THAT SHOULD BE ME (PART 1) - 26 ივლისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივლისი » 26 » THAT SHOULD BE ME (PART 1)
0:50 AM
THAT SHOULD BE ME (PART 1)
Hi, მე ელისი ვარ. ჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ.
 
ვცხოვრობ ლოს-ანჯელესში და საკმაოდ შეძლებული ოჯახი გვაქვს. დედაჩემი მირანდა ქართველია ხოლო მამაჩემი ჯეიკი ამერიკელი. მათი სიყვარულის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. დედა ამერიკაში სასწავლებლად იყო ჩამოსული და მამაც სწორედ აქ გაიცნო. დედაჩემი დიზაინერია, ადრე სამოდელო კარიერაშიც საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ როცა მე დავიბადე მოდელობას თავი დაანება, ახლა საკმაოდ წარმატებული დიზაინერია ამერიკაში. მამაჩები ბიზნესმენია და ისიც საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში.ბებია და ბაბუა მყავს როგორც დედის ისევე მამის მხრიდან და მათთან დროის გატარება უზომოდ მიყვარს. ჩემი ქართველი ბებია და ბაბუაც ამერიკაში ცხოვრობენ. კარგით მოდით ახლა ჩემზე მოგიყვებით: მე ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ. დავდივარ სკოლაში როგორც ყველა ბავშვი. ასევე დავდივარ ვოკალის მასწავლებელთან, სიმღერა უზომოდ მიყვარს.მყავს ორი საუკეთესო მეგობარი ლუსი და სამანტა. ჩვენ სამი განუყრელი მეგობრები ვართ
  
ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. ხო კიდევ მყავს მეგობარი სახელად დრეიკი რომელიც მართლა მაგარი ადამიანი. ის ჩემზე ბევრად დიდია. 25 წლისაა, მაგრამ ასაკის სხვაობას საერთოდ ვერ ვგრძნობ როცა მასთან ერთად ვარ, აი მართლა მაგარი ადამიანია. დრეიკს ყველაფერს ვუყვები ისიც ასეა ჩემთან, მაგრამ ყოველთვის მიყვება ხოლმე თავის ძალიან ახლო ძმაკაცზე და მის სახელს არაფრის დიდებით არ მეუბნება. ბოლოს რომ დავიღლები ხოლმე ხვეწნით თავს ვანებებ. დრეიკის დედა ანამარია და დედაჩემი მაგარი მეგობრები არიან ისევე როგორც ლუსისა და სამანტას დედა ჯესიკა. (ლუსი და სამანტა დები არიან ) მყავს საყვარელი მომღერალი და ესაა მაიკლ ჯექსონი. აი მართლა ვაფრენ ამ ადამიანზე და უზომოდ მინდა რომ ცოცხალი იყოს რომ კიდევ ერთხელ ვისიამოვნო მის კონცერტზე. (ერთხელ ვარ ჯექსონის კონცერტზე ნამყოფი და თან წინა რიგში ვიყავი, მაშინ თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა) ლუსი და სამანდა ჯასტინ ბიბერზე რასაც ქვია აბოდებენ. ეგ ბიჭი თავიდან მომწონდა და მის სიმღერებსაც ვუსმენდი ხოლმე ხანდახან მაგრამ უკვე ყელში მაქვს ამოსული ეს ჯასტინი ჯასტინი. ლუსი და სამანტა სულ მის სახელს გაიძახიან და ნერვებს მიშლიან. დრეიკი ჩემს ასეთ ქცევას ვერ ეგუება და სულ იძახის რას ერჩი ჯასტინსო და ვერ ვხვდები ამას რატო აკეთებს. სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს. :დ ... მემგონი ყველაფერი ვთქვი ახლა კი ჩემი ისტორიის მოყოლა დავიწყოთ. დღეს ორშაბათია. დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და ქვევით ჩავედი.
ლუსი და სამანდა მელოდებოდნენ რომ ერთად წავსულიყავით სკოლაში.
 - ჰაი გოგოებო, როგორ ხართ? 
სამანტა: - ჰაი ელის. რავი არაგვიშავს შენ? 
-კარგად. კაი შევჭამ ეხლა ცოტას და წავიდეთ. 
სამანტა:- ოკ
 მეც მალე წავიხემსე და სკოლაში წავედით. (მძღოლმა წაგვიყვანა) იმ დღემ სკოლაში ჩვეულებრივად ჩაიარა. არაფერი ისეთი არ მომხდარა სანამ სახლში მისულს დრეიკი არ მომვარდა და ასეთი რაგაც არ მითხრა:
 - ელის ერთ კვირაში სწავლა ხო გიმთავრდება? 
- ხო, მერე? 
- მერე ის რო მე და შენ მივდივართ ჰავაიზე. 
- რაააააააა? შენ სუ გარეკე. რეებს ამბობ? მოიცა მართლა? კი მაგრამ როგორ? რატო? რანაირად? 
როგორ და ჩემი ძმაკაცი აი რო გიყვები ხოლმე, ეგ მიდის ჰავაიზე და მეც მივყვები ხოდა მითხრა რო თუ გინდა ერთი ვინმე წამოიყვანეო ხოდა მე შენ აგირჩიე. 
- ვაუ. მაგარია ძაან მაგრამმ.
 - რა მაგრამ? 
- რა და მე არ ვიცნობ იმ შენ ძმაკაცს, ან როგორ უნდა ვიცნობდე მის სახელსაც კი არ მეუბნები ხოლმე და საერთოდ ჩემი მშობლები თანახმა არიან? 
- შენებს უკვე ველაპარაკე და მითხრეს რომ ჩემთან ერთად გიშვებენ, ასე რომ ფერია ჩვენ ერთ კვირაში ჰავაიზე მივდივართ.
 ეს თქვა და დამატრიალა.
 - კაი კაი დამსვი თავბრუ დამეხვა. მართლა მაგარია დრეიკ მიყვარხარ და მადლობ რო მე ამირჩიე. 
ნუ ასე იყო თუ ისე ეს ერთი კვირა ძლივს გაიზლაზნა და აი ნანატრი დღეც დადგააააა. 
დილით...
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 828 | დაამატა: prettygirl | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
10 - ავტორი: demisumagresifani
(მასალა) თარიღი: (2011-08-10 11:11 PM)




0



პასუხი
au dzaan magaria