...ნახეე..... - 23 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 23 » ...ნახეე.....
6:55 PM
...ნახეე.....
 
ევროპული MTV-ის დაჯილდოვებაზე ლედი გაგამ, რომელიც 
6 ნომინაციაში წარადგინეს, 4 ჯილდო მიიღო. მან უკან ჩამოიტოვა ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, კეტი პერი. 
დაჯილდოვების ცერემონია ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართა. ეპატაჟურმა ვარსკვლავმა, რომელიც შოუების დადგმით გამოირჩევა, ამჯერად კოსმიური თემა აირჩია. ლედი გაგამ არც ახლა უღალატა თავის სტილს და საზოგ
ადოება თავისი სამოსით შოკში ჩააგდო. მაგალითად ერთ-ერთი კაბა, რომელიც ლედი გაგას ეცვა, რკინისგან ი
ყო შექმნილი და ძალიან ჰგავდა სატელიტს. მისი ბოლო მთლიანად ფარავდა მომღერლის სახეს. ჯილდოს აღების შემდეგ ამასთან დაკავშირებით მომღერალმა კომენტარიც გააკეთა. "მე ახლა ვიღიმები, უბრალოდ თქვენ ამას ვერ ხედავთ - ძალიან ბევრი ბოტოქსი გამიკეთეს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა. მადლობა!" - განაცხადა მომღერალმა. გაგას გამოსვლას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მომღერალი მთვარის მსგავს მაკეტზე დადიოდა, როცა უეცრად ფეხი დაუცურდა და პირდაპირ ჟ
იურის წინ დავარდა. მაყურებლების წინაშე არაერთი ვარსკვლავი წარსდგა. მამაკაცებს შორის უდაო ლიდერად თინეიჯერი მომღერალი ჯასტინ ბიბერი დაასახელეს, რომელმაც სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი
სელენა გომესი, რომლის ცეცხ
ლოვანმა ნომერმა მაყურებელი ძალიან ააღელვა. ძალიან წარმატებული და ამაღელვებელი იყო როკ-ჯგუფმა Queen-ის გამოსვლა, რომელიც წელს "სცენის კულტად" აღიარეს. ჯგუფმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა. მათ შორის ყველაზე დიდი აჟიოტაჟი We Will Rock You და We Are the Champions-ს მოყვა, ამ სიმღერებს მთელი დარბაზი აჰყვა. მონაწილეებმა და მაყურებლებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ
მომღერალ ემი ვაინჰაუზსაც, რომლის პატივსაცემად პატარა
ვიდეორგოლიც გავიდა. ჯილდოები კი ასე გადანაწილდა:
საუკეთესო შემსრულებელი ქალი - ლედი გაგა საუკეთესო სიმღერა - ლედი გაგა ( Born This Way) საუკეთესო 
ვიდეორგოლი - ლედი გაგა ( Born This Way) საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი - ჯასტინ ბიბერი საუკეთესო პოპ-შემსრულებელი - ჯასტინ ბიბერი საუკეთესო ახალი სახე - ბრუნო მარსი საუკეთესო როკ-შემსრულებელი - Linkin Park  
საუკეთესო ალტერნატიული ჯგუფი - 30 Seconds to Mars საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი - ემინემი საუკეთესო ცოცხალი შესრულება - კეტი პერი საუკეთესო საერთაშორისო გამოსვლა - 30 Seconds to Mars საუკეთესო შოუ ჩრდილოეთ ამერიკაში - ბრიტნი სპირსი საუკეთესო საერთაშორისო არტისტი - Big Bang მსოფლიო კულტი - 
Queen MTV-ს რჩეული - ჯასტინ ბიბერი წყარო/Source:

http://www.ambebi.ge/kultura/43830-mtv-ema-2011-is-favoriti-kvlav-ledi-gagaa.html#ixzz1eXZopANw

კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 733 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz