miley's Fact - 22 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 22 » miley's Fact
6:01 PM
miley's Fact
1. მაილი საირუსი მხოლოდ 2 წლის იყო, როდესაც ცხენზე ჯირითი ისწავლა! 

მაილი საირუსი, ნეშვილში, ტენესიში დაიბადა, ცნობილი ქანთრი მომღერლის - ბილი რეი საირუსის ოჯახში. მას ბავშვობიდან უამრავი ცხოველი ჰყავდა. მისი განსაკუთრებულად საყვარელი ცხოველები კი ძაღლები და ცხენები იყვნენ. მაილის პირველი ცხენს Blue Jeans ერქვა, რომელიც მას 2 წლის ასაკში აჩუქეს. მან საყვარელ ცხოველზე ჯირითი, იმავე წელს, ძალიან სწრაფად ისწავლა და, რაც მთავარია, პატარა მაილის ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.  2. მაილი საირუსის საყვარელი სასმელი კარამელის Starbucks-ია!  მაილი საირუსს ხშირად შენიშნავთ სთარბაქსით ხელში. მაილი მას რამდენჯერმე მიირთმევს დღის განმავლობაში. ერთხელ თინეიჯერი ვარსკვლავი სთარბაქსს შიმშილისგანაც კი უხსნია, რაზეც მაილიმ ელენ დეჯენერსის შოუში ისაუბრა. "ერთხელ სასეირნოდ გავედი. გზად ძალიან მომინდა შოპინგის მოწყობა, მაგრამ გზაში აღმოვაჩინე, რომ საკრედიტო ბარათი სახლში დამრჩენია. ყველაფერთან ერთად ძალიან მშიოდა. მე სთარბაქსის შენობის წინ დავჯექი, ჩემი გიტარა ამოვიღე და დაკვრა დავიწყე, რათა ფული შემეგროვებინა, 7$ შევაგროვე და ამ ფულით სთარბაქსი ვიყიდე."  3. მაილი საირუსი ჰიპოგლიკემიითაა დაავადებული!  ჰიპოგლიკემია დაავადებაა, რომელიც გულისხმობს შაქრის ნორმალურზე ნაკლები დონის არსებობას ორგანიზმში. ამ დაავადების გამწვავებისგან მაილი თავს დიეტით იცავს. მაილის პირველი ტურის დროს "Best Of Both Worlds", მას ექიმის მიერ დანიშნული შრატები, რომ არ გაეკეთებინა, შესაძლოა, ტურის დროს, გულიც კი წასვლოდა. მაილიმ ერთ-ერთ ინტერვიუში უთანაგრძნო კიდეც ნიკ ჯონასს, რომელსაც მაილის მსგავსი დაავადება, კერძოდ, დიაბეტი სჭირს. მაილი ნიკის მხარდასაჭერად, მის ნაჩუქარ ყელსაბამსაც ატარებდა, რომელიც დაავადებულ უმცროს ჯონასს ძალიან დიდ რწმენას სძენდა. ყელსაბამის წინა მხარზე წარწერაა: "A little bit longer...and I'll be fine" ანუ "კიდევ ცოტაც... და მე კარგად ვიქნები"  4. დისნეის ყველაზე შემოსავლიან შოუში "Hannah Monatana",  მაილის ლილი ტრასკოტის როლი უნდა ეთამაშა!  როდესაც მაილი საირუსი პირველად "ჰანა მონტანა"-ს ქასთინგზე მივიდა, მას მეორეხარისხოვანი როლი, სერიალის მთავარი პერსონაჟის, ჰანას საუკეთესო მეგობრის, ლილი ტრასკოტის თამაში შესთავაზეს. იმ დროისთვის, სულ რაღაც 12 წლის მაილიმ, ქასთინგის დირექტორს განუცხადა, რომ მას სერიალის მთავარი გმირის თამაში უკეთესადაც შეეძლო. მან ეს დაამტკიცა და საბოლოოდ მაილი/ჰანას როლზეც დაამტკიცეს. სერიალში მისი მეგობარი, ლილი ტრასკოტი კი ახალგაზრდა, ნიჭიერმა ვარსკვლავმა - ემილი ოსმენტმა განასახიერა. მაილი და ემილი რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან კარგი მეგობრები არიან.  5. მაილი საირუსი ბრეკეტებს ატარებდა!  მაილი საირუსს ოდნავ უსწორმასწორო კბილები ქირურგიული ჩარევის საშუალებით არ გაუსწორებია. 2006 წელს მაილი ატარებდა ბრეკეტებს, მაგრამ მისმა დენტისტმა ისინი კბილების უკნიდან დაამაგრა, რათა ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. ამან გაამართლა! თითქმის, ვერავინ მიხვდა, რომ იმ დროს, მუდამ საყვარლად მომღიმარი გოგონას კბილებს რკინები "ამშვენებდა". მხოლოდ ერთმა პაპარაციმ დააფიქსირა მაილი ბრეკეტებში და ისიც, ერთზე მეტი ფოტოს გადაღება ვერ მოასწრო. 

სწყარო:angel.ge
კატეგორია: Miley Cyrus | ნანახია: 697 | დაამატა: zozi_1999 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz