Love is louder than the pressure to be perfect. ♥ - 2 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » Love is louder than the pressure to be perfect. ♥
8:22 PM
Love is louder than the pressure to be perfect. ♥
კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ღამის 1საათი იყო, რომ დამთავრდა. ამოვისუნთქე, როგორც იქნა წავალთ-მეთქი, მაგრამ ემილი რის ემილი იყო რაღაც გენიალური რომ არ ეთქვა? უკვე უნდა წავსულიყავით, რომ გამომიცხადა:
_ჯოს ავტოგრაფი თუ არ ვიშოვე, ისე არსადაც არ წავალ.
_შენ გააფრინე? ვერ ხედავ, რამდენი ხალხია?
_ვხედავ, მაგრამ არ წამოვალ.
_ხოდა ნუ წამოხვალ, მე წავედი, მოშორებით დაგელოდები, თორემ გამჭყლეტენ.
_ხო კარგი, ძალიან შორს არ წახვიდე, სად გეძებო.
-ოოქ, წავედი.
ძლივს გამოვიარე იმდენი ხალხი და წავედი, მაგრამ სად მივდიოდი, აზრზე არ ვიყავი, ცოტათი წვიმდა და ტანსაცმელი სულ დამისველდა. მივხვდი, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ სცენასთან ნამდვილად ვერ მივიდოდი(ღია ცის ქვეშ იყო), ამიტომ უკანა მხრიდან მივედი.
გადახურული ადგილი ვნახე და ჩამოვჯექი. ვხვდებოდი, რომ ემილის კარგა ხანს დააგვიანდებოდა და გულში ვლანძღავდი, ასე რომ იქცეოდა.
რამდენ ხანს ვიჯექი, არ მახსოვს, იქიდანაც კარგად ისმოდა ფანების გამალებული ყვირილი, ანუ ჯერ არაფერი დამთავრებულიყო... დავინახე, რომ ვიღაც ჩემი მიმართულებით მოდიოდა. გულმა რაღაც მიგრძნო, მაგრამ შიში გონებამდე არ მივუშვი და შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა. თურმე სულ ტყუილად. უცნობი პირდაპირ ჩემთან მოვიდა. სახეზე შევატყვე, რომ ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა. ისიც აშკარად ჩანდა, რომ ფხიზელი არ იყო.
_აქ რას აკეთებ ლამაზო? არ იცი ლოს ანჟელესი ღამით რა საშიშია?
_რა შენი საქმეა?_შევეცადე რაც შეიძლება გაბედულად მეპასუხა, მაგრამ ჩემს ხმაში შიში აშკარად იგრძნობოდა. წამოვდექი და ნელ-ნელა ვშორდებოდი იქაურობას, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ისიც უკან მომყვებოდა. გაქცევა დავაპირე, მაგრამ ხელში მწვდა და თავისკენ შემაბრუნა.
_გამიშვი გთხოვ_მუდარაზე გადავედი.
_ნუ გეშინია, მოგეწონება_დამცინავად ჩაილაპარაკა.
_არ ვიცი, სიცივისგან თუ შიშისგან, ავკანკალდი. ცოტაც და წავიქცეოდი, მაგრამ ყურადღებასაც არ აქცევდა. დაყვირების თავიც არ მქონდა. უკვე გადარჩენის იმედი გადაწურული მქონდა, როცა დავინახე, რომ სცენის წინა მხრიდან ვიღაც გამოვიდა. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ,,დამეხმარეთ''-მეთქი_დავიყვირე. კიდევ კარგი, გაიგონა და ჩვენსკენ წამოვიდა. ხელი გამიშვა და სწრაფად გაიქცა. გონს ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი, ფეხზე ძლივს ვიდექი. თავი შევიმაგრე და ხელი ჯიბეში ჩავიყავი, რომ მობილური ამომეღო, მაგრამ იქ არ დამხვდა. თვალებით მოვძებნე და მიწაზე დავინახე. ავიღე, რომ ემილისთვის დამერეკა, მაგრამ გადავარდნის გამო გათიშული იყო.
სანამ მე აქ ვწვალობდი, ჩემი ,,გადამრჩენელი'' მომიახლოვდა და მკითხა:
_ხომ კარგად ხარ?
_კი_ვუთხარი და სიცივისგან შემაჟრჟოლა, მოკლემკლავიანები მეცვა.
თავისი მოსაცმელი გაიძრო და მე მომაცვა, სანამ მაცმევდა, სახეზე კარგად შევხედე და...
თუ დაგაინტერესათ, იცით რა უნდა გააკეთოთ:) 7კომენტარის გარეშე არ გავაგრძელებ


კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 667 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
9 - ავტორი: -DreamerGirl
(მასალა) თარიღი: (2011-11-02 10:24 PM)