NEWS - 3 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 368

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 377

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 3 » NEWS
8:55 PM
NEWS

N E W S
სიახლეები ვარკვლავებზეე

დემი მურს ახალი საყვარელი ჰყავს
ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მური ახლახან დაშორდა მეუღლეს მსახიობ ეშტონ კატჩერს, თუმცა უკვე ახალი მეგობარი ჰყავს. გავრცელებული ხმებით, კინოვარსკვლავი 38 წლის სკოტ-ვინსენტ ბორბას ხვდება, რომელიც კოსმეტიკურ ბრენდს ფლობს და ამ სფეროს ექსპერტია. მის კლიენტებს შორის არიან მილა კუნისი, ეშლი გრინი და სთეისი კიბლერი.

"ისინი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ. კატჩერთან გამქორწინების დაწყების დღიდან სკოტი გამუდმებით დემის გვერდითაა", - ყვება RadarOnline-ის წყარო.

როგორც მსახიობების გარემოცვის წევრები ამბობენ, ბორბა და მური ყოველთვის კარგი მეგობრები იყვნენ. ცოტა ხნის წინ კი წყვილი კიდევ უფრო დაახლოვდა. მურს სკოტთან ურთიერთობის დაფარვაში მისი პროფესია ეხმარება - კოსმეტოლოგი ყოველთვის ვარსკვლავების გარემოცვაშია. 

"ის დემიზე ყურებამდეა შეყვარებული და ამ ურთიერთობას ნამდვილად აქვს მომავალი", - აცხადებს გამოცემის წყარო.

თავად დემი მური გავრცელებულ ხმებზე კომეტარს არ აკეთებს. თუმცა ცნობისმოყვარე ადამიანები ამჩნევენ, რომ ის ბოლო დროს კოსმეტიკური სალონების ხშირი სტუმარია. 

დემი მურისა და ეშტონ კატჩერის ოჯახური ცხოვრების დეტალები სკანდალის აგორებისთანავე გახმაურდა. პორტალი Showbizspy.com წერდა, რომ თავად დემიც არ იყო კატჩერის ერთგული. გართობისთვის ის მასზე ასაკით ბევრად პატარა ყმაწვილებს არჩევდა. პორტალის ინფორმაციით, მურს რომანი ჰქონდა 27 წლის კანადელ მსახიობ ბენ ჰოლინგსვორტთან



ბრედლი კუპერი ფრანგ მსახიობთან დადის
ბრედლი კუპერი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარტოხელაა. რამდენიმე დღის წინ, ის ჟურნალმა People-მა ბოლო დროის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. თუმცა, როგორც გაირკვა, ის მარტო აღარ არის. ამ დღეებში ბრედლი პარიზში ფრანგ მსახიობ მელანი ლორანთან ერთად ნახეს. 

36 წლის მსახიობმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს ფრანგულად, ქალაქ ოგნეიში 28 წლის კინოვარსკვლავთან ერთად რომანტიკული საღამო გაატარა.

ისინი ელისეს მინდვრებზე, თეატრ La Comédie-ში შეხვდნენ ერთმანეთს, პიესა "იოვი, ან უბრალოდ ხეტიალი" ნახეს, შემდეგ კი სასტუმროში, სადაც კუპერი დაბინავდა, სავახშმოდ გაემართნენ.

წყვილი ერთმანეთის კამპანიაში თავს შესანიშნავად გრძნობდა, ისინი მცირე ხნით თეატრთანაც შეჩერდნენ და თაყვანისმცემლებს ესაუბრებოდნენ, შემდეგ კი სასტუმროში წავიდნენ.

მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში ბრედლი კუპერი რენე ზელვეგერს დაშორდა, ხანგრძლივი ურთიერთობა აღარავისთან ჰქონია.

სექტემბერში კუპერისა და ჯენიფერ ლოპესის რომანის შესახებ ჭორაობდნენ, მაგრამ წყვილის ურთიერთობა მეტისმეტად ხანმოკლე აღმოჩნდა.

ნოემბრის დასაწყისში ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კუპერი აცხადებდა, რომ ის არავის ხვდება: 
"მე მარტოხელა, 36 წლის მამაკაცი ვარ. თავს მექალთანედ არ მივიჩნევ, მაგრამ ქალები მიყვარს", - ამბობდა კუპერი.




შერის ქალიშვილი ცოლს ირთავს
სომხური წარმოშობის მომღერლის, შერის ქალიშვილი, რომელიც 2010 წელს ოპერაციის შედეგად მამაკაცი - ჩეზ ბონო გახდა, ცოლს ირთავს. ჩეზ ბონომ საყვარელს - ჯენიფერ ელიას ხელი სიეტლში სთხოვა. 

ცნობილი Space Needle-ის კოშკის აივანზე ჩეზმა ჯიბიდან ბეჭდიანი პატარა ყუთი ამოიღო და ჯენიფერს მიმართა: "მსურდა განსაკუთრებული ადგილი შემერჩია, რათა დაბადების დღეზე შენთვის საჩუქარი მეჩუქებინა. იმედი მაქვს, მოგეწონება”. 

ჯენიფერი, რომელსაც ბონო ექვსი წელია ხვდება, გაოგნდა.


ქორწინების ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით, უცნობია. შერი კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ მალე ბებია გახდება. 

ჩეზ სალვატორე ბონო ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების უფლებათა დამცველი, მწერალი, მსახიობი და მუსიკოსია. ის სონისა და შერის ერთადერთი შვილია. 2010 წლამდე, სანამ  სქესს შეიცვლიდა, ჩეზ ბონო ქალი იყო.
კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 129 | დაამატა: nini21 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2016
Free web hosting - uCoz