საშიში ისტორიები (part 3) - 24 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 24 » საშიში ისტორიები (part 3)
12:45 PM
საშიში ისტორიები (part 3)
სისხლიანი მერის დაბრუნება

ეს ამბავი გამოაქვეყნა ახალგაზრდა გოგომ, მარიამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეემთხვა.
” ჩემი დედინაცვალი იყო გამოცხადებული ბოროტება. ვიცი, რომ შვილების უმრავლესობა თავის დედინაცვალზე ასე ფიქრობს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს სიმართლეა. ის მამაჩემს ცოლად იმიტომ გაყვა, რომ მისი მემკვიდრეობა დარჩენოდა, ჩვენ კი, მისი სამი შვილი მისთვის დიდი ტვირთი ვიყავით. გერტას, ჩემს დედინაცვალს ბავშვები ეზიზღებოდა, ჩვენ კი განსაკუთრებით.
რადგანაც ჩვენ სამივენი მის მემკვიდრეობას ხელს ვუშლიდით, გერტამ თავისი გეგმის განხორციელება დაიწყო. ჩემი უმცროსი ძმა, ჩარლზი სასწავლებლად გააგზავნა მკაცრი სწავლების გიმნაზიაში. როცა ის ჩვენს სანახავად ჩამოვიდა, გამხდარი და ფერწასული იყო, საშინლად არ უნდოდა იქ დაბრუნება, მაგრამ გერტამ მამაჩემი დაიყოლია და ისევ იქ გაუშვა. ცოტა ხანში შევიტყვეთ, რომ ჩარლზი ხიდან ჩამოვარდა და მოკვდა.
ამის მერე ჯერი ჩემს უფროს ძმაზე, რიჩარდზე მიდგა. გერტამ მამა დაარწმუნა, რომ მას ტალანტი ჰქონდა და ხელოვნების სკოლაში გააგზავნა. რიჩარდს ფეხბურთი უფრო აინტერესებდა, ვიდრე ხელოვნება, მაგრამ მაინც გულმოდგინედ სწავლობდა ვიოლინოზე და პიანინოზე დაკვრას. ჩემმა დედინაცვალმა ის რამდენიმე სკოლის მოსწავლე ბიჭს გააცნო, რომლებსაც ნარკოტიკებთან ჰქონდათ კავშირი და ცოტა ხანში რიჩარდი გადამეტებული წამლის მოქმედებით დაიღუპა.
გერტამ ის ათი წუთით ადრე იპოვნა, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი გადარჩენა შეიძლებოდა, ასე თქვა ექიმმა და მე მჯერა, მაგრამ მამამ რა თქმა უნდა არ დაიჯერა.
ახლა, რადგან სამი შვილიდან მარტო მე დავრჩი ცოცხალი, ცხადია ჩემს მოშორებას ეცდებოდა, ამიტომ სანიმუშო შვილად ვიქეცი, ყველაფერს ვასრულებდი, პრობლემას არაფერში არ ვქმნიდი. რამდენიმე თვეში 18 წლის ვხდებოდი და სახლიდან გაქცევას ვაპირებდი. მამაჩემის და სხვა ქალაქში ცხოვრობდა და იქ ვაპირებდი წასვლას.
ეს იმედების წყალში ჩამეყარა, რადგან გაგვაგებინეს რომ ჩვენი ერთადერთი უახლოესი ნათესავი, მამიდა ვიღაცამ მოწამლა და გარდაიცვალა. რა თქმა უნდა ეს გერტას ხელი იყო.
ძალიან შევშინდი. ან ის და ან მე, ერთ–ერთი უნდა გადარჩენილიყო. სწორედ ამ დროს გამახსენდა ლეგენდა სისხლიან მერიზე, რომელიც ჩემს წინაპრებს გადახდათ თავს. დედაჩემისგან ვიცოდი რიტუალი ზუსტად როგორ უნდა ჩამეტარებინა. სხვა გზა არ იყო. უნდა გამერისკა.



იმ ღამეს მამა საქმეებზე იყო წასული, გერტა კი თავის მორიგ საყვარელთან კლუბში ერთობოდა. მე ჩემი შეგროვილი თანხით სანთლები ვიყიდე და სარკესთან განვალაგე. რიტუალი უნდა დამეწყო.
ამ დროს ოთახში გერტა შემოვიდა და ლაპარაკი დამიწყო.
– რას აკეთებ მარია?
– უბრალოდ სანთლებით ვერთობი.
– იც მარია, დრო მოვიდა რომ ვილაპარაკოთ.
– მართალი ხარ – ვუთხარი და შევხედე – რადგან ჩემი ორი ძმა უკვე მოკალი, ახლა ჩემი ჯერია.
– მართალი ხარ – მითხრა ბოროტად – არ დავუშებ რომ იმ ბებერის ქონება მარტო შენ დაგრჩეს.
ყურადღება არ მიმიქცევია, ჩავიხედე სარკეში და გარკვევით ვახსენე სამჯერ მერის სახელი. სარკეში საშინელი სახე გამოჩნდა, ერთიანად ნაოჭებით და წყლულებით დაფარული.
– გერტა – წარმოთქვა მან – მოდი ჩემთან.
ჩემი დედინაცვლის კივილმა იქაურობა შეძრა. სარკიდან გაშავებული და გრძელი ფრჩხილებით დაფარული ხელები გადმოვიდა და გერტა შიგნით შეითრია.
მე გონება დავკარგე და დილით გამომეღვიძა. გერტა არსად ჩანდა. მამას შევატყობინე, რომ ის ღამე სახლში არ ყოფილა. მისი ძებნის დროს მამამ მის საყვარლებზე ყველაფერი შეიტყო და ჩათვალა, რომ რომელიმე მათგანთან ერთად მისი მოღალატე ცოლი გაიქცა.
იმის მერე მე და მამა მშვიდად ვცხოვრობთ”

ეშმაკი ლიფტში

არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ისტორია ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, რომელიც ერთ–ერთმა კოლეჯის სტუდენტმა გოგომ გამოაქვეყნა ინტერნეტში.
"იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე. უცნაური იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო რეალობასთან. ყველაფერს, რასაც იქ ვხედავდი და ვგრძნობდი, რეალურად განვიცდიდი. ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვიყავი. შენობა ბევრი ხალხით იყო სავსე. ყველანი სვამდნენ და მხიარულობდნენ, მეც მათ შორის.
მოულოდნელად კარები გაიღო და ყველა გაჩუმდა. კარებში მაღალი, ქერა მამაკაცი გამოჩნდა. უგრძნობი სახე და გაყინული თვალები ჰქონდა. ნელა მოდიოდა. არავის არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იქ მყოფმა ყველა ადამიანმა ვიცოდით, რომ ეს ეშმაკი იყო.
მამაკაცმა ნელი ნაბიჯებით ჩაგვიარა შუაში. ჩვენ ფერდაკარგულები და დამუნჯებულები ვუყურებდით. მისი ცივი თვალების გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ნელა ავწიე თავი და დავინახე რომ მე მიყურებდა – ის ჩემთვის მოვიდა, ჩემს წასაყვანად.
ყვირილით გამეღვიძა. ჯუდი, ჩემი მეზობელი შეშინებული მანჯღრევდა, როგორმე რომ გავეღვიძებინე.
ყველაფერი ძილის წინ ნანახ საშინელებათა ფილმს დავაბრალე. თანაც ხვალ ჩემი მეგობრის წვეულება იყო სასტუმროში და ვიფიქრე, სიზმარში ჩამყვა–თქო.
მეორე დღეს წვეულებაზე უკვე აღარც მახსოვდა სიზმარი, ჩემს კურსელებთან ერთად მხიარულად ვერთობოდი და ვსვამდი. მდიდრულ სასტუმროში, განათებულ დარბაზში არაფრის არ მეშინოდა.
– კეიტ– მითხრა ჯუდიმ – დაბლა ვიღაც გელოდება, შესასვლელში, მგონი მამაშენია, კარგად ვერ დავინახე.
გამახსენდა, რომ მამაჩემისთვის სახლის გასაღები არ დამიტოვებია და ალბათ ამიტომ მომაკითხა. ლიფტთან მივედი და ღილაკს თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და შევედი.
შესვლისთანავე უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი, არადა ლიფტი ცარიელი იყო, როცა შევედი. უკან მივიხედე და ლამის ვიკივლე.
მაღალი, ქერა მამაკაცი ჩემი სიზმრიდან, გაყინული თვალებით, ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი უმოძრაოდ იდგა და მიყურებდა. სუნთქვა შევიკარი. ვცადე ჩემი თავი დამემშვიდებინა.
ვიფიქრე, იქნებ უბრალო დამთხვევაა და ეს კაცი სულაც არაა სატანა. მოულოდნელად შუქმა დაიწია და აციმციმდა. ლიფტი გაჩერდა. თვალები დავხუჭე, რომ ჩემი მოსალოდნელი სიკვდილი არ დამენახა. ვიგრძენი, როგორ შემეხო მხარზე ცივი ხელი და გაუგებარი ჩურჩულიც მომესმა.
შუქი ისევ მოვიდა და ლიფტის კარები გაიღო, ეტყობა ვიღაცამ გამოიძახა. დაუფიქრებლად გამოვვარდი ლიფტიდან და დავინახე, ქერა გოგო როგორ შევიდა ლიფტში. ბევრი აღარ მიფიქრია, კიბეებს სირბილით ავუყევი.
შუქები უკვე მთელს შენობაში გაითიშა და პანიკა ატყდა. დაცვის წევრები აქეთ–იქით დარბოდნენ, გარეთ პოლიციის მანქანები გამოჩნდა. რამდენიმე წუთში შუქი უკვე საბოლოოდ მოვიდა, მაგრამ ახლა დაბლა ატყდა კივილი. გაღებული ლიფტიდან სისხლის ნაკადები მოდიოდა. ქერა გოგო გაუნძრევლად ეგდო.
დაცვის წევრებმა ლიფტში დაყენებულ კამერაზე დაინახეს მე როგორ გამოვვარდი ლიფტიდან და როგორ შევიდა ის გოგო, მაგრამ ჩვენს მეტი იქ არავინ ჩანდა.
არ ვიცი რატომ გადაიფიქრა სატანამ ჩემი წაყვანა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – ის ჩემთან აუცილებლად მოვა.”

მოჩვენების ანაბეჭდები

ეს ისტორია შონ სკოლერმა გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით მას და თავის ცოლს გადახდათ თავზე.
"მე და ჩემი ცოლი ჯილი მეგობრის წვეულებიდან გვიან ღამეს ვბრუნდებოდით მანქანით. მაისის მშვენიერი ღამე იდგა. მთვარე ანათებდა და ამინდიც კარგი იყო. ჩვენ მხიარულად ვლაპარაკობდით და წვეულების ამბებს განვიხილავდით. სწორედ ამ დროს მანქანამ სვლა შეაჩერა და გაჩერდა. გარეთ გავიხედე. სწორედ იმ ადგილზე ვიყავით გაჩერებული, სადაც ერთი ქუჩა მეორეს უერთდებოდა, მათ შორის კი მატარებლის ლიანდაგი გადიოდა.
გამახსენდა ძველი ტეხასური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აქ სკოლის ავტობუსი მატარებელმა გაიტანა. იქ მყოფი ყველა ბავშვი გარდაიცვალა. ახლა კი მათი სულები ამ ადგილებს არ ტოვებდნენ.
რა თქმა უნდა ამ ლეგენდის არ მჯეროდა, ახლა მარტო ერთი სადარდებელი მქონდა – მატარებელი არ გამოჩენილიყო, თორემ ჩვენ ზუსტად შუა ლიანდაგებზე ვიყავით გაჩერებულები.
უშედეგოდ ვაწვებოდი გაზს, მანქანა ადგილიდან არ იძვროდა. ზუსტად ამ დროს მატარებელის ხმა მოისმა. საშინელი სისწრაფით მოქროდა.
– შონ, სწრაფად, მატარებელი მოდის – ყვიროდა ჩემი ცოლი, თითქოს მე არ მესმოდა მისი ხმა.
ყველაფერი ისე ჩქარა ხდებოდა, აზროვნების უნარიც კი დავკარგე. მივხვდი, რომ უნდა გადმოვსულიყავით მანქანიდან, თორემ მასთან ერთად ნაგლეჯებად ვიქცეოდით.
– სწრაფად ჯილ, აქედან უნდა გადავიდეთ – ვუყვირე ჩემს ცოლს, მაგრამ ის უსაფრთხოების ღვედებს ვერ იხსნიდა. ამაზე ადრეც ჰქონია პრობლემა და ყოველთვის ვპირდებოდი, გავასწორებ–თქო.
სიგნალების ხმა უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. ოფლში გავიწურე. ხელები მიკანკალებდა და ვცდილობდი როგორმე დავხმარებოდი ჩემს ცოლს, მაგრამ უშედეგოდ.
მოულოდნელად უკნიდან ძლიერი მოწოლა ვიგრძენი. ვიღაც მანქანას აწვებოდა ისე ძლიერად, რომ წინ წავიწიეთ და ლიანდაგებიდან გადავედით. მატარებელმა ახლოს ჩაგვიქროლა.
– ეს როგორ გააკეთე? – მკითხა გაკვირვებულმა და შეშინებულმა ჯილმა.
– ეს მე არ გამიკეთებია – ვუთხარი გაოცებულმა და მანქანიდან გადავედი.
იქ არავინ არ იყო, დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა.
– სად არის? – იკითხა მანქანიდან ახალმა გადმოსულმა ჯილმა.
– აქ არავინ არ ჩანს.
მოულოდნელად ტყიდან ნიავმა დაუბერა და ჩურჩულის ხმა მოიტანა. მე და ჯილი ერთმანეთს მივეკარით. თითქოს მხრებზე ხელის ფრთხილი შეხება ვიგრძენით.
უკან მოვბრუნდით და ამ დროს ჯილმა დამიძახა: – შონ, შეხედე.
მანქანის უკანა მინაზე გარკვევით ეტყობოდა პატარა ხელის ანაბეჭდები, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე.
სისხლი ძარღვებში გამეყინა და მივხვდი რაც მოხდა. მანქანა იმ ბავშვების მოჩვენებებმა გადაიყვანეს ლიანდაგებიდან, რომლებიც აქ დაიღუპნენ.
– წავიდეთ ჯილ – ხელი მოვხვიე ჩემს ცოლს და გზაზე გავედით”
კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 687 | დაამატა: FenTy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: nini21
(მასალა) თარიღი: (2011-09-28 10:57 PM)




0
Spam


პასუხი
au magrebia

1 - ავტორი: demisumagresifani
(მასალა) თარიღი: (2011-09-25 4:44 PM)




0
Spam


პასუხი
vaimee yvela umagresiaa kide dade raa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz