Twilight - 25 ივლისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივლისი » 25 » Twilight
10:23 PM
Twilight

Twilight

როლებში

ვამპირები

ედვარდ კალენი - რობერტ პატინსონი

კარლაილ კალენი - პიტერ ფაჩინელი

ესმე კალენი - ელისაბედ რიზერი

როზალი კალენი - ნიკი რიდი

ემეტ კალენი - კელან ლატსი

ელის კალენი - ეშლი გრინი

ჯასპერ კალენი - ჯექსონ რეტბონი

არო - მაიკლ შინი

კაიუსი - ჯეიმი კემფბელ ბაუერი

მარკუსი - კრისტოფერ ჰეირდალი

ჯეინი - დაკოტა ფენინგი

ალეკი - კამერონ ბრაითი

დემეტრი - ჩარლი ბიული

ფელიქსი - დანიელ კარდმორი

ვიქტორია - რაშელ ლეფევრე

ლორანი - ედი გატერი

ადამიანები

ბელა სვონი - კრისტენ სტიუარტი

ჩარლი სვონი - ბილი ბურკი

ჯეიკობ ბლექი - ტეილორ ლოტნერი

ბილი ბლექი - გილ ბირმინგემი

ჯესიკა სტენლი - ანა კენდრიკი

ანჟელა ვებერი - კრისტიან სერატოსი

მაიკლ ნიუტონი - მაიკლ უელში

ერიკ იორკი - ჯასტინ ჩონი

მაქციები

ჯეიკობ ბლექი - ტეილორ ლოტნერი

სემ ალეი - ჩესკ სპენსერი

ემბრი ქოლი - კიოვა გორდონი

ქვილ ატერა - ტაისონ ჰაუსმენი

პოლი - ალეკს მერაზი

ჯარედი - ბროსნონ პელეთიერი

ბინდი (რომანი) 

ბინდი - პირველი წიგნი სერიიდან ბინდი, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმა სტეფანი მაიერმა. რომანში მოთხრობილია 17 წლის იზაბელა სუონისა და ვამპირ ედვარდ კალენის სიყვარულის ისტორია. წიგნი გამოვიდა 2005 წელს. მისი პირველი ტირაჟი გაიყიდა 100.000 ასლის სახით (შტატებში). რომანი იქცა XXI საუკუნის ერთ-ერთ პოპულარულ ფენტეზის ჟანრის ბესტსელერად.

სიუჟეტი

ბელა სუონის დედას ახალი მეუღლე ჰყავს და ბელამ გადაწყვიტა, დედისგან ცალკე იცხოვროს. იგი ჩამოვიდა მამასთან, ფორკსში (ვაშინგტონი). პირველივე დღეს ახალ სკოლაში იგი საინტერესო წრეში ხვდება, გაიცნობს - ელისს, ჯასპერს, როზალის, ემმეთს და ედვარდ კალენს. ეს ახალგაზრდები ექიმ კარლაილ კალენისა და მისი მეუღლის, ესმეს მიერ არიან ნაშვილები. ბელა ძალიან დააინტერესდა ამ წრით, განსაკუთრებით, ედვარდით. 

ბიოლოგიის პირველივე გაკვეთილზე იგი ედვარდის გვერდით ჯდება და უკვირს, რომ ედვარდი მას ზიზღით უყურებს. ზარის შემდეგ იგი ქრება და რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჩნდება სკოლაში. შემდეგ კი, გამოჩენისთანავე, ესაუბრება ბელას, მაგრამ აფრთხილებს, რომ მათი მეგობრობა შეუძლებელია. თუმცა, მოხდება ისე, რომ უახლოეს პერიოდში იგი ბელას გადაარჩენს. 

ერთხელ ბელა მეგობრებთან ერთად ინდიელების რეზერვაციაში მიემგზავრება, სადაც ბავშვობის მეგობარს, ჯეიკობ ბლეიკს იხილავს. იგი მოუთხრობს ინდიელთა ლეგენდებს ცივებზე და მათზე, ვინც ცხოველთა სისხლს სვამენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბევრ ადამიანს სწამს, თითქოს კალენების ოჯახი ცივებს მიეკუთვნება. ადრე თუ გვიან ბელა ხვდება, რომ ედვარდი ვამპირია. 

პორტ-ანჟელესში მოგზაურობისას ბელა შეხვდება ხულიგნების ბანდას, რომლებიც არ ეშვებიან მას. მოულოდნელად ჩნდება ედვარდი, რომელიც კვლავ გადაარჩენს მას. კაფეში იგი გამოუტყდება ბელას, რომ შეუძლია ადამიანის ფიქრების ამოცნობა, ელისი მომავალს ხედავს, ხოლო ჯასპერს შეუძლია ადამიანისათვის ემოციების შთაგონება. რამდენიმე დღეში ედვარდი გამოუტყდება ბელას, თუ რატომ ექცეოდა უხეშად - ბელას სისხლი მისთვის მიმზიდველი იყო და მისი არომატი წყურვილის გრძნობას უჩენდა. იგი შესთავაზებს ბელას ბეისბოლის თამაშში მონაწილეობას (კალენებს უყვართ ეს თამაში ჭექა-ქუხილის დროს). მაგრამ თამაშის დროს ჩნდებიან მოხეტიალე ვამპირები - ჯეიმსი, ვიქტორია და ლორანი, რომლებიც არ არიან ვეგეტარიანებელბი (ასე საკუთარ თავს უწოდებენ კალენები, რომლებიც არ სვამენ ადამიანთა სისხლს). ისინი გრძნობენ ბელას სისხლის სურნელს და იწყებენ მასზე ნადირობას. კალენები გადაწყვეტენ, გადაარჩინონ ბელა და მოკლან ჯეიმსი. ისინი მალავენ ბელას, მაგრამ ჯეიმსი გამოიტყუებს მას და კბენს, მრავალი წამების შემდეგ. კალენები კლავენ ჯეიმსს, ხოლო ედვარდი არ აძლევს ბელას საშუალებას, იქცეს ვამპირად, გამოსწოვს რა საშიშ შხამს. 

საბოლოოდ ბელა სთხოვს ედვარდს, აქციოს ვამპირად, რაზეც ედვარდი უარს ეუბნება.

ყდა

სტეფანი მაიერის თქმით, ყდაზე გამოსახული ვაშლი არის აკრძალული ხილის სიმბოლო, ბიბლიიდან. იგი არის ბელასა და ედვარდის აკრძალული კავშირის სიმბოლო.

ბინდის საგა: ახალი მთვარე

"ბინდის საგა: ახალი მთვარე" არის 2009 წლის რომანტიკული, ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის რომანზე სახელწოდებით "ახალი მთვარე". ეს არის 2008 წლის ფილმის - ბინდის გაგრძელება. მას შემდეგ, რაც "ბინდს" წარმატება მოჰყვა, Summit Entertainment-მა მისი გაგრძელების გადაღება 2008 წლის ნოემბერშივე გადაწყვიტა. ფილმის რეჟისორია კრის ვეიტზი. მონაწილეობენ: კრისტენ სტიუარტი, რობერტ პეტინსონი და ტეილორ ლოტნერი, ისინი ბრუნდებიან ბელა სვონის, ედვარდ ქალენისა და ჯეიკობ ბლექის როლებში. ფილმის სლოგანია "It will be as though I never existed" (ქართულად "ეს ისე იქნება, თითქოს არასოდეს ვარსებულვარ") 

ფილმი ეკრანებზე 18 ნოემბერს გამოვიდა. მან ასევე მესამე ადგილი დაიკავა "ყველაზე შემოსავლიან ეროვნულ პრემიერებს" შორის, "ბნელი რაინდისა და ადამიანი-ობობა 3-ის შემდეგ.

სიუჟეტი

კალენების ოჯახი ბელას დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას უმართავენ, სადაც ჯასპერი მოულოდნელად თავს ვერ შეიკავებს და ბელაზე თავდასხმას შეეცდება. მას შეაჩერებენ, მაგრამ ედვარდი მიხვდება რომ მისი სიახლოვე ბელასთვის სახიფათოა და გოგონას დატოვებას გადაწყვეტს. ის ეტყვის ბელას რომ აღარ უყვარს. ბელა ამის გამო საშინელ დეპრესიაშია. ახალი მეგობარის ჯეიკობ ბლექის დახმარებით ბელა გამოვა დეპრესიიდან. მალე ბელა გაიგებს რომ ჯეიკობი მაქციაა და ლაპუშზე მაქციების მთელი ტომია, ამას ისიც ემატება რომ ჯეიმსის შეყვარებული ვიქტორია ბელაზე ნადირობს. ისინი ვამპირების პირველი მტრები არიან. ბელას ვიქტორიასგან მგლები მაქციები იცავენ. საბოლოოდ ბელა კლდიდან გადახტება და დახრჩობისგან ჯეიკობი გადაარჩენს. სახლში ბელას ედვარდის და, ელისი დახვდება. რომელსაც გაუკვირდება რომ ბელა ცოცხალია. ის აუხსნის გოგონას რომ დაინახა როგორ გადახტა ბელა კლდიდან (ელისის ნიჭი მომავლის ხედვაა). შემდეგ კი ეტყვის რომ ედვარდს ჰგონია რომ ბელა დაიღუპა და ახლა ვოლტურიში მიდის რათა ვამპირების უძველეს კლანს, სამეფო ოჯახს სთხოვოს მოკვლას. ელისი და ბელა მაშინვე იატლიის ქალაქ ვოლტურისკენ გაემართებიან. ბელა შეძლებს ედვარდის გადარჩენას, მაგრამ ახალი საფრთხე იჩენს თავს. ვოლტურის წევრები, სიცოცხლის სანაცვლოდ ბელას გარდაქმნას და ვამპირად გადაქცევას მოითხოვენ. ედვარდს მოუწევს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება და დასთანხმდება არიოს (ვოლტურის სამეულიდან უმთავრესს) ბელას გარდაქმნაზე. ბელა და ედვარდი ფორკსში ბრუნდებიან. ბელას და ჯეიკობის ურთიერთობა რთულდება. ფილმის ბოლოს ედვარდი ბელას ხელს სთხოვს.

ბინდის საგა: დაბნელება

ბინდის საგა: დაბნელება - მესამე ფილმი სტეფანი მეიერის ვამპირული რომანების სერიის ეკრანიზაციაში. იგი ეფუძნება რომანს დაბნელება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ სტიუარტი, რობერტ პეტინსონი და ტეილორ ლოტნერი. ფილმის სცენარის ავტორია მელისა როზენბერგი. 

გადაღებები მიმდინარეობდა 2009 წლის 17 აგვისტოდან იმავე წლის ოქტომბრამდე. ბრაის დალას ჰოვარდმა შეცვალა რეიჩელ ლეფევრი ვიქტორიას როლში. 

ფილმი გამოვიდა 2010 წლის 30 ივნისს. საგულისხმოა, რომ ეს არის საგის პირველი ფილმი, რომელიც IMAX-ის ტიპის კინოთეატრებში იქნა ნაჩვენები. გამოსვლიდან ერთ დღეში მისმა შემოსავალმა შეადგინა 30 მილიონი აშშ დოლარი, ამ დროისათვის კი 277.000.000 დოლარამდე შეადგენს.

სიუჟეტი

სიეტლი იდუმალი მკვლელობების ადგილად იქცევა. ეს ყველაფერი ვიქტორიას მიერ გაჩენილი ვამპირების არმიის ბრალია. ვიქტორიას სურს, შური იძიოს ბელაზე ჯეიმსის მოკვლის გამო. ბელა კი არჩევანის წინაშე დგას - უნდა აირჩიოს ედვარდ ქალენთან სიყვარულსა და ჯეიკობ ბლექთან მეგობრობას შორის. მის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობა ვამპირებსა და მაქციებს შორის.


კატეგორია: ფილმები | ნანახია: 1057 | დაამატა: Takusha1999 | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: lovetwilightlile
(მასალა) თარიღი: (2011-07-26 12:23 PM)




0



პასუხი
vaime me vgijdebiii love shemidzlia mteli dge vuyuro da mteli dge wavikitxo otxive nawili ise rom ar mombezrdeeees love sigijemde miyvarrrrrrssss love