Live like there's no tomorrow. Part 4 - 30 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 30 » Live like there's no tomorrow. Part 4
3:11 PM
Live like there's no tomorrow. Part 4
თვალი რომ გავახილე, ყველაფერი თეთრი იყო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. სრულიად არაფერი მახსოვდა_რა მოხდა ან რა დრო იყო. რამდენიმე წუთში მედდა შემოვიდა, და რომ დამინახა, გახარებულმა იყვირა.
_გონს მოხვედი? უკვე იმედი დავკარგეთ.
_რა მომივიდა?
_ კიბიდან გადმოვარდი. კიდევ კარგი, შენი მეგობარი იქ იყო.
_ვინ მეგობარი, სელენა?
_არა, დემი.
_დემი? დემი ვინ არის?
_შენი მეგობარია, არ გახსოვს?
_ჩემი მეგობარი სელენაა. სად არის?
_სელენა გვერდით პალატაში წევს.
_რა სჭირს?
_შენ რა, არაფერი გახსოვს? იცი ვინ ხარ?
_რა თქმა უნდა. კი არ გავგიჟებულვარ. მაილი ვარ. მყავს მეგობარი...ჰო მეგობარი. სელენა.
_ექიმს დავუძახებ_თქვა და გარეთ გავიდა. რამდენიმე წუთშ ორივენი ერთად შემოვიდნენ.
_სელენას გარდა არავინ ახსოვს, ექიმო. როგორ ფიქრობთ, დროებითია?
ექიმი:იმედია. მაილი. სხვა არ გახსოვს?
_სხვა ვინ უნდა მახსოვდეს?
_მაგალითად, მამაშენი, ბილი. შენი მეგობრები_დემი, ჯო ან ნიკი. არც ერთი გასხოვს?
მე:არ მახსოვს, გეხვეწებით, სელენა მანახეთ. ხომ ცოცხალია?
_სელენა კარგადაა და მალე გავწერთ. შენი საქმე კი არ ვიცი, როგორ იქნება.
ექიმი გავიდა და ვიღაც კაცი შემოვიდა.
_მაილი, შვილო, როგორ ხარ?
_მე თქვენი შვილი ვარ? არ მახსოვხართ.
_ნუ გეშინია, თანდათან ყველაფერი გამოსწორდება.
_თუ ჩემი მამა ხარ, გთხოვ, სელენა მანახე. ამ ექიმეს არაფერი ესმით.
_ჯერ კიდევ სუსტად ხარ, მაილ.
_გთხოვ.
_კარგი, ექიმს ვთხოვ და იქნებ ეტლი გვათხოვოს.
_რა ეტლი? მე ხომ დავდივარ?
_რა თქმა უნდა, უბრალოდ ძალიან დასუსტებული ხარ და.
ექიმმა ეტლი გვათხოვა და დერეფანში გავედით. ოდნავ მოშორებით გოგო და ბიჭი იდგნენ. რომ დაგვინახეს, მაშინვე ჩემსკენ გამოიქცნენ.
_მაილი. კარგად ხარ? ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ვნერვიულობდით.
_შენ ხარ დემი?
_მაილი, შენ რა, ვერ მცნობ?
თავი გავაქნიე და მამას ვუთხარი, სელენასთან წავიდეთ მეთქი. ისიც დამემორჩილა და გვერდით პალატაში შემიყვანა. სელენა მაშინვე ვიცანი. საბედნიეროდ, გაღვიძებული იყო. მამამ მითხრა, დაგტოვებთო და გავიდა.
მე:სელ, როგორ ხარ?რომ იცოდე, როგორ მენატრებოდი.
სელენა:მეც, ჩემო გოგო. მეც, დემიც და ჯოც მოუთმენლად ველოდით შენს გონზე მოსვლას. მაპატიე, რაც იმ დღეს გითხარი. ძალიან აღელვებული ვიყავი. უნდა მივმხვდარიყავი, რომ შენ ჩვენს მეგობრობას არაფერზე გაცვლიდი. ძალიან განვიცადე, კიბიდან რომ გადმოვარდი. მიყვარხარ.
მისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გულში სითბო ჩამეღვარა. ყველაფერი გამახსენდა.
მე:მეც ძალიან მიყვარხარ სელ. ყველაფერზე მეტად. ჩვენ და დემის ამ ქვეყნად ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს.
_ვიცი ჩემო ცხოვრება. და კიდევ: თუ ნიკი შენც გიყვარს, უფლებას გაძლევ, მასთან ბედნიერი იყო. მე ყველანაირად შევეცდები, რომ დავივიწყო, რა ძლიერ მიყვარდა. დღეს გამწერენ. იმედია შენც მალე გამოჯანმრთელდები და ისევ ყველაფერი ძველებურად იქნება.
ეტლიდან წამოვდექი და სელენას ჩავეხუტე. ორივენი ერთად ვტიროდით, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბედნიერების ცრემლები იყო.

[img][/img]
აღარ მინდა რამე მოვყვე იმ საშინელ დღეებზე, რომელიც კლინიკაში გავატარე. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იქიდან გამოსვლის შემდეგ უბედნიერესი ვიყავი. მე, დემი, სელენა და რა თქმა უნდა, ჯოც, ამიერიდან კიდევ უფრო დავახლოვდით. ერთმანეთის გარეშე გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მიგვაჩნდა. ნიკი კი...
თუ გაინტერესებთ, გავაგრძელებ.
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 115 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: Bella_Cullen
(მასალა) თარიღი: (2011-09-30 4:02 PM)




0
Spam


პასუხი
male dade ra

4 - ავტორი: busuna
(მასალა) თარიღი: (2011-09-30 4:00 PM)
3 - ავტორი: MiiLeeZz
(მასალა) თარიღი: (2011-09-30 3:48 PM)




0
Spam


პასუხი
Gaagrzelle .. dzz magariaa <333

2 - ავტორი: smiler
(მასალა) თარიღი: (2011-09-30 3:41 PM)




0
Spam


პასუხი
rad unda gogo amas kitxva? gaagrdzele saswrafood :))))

1 - ავტორი: LaTiNGirL
(მასალა) თარიღი: (2011-09-30 3:29 PM)




0
Spam


პასუხი
Magaria Geosmiler <3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz