრე მიყვარდა, მართლა მიყვარდა, ანდა როგორ შეიძლება არ შემყვარებოდა ის ანგელოზივით არსება, ის ხომ სკოლიდანვე ყველასგან გამორჩეული იყო, სხვა გოგოებს არ ჰგავდა, მათსავით კისერზე არ გვეკიდებოდა, ყოველთვის სათნო, ფაქიზი და ამასთან ერთად ძალიან ამაყი იყო, სწორედ ამან მიმიზიდა და შემიყვარდა კიდეც. ხოლო როდესაც შენთვის, ჩემი უახლოესი მეგობრისავის ეს ამბავი უნდა გამემხილა, მაშინ გავიგე, რომ შენც ის შეგყვარებოდა, ვისი სიყვარულითაც მე ვიწვოდი, დღეს და ღამეს ვათენებდი მასზე ფიქრით. მე და თეა მეგობრები ვიყავით, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ამიტომ მეგობრის სახელით ვისარგებლე და ვკითხე, უყვარდი თუ არა. პატარა იმედი ისევ ღვიოდა ჩემს გულში, მაგრამ მისგან ჩემს დასმულ შეკითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემდეგ, ეს ნაპერწკალიც გაქრა. . . გაქრა უკვალოდ. გზა შენ, ჩემს ბავშვობის მეგობარს დაგითმე, მე კი თეასთან მეგობრობაც მაკმაყოფილებდა, მის თბილ, ბავშვურ თვალებში ჩახედვაც მყოფნიდა იმისათვის, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი მისცემოდა. ეს ,,აკრძალული” გრძნობა ისე დავასამარე, რომ არავისთვის გამიმხელია, თეას უახლოესი დაქალის, თაკოს გარდა. ის თვითონვე მიხვდა, მკითხა და მეც გული გადავუშალე, რადგან აღარ შემეძლო მარტო ამ საიდუმლოს ტარება. თუმცა ახლა, ჩვენს მეგობრობას გეფიცები, თეა აღარ მიყვარს. . . უფრო სწორად მიყვარს, მაგრამ როგორც ჩემი და.
- გია, მისმინე, ვალდებული არ ხარ ყველაფერი ამიხსნა. მე ვარ დეგენერატი, არაადამიანი, მე ხომ ყველაფერი ვიცოდი, უფროსწორედ ვხდებოდი, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაგელაპარაკე და არც შენს გრძნობებს გავუწიე ანგარიში. განა ასე იქცევიან ნამდვილი მეგობრები?
- არა, თავს ნუ იდანაშაულებ... ეხლა კი დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი და ყველაფერი მომიყევი რა შეგემთხვათ და რატომ ფიქრობ რომ თეა საფრთხეშია?!
როცა ზურამ დაამთვარა იმის მოყოლა, რაც შეემთხვათ, გიამ ჰკითხა:
- იქნებ ვინმე ნათესავთან წავიდა?
- არამგონია, უფროსწორად დარწმუნებული ვარ რომ არა!
- მაშინ მოდი თაკოსთან წავიდეთ, დაქალია და შეიძლება მას რამე მოუყვა...
- მართალი ხარ! უნდა ვიჩქაროთ, თორემ მერე.მერე შეიძლება გვიანიც იყოს

კატეგორია: Love ისტორ.. ★ | ნანახია: 889 | დაამატა: anushkebi98 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 141 2 »
14 - ავტორი: demisumagresifani
(მასალა) თარიღი: (2011-07-25 12:07 PM)




0



პასუხი
kaia gaagrzele