პირველი ნაბიჯი მარადისობისაკენ - 31 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 31 » პირველი ნაბიჯი მარადისობისაკენ
9:41 PM
პირველი ნაბიჯი მარადისობისაკენ

თავი II 
"საიდუმლო მუსკოსი" 

"მუსიკა უნივერსალური ენაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ხარ დაბადებული, ან რა ფერის კანი გაქვს... მუსიკა ყველას გააერთიანებს." 

1994წლის 1 მარტს დავიბადე, ამ დღეს "ბიბლორდის" ჩარტებში სელინ დიონის სიმღერა The Power of Love (სიყვარულის ძალა) პირველ ადგილზე იყო. არ არის ცუდი სიმღერა ცხოვრების დასაწყებად. ჩემი ერთ–ერთი მუსიკალური პროდიუსერი დენ კანტერი, რომელიც სელინ დიონის პროდიუსერიც იყო, ალბათ, ბედნიერი იყო ამ დღეს. რადიოში მთელი დღე ამ სიმღერას ატრიალებდნენ და ალბათ, სწორედ ეს სიმღერა ჩამესმა, ვიდრე პირველად შევხედავდი სტრატფორდის (ონტარიო) ცას. ჩემი მშობლიური ქალაქი ლის ანჯელესიდან 2450 მილიონითაა დაშორებული, ნიუ–იორკიდან 530 მილით, "დისნეის სამყაროდან" 1312 მილით, გლობუსზე კი ტოკიოს საპირისპირო მხარესაა. იმ დღეს მთელი მსოფლიო უსმენდა სელინ დიონს და ყველას მოსწონდა ეს სიმღერა. 
მე ამაყი კანადელი ვარ და ეს ყველაფერზე აისახება. მიყვარს ჰოკეი, ნეკერჩხლის სეროფი და კარამელიანი შოკოლადი. კანადა მთლიანობაში არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ხალხი კეთილია, მაგრამ მათი გაკვირვება ძნელია. 
როცა დავიბადე, დედა და მამა თინეიჯერობის ასაკიდან გამოდიოდნენ. მამჩემი, ჯერემ ბიბერი, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი იყო, რომელსაც მამობის უდიდესი პასუხისმგებლობა დააწვა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი რამდენად რთული იყო ეს. ჩვენ ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ჩემი თხრობისას მიხვდებით, რამდენად დიდი გავლენა მოახდინა მან არამარტო ჩემს ცხოვრებაზე, არამედ მუსიკაზეც. მე ვეთაყვანები დედჩემს, რომელმაც უამრავი სირთულის გადალახვა შეძლო. 
როცა 10 თვის ვიყავი, ჩემი მშობლები დაშორდნენ, მალე მამაჩემმა ქალაქგარეთ მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. დედა ათასგვარ სამსახურზე იყო თანახმა, ოღონდ ღია ცის ქვეშ არ დავჩენილიყავით. ვცხოვრობდით თავშესაფარში, სადაც პატარა, ღარიბული ოთახი გვქონდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ღარიბები ვიყავით. ჩვენ ერთმანეთი გვყავდა და ყველაფერი გვქონდა, რაც გვჭირდებოდა.
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 874 | დაამატა: SmileMari | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: mariko1
(მასალა) თარიღი: (2011-09-02 6:18 PM)




0



პასუხი
kide dade aucileblad