ტრანსფორმერები - 23 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » ტრანსფორმერები
9:10 PM
ტრანსფორმერები


გასულ ოთხშაბათს შედგა შეხვედრა ჯეიმს კამერონსა და მაიკლ ბეის შორის; მათ ფილმი ტრანსფორმერების ახალ 3D სისტემაზე ისაუბრეს. შეხვედრის დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება ენახა ტრანსფორმერები 3 -ის, რამდენიმე წუთიანი ნაწყვეტი. მათ ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მუშაობდა ჯგუფი ფილმზე, უფრო მეტად ტექნიკურ პროცესებზე… ორივე რეჟისორის სახელი დაკავშირებულია უაღრესად პროგრესულ ტექნოლოგიებთან: ისინი ყოველთვის ქმნიან გამაოგნებელ სანახაობას ტექნიკური სრულყოფის საშუალებით; კამერონი ყოველთვის ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის დღესდღეისობით შესაძლებელი. მისი ნოვაციები ყოველთვის, რამდენიმე ნაბიჯით, წინ უსწრებს არსებულ სტანდარტებს. ჯეიმს კამერონმა გაუმხილა მაყურებელს, რომ ექშენის მომენტში ის ისე ხმამაღლა იყენებს მუსიკას, რომ მაყურებელს სხვა რამეზე ფიქრის საშუალება არ ეძლევა.

მიუხედავად მისი დიდი გამოცდილებისა, მან აღიარა, რომ ტრანსფორმერები 3-ში, ჩიკაგოს ნგრევის სახით, მან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა იხილა.

დიალოგის მთავარი თემა მაინც ახალი 3D სისტემა იყო.

თავის ახალ ფილმში, ბეიმ ყველაზე გამაოგნებელი 3D სანახაობა შექმნა ‘ავატარის’ შემდეგ, შესაძლოა მან ‘ავატარსაც’ კი გადააჭარბა… ‘თქვენ არასდროს მოგინდებათ სხვა ტექნოლოგიით გაკეთებული ფილმის ნახვა’-ამბობს ბეი.



სწორედ კამერონმა უბიძგა რეჟისორს 3D ასეთი დახვეწა. მან აიყვანა ‘ავატარზე’ მომუშავე ჯგუფი, რომლებმაც ‘ავატარის’ შემდეგ უკვე ერთ რევოლუციურ წარმატებას მიაღწიეს; მათ 3D-ში ფილმის შექმნის საზღვრები გაზარდეს. ბეიმ თქვა, რომ 3D ტექნოლოგიების დახვეწა ფილმის პროდიუსერებს 30$ მილიონი დაუჯდათ. მაგრამ რეჟისორი თვლის, რომ ფილმზე დახარჯული თანხა სწორედ განაწილდა, რადგა 3D სისტემა დღეს ყველაზე მეტად მოითხოვს დახვეწას. ორივემ ერთხმად თქვეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი სუსტი 3D გაკეთდა, რამაც მაყურებელს ინტერესი დაუკარგა მის მიმართ.

კამერონი, რომელიც 3D ტექნოლოგიების განვითარების მამოძრავებელი ძალაა, აცხადებს, რომ ჯერ 3D ისეი ტემპით ვითარდება, როგორითაც ავტომობილი ვითარდებოდა 1905 წლიდან. და ტრანსფორმერები 3 ამ განვითარების ერთი დიდი ნაბიჯია.

‘მაიკლ ბეიმ მართლაც არაჩვეულებრივი 3D სანახაობა შექმნა ამ ფილმში; მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ფილმზე არ მიიღებს სიამოვნების მაქსიმუმს, რაც შეიძლება ბლოკბასტერმა მაყურებელს მისცეს. გარდა ამისა სცენარი გაცილებით უფრო დახვეწილია ვიდრე წინა სერია; ასევე ქასთიც უფრო საინტერესოა: ცნონადი მსახიობებით და მათი სუპერ-შესრულებით’-ამბობს ჯეიმს კამერონი.

მაყურებელს, ახალი 3D სისტემის თავად შეფასების საშუალება მიეცემა 30 ივნისიდან, როცა ‘ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე’ კინოთეატრებში გამოვა.

კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 742 | დაამატა: xattia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz