ყოველთვის... - 20 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 20 » ყოველთვის...
10:00 PM
ყოველთვის...
სიცოცხლე დაავადებაა, რომელიც სიკვდილს იწვევს.

ტკბილია სურვილი, მაგრამ სასურველად ყოფნა კიდევ უფრო ტკბილია.

უდიდესი სიმტკიცე არის უდიდესი ლმობიერება.

სიყვარული იმას არ ნიშნავს, რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო.

სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის.

თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს, თუ ჯანმრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო. მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე-ყველაფერი დაგიკარგავს.

მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს.

სიამაყე ყველას აბუჩად აგდებაა, საკუთარი თავის გარდა.

ეჭვიან ადამიანს საკუთარი თავი საყვარელ ადამიანზე მეტად უყვარს.

ნდობის გარეშე სიყვარული ტანჯვა და სიგიჟეა.

არასდროს არ იგრძნო თავი მარტოდ და იცოდე, რომ ყოველთვის არსებობს ერთი, რომელსაც უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ.

ნუ დაელოდები შიშით დასასრულს მთელი ცხოვრება, რადგან თავად არ იცი ეს დასასრულია, თუ რაღაც ახლის დასაწყისი.

მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, ხოლო მეგობარს ენდობი.

არასდროს თქვა არასდროს!

სიყვარული ინკურნება ქორწინებით.

ჭკვიანების დაცინვა სულელების პრივილეგიაა.

ყველა ადამიანი განსაკუთრებულია.

გიყვარს მხოლოდ მაშინ, როცა ხედავ და გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას.

არასდროს მოიკლა თავი საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო, რადგან ასე მას სამუდამოდ დაშორდები.

შეყვარებული არის იღბლიანი გიჟი.

საკუთარ თავთან ბრძოლა რეალურად ეშმაკთან ან ღმერთთან ბრძოლაა.

არასდროს იფიქრო რომ ღმერთი უსამართლოა.

მატყუარა ადამიანის ბედნიერება წამია.

ქალს კაცი არ დააფასებს, თუ ქალმა არ დაიფასა თავი.

არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს.

სიყვარული თაყვანისცემას არ მოითხოვს.
"რა სიცოხლეა ეს სიცოცხლე!"
რამდენჯერ მითქვამს,
მაგრამ არასდროს მიფიქრია
მისი დათმობა

ნების თავისუფლება რომ არსებობდეს მსოფლიო დაასრულებდა არსებობას.

ამაყ ადამიანებს სხვების სიამაყე სძულთ.

ბოროტებას მხოლოდ სიკეთე ჰკურნავს.

ღმერთი რომ უსამართლო და ეგოისტი ყოფილიყო ადამიანს სულს არ მისცემდა.

მამაკაცი და ქალი-ესაა ორი ნოტი, რომლის გარეშეც ადამიანის სული სწორ და სრულს აკორდს ვერ შექმნის.

ურწმუნო ადამიანი მუდამ მარტოა.

სიყვარული წამებაა-უსიყვარულობა სიკვდილი!

სიყვარული ერთადერთია რაც სიკვდილს აშინებს,

ღიმილზე ლამაზი ხშირად ტირილია.

ბოროტს არასდროს აჩვენო შენი ბოროტება.

სიკეთე ის არის, რის გარეშეც სიყვარული ვერ გაგაბედნიერებს.

ხშირად იტირე სიხარულით იმის გამო, რომ ღმერთმა ადამიანად შეგქმნა.

ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც არსებობს ერთი ადამიანი მაინც ვისაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ.

ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რისი უნარიც თვითონ არ აქვს.

სრული ბედნიერებისას, თითოეული დღე მთელი ცხოვრებაა.

ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ არის- ადამიანი ადამიანისთვის დღეა.

ეგოისტ ადამიანს არავინ უყვარს საკუთარ თავზე მეტად.

იყავი ბედნიერი იმ ადამიანის ბედნიერების გამო, რომელიც გიყვარს.

ცხოვრება ხანმოკლე მხოლოდ კეთილი ადამიანებისთვის არის.

არასდროს შეგრცხვეს უფულობის.

სიმღერა მხოლოდ მათთვის არ არის ვისაც სმენა აქვს.

არასდროს მიანიჭო ფულს დიდი მნიშვნელობა, რადგან ფული ეშმაკთან გაახლოვებს და ღმერთთან გაშორებს.

არ იოცნებო სხვის ცხოვრებაზე.

არ დაემდურო ღმერთს საყვარელი ადამიანის სიკვდილისთვის, რადგან შენ არ იცი სიცოცხლე უკეთესი იყო მისთვის, თუ სიკვდილი.

არასდროს სთხოვო ღმერთს ბიჭისთვის შენი შეყვარება.

იმისათვის რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.

არასდროს იფიქრო, რომ ბიჭი, რომელმაც არ შეგიყვარა შენზე უკეთესია.

თუ შენს ცხოვრებაში გამოჩნდა ზღაპრული პრინცი, აუცილებლად გამოჩნდება ბოროტი ჟადოქარიც.

ძაღლი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ადამიანზე მეტი ერთგულება შეუძლია.

როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ, არ იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე და შენთავის საყვარელ ადამიანზე.

კარგად ცხოვრება უზრუნველად ცხოვრებას არ ნიშნავს.

სიკვდილამდე ერთხელ მაინც გადი გარეთ და იყვირე ისე, რომ ყველამ გაიგოს შენი ხმა.

არასდროს მიიჩნიო სულელად მოხუცი, რომელიც გარიგებს.

არასდროს სცადო-დაემსგავსო სხვას,ასე ინდივიდუალურობას დაკარგავ.

ჯობს შენი ოცნებების მისაღწევად იბრძოლო და დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად გეწვიოს მარცხი და ვერც კი გაიგო, რა იყო ამის მიზეზი.

სიძუნწე კეთლიშობილია მხოლოდ დროის ფლანგვაში.

შენდობა ყველაზე დიდი სიკეთეა.
და გახსოვდეს
კატეგორია: სხვა | ნანახია: 788 | დაამატა: miley | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: renismee
(მასალა) თარიღი: (2011-09-22 9:01 PM)




0



პასუხი
magari ragacebia neta yvela amatgans vasrulebdet.mashin cxovreba gacilebit advili iqneboda