Niley VS Liamiley ♥ - 16 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 16 » Niley VS Liamiley ♥
7:57 PM
Niley VS Liamiley ♥
Disney-ს პოპულარული ვარსკვლავები, მაილი საირუსი და ნიკ ჯონასი ერთმანეთს ოფიციალურად მაშინ ხვდებოდნენ, როდესაც სულ რაღაც 15 წლისები იყვნენ. მაგრამ ხალხი მაშინვე დიდი სიმპატიით განეწყო ამ წყვილის მიმართ, რადგან მათ ეტყობოდათ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და თბილი ურთიერთOბა აკავშირებდათ. მართალია, ნიკი ჟურნალისტებთან მაილიზე ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ მაილი საირუსი თავის სიყვარულზე ლაპარაკს ნამდვილად არ ერიდებოდა. მან თავის წიგნშიც კი, "Miles to Go", თავისი და ნიკ ჯონასის სიყვარულზე საუბარს მთელი ერთი თავი მიუძღვნა, რომელსაც "My Prince" უწოდა. მან სიმღერაც კი დაწერა ნიკ ჯონასზე - "7 Things", სადაც ასვე მათ სიყვარულზე მღერის: 

მაგრამ ეს იყო ადრე, როდესაც მაილი ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო და უმრავლესობისთვის უფრო თავისი როლით იყო ცნობილი დისნეის მაღალრეიტინგულ სერიალში "Hannah Montana", ვიდრე საკუთარი ალბომებითა თუ ფილმებით. მაგრამ ახლახან, 2011 წლის გაზაფხულზე, გაჩნდა ჭორები, რომ მაილი და ნიკი ერთ-ერთ ბოულინგ ცენტრში ერთად შენიშნეს, მაგრამ ჯერჯერობით ამის ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს. ცოტა ხნის წინ კი Youtube-ზე გაჩნდა ვიდეო, მაილის ახალი ტურიდან "Gypsy Heart", სადაც მაილი მექსიკაში ასრულებს სიმღერას "7 Things", ამ დროს კი ფანი მასი ნიკ ჯონასისა და მაილის ფოტოს მიაწვდის, რომელსაც მაილი დახევს და ფოტოს იმ ნაწილს, რომელზეც ნიკ ჯონასია, ჯიბეში ჩაიდებს: 

მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორსმა ერთმანეთი 2010 წელს, ნიკოლას სპარკსის ცნობილი რომანის "The Last Song"-ის ეკრანიზაციის გადაღებებზე გაიცნეს, სადაც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ. მალე მათ ერთმანეთის მიმართ მშვენიერი გრძნობები გადაღებების მიღმაც გაუჩნდათ. ლიამსა და მაილის ხშირად ერთად აფიქსირებდნენ სხვადასხვა სახალხო თავშეყრის ადგილებში: რესტორნებსა თუ ლოს-ანჟელესის სანაპიროებზე, სადაც ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. მალე მათ თავისი ურთიერთობა ოფიციალური გახადეს. ისინი უკვე აღარ ერიდებოდნენ სხვადასხვა დაჯილდოებებსა თუ VIP წვეულებებზე ერთად, აშკარად გამოჩენას და ცნობილ ჟურნალისტებთან ინტერვიუებშიც თამამად საუბრობდნენ თავიანთ სიყვარულზე: 

იყო მითქმა-მოთქმა, რომ ერთი პერიოდი ლიამ ჰემსვორსი და მაილი საირუსი ერთ სახლშიც ცხოვრობდნენ. ეს იყო მაილის სახლი მალიბუში. ამბობდნენ იმასაც, რომ ერთ-ერთი მათი წაკამათების შემდეგ, გაბრაზებულმა მაილიმ ცოტა ხნით სახლი დატოვა და სწორედ მაშინ დაწერა სიმღერა "Stay" თავისი ბოლო ალბომიდან "Can't be Tamed", რომლის ტექსტის თანახმადაც ის ეუბნებოდა (სავარაუდოდ ლიამს), რომ თუ ლიამი თხოვდა, ის დაბრუნდებოდა სახლში და სამუდამოდ იქ დარჩებოდა. ამის შემდეგ, ისინი ცოტა ხნით დაშორდნენ და მათი დაშორების მიზეზად, მაილის ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი დასახელდა, მაგრამ მაილი და ლიამი ახლახანს ერთად დააფიქსირეს ლოს-ანჯელესში და, მართალია, თავიანთ ერთად ყოფნას ჯერ ოფიციალურად ისევ არ ადასტურებენ, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მაილიმ ლიამი თავის ახალ ტურში "Gypsy Heart" მიიწვია და თავის გამოსვლებს დაუმატა ის სიმღერები, რომლებიც ლიამისთვის ჰქონდა დაწერილი. დამტკიცდა, რომ ლიამი, მართლაც, იმყოფებოდა, სულ ახლახანს, მაილის ტურში. 
რომელი წყვილი უფრო მოგწონთ? 
მაილი საირუსი და ნიკ ჯონასი 
მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორსი 
პასუხი დააკომებტარეთ....
კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 770 | დაამატა: Makako | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: Makako
(მასალა) თარიღი: (2011-06-17 11:11 AM)




0



პასუხი
miley & nick