Live like there's no tomorrow Part 10 - 4 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 4 » Live like there's no tomorrow Part 10
6:33 PM
Live like there's no tomorrow Part 10
მიხაროდა, ყველაფერი მიხაროდა. მე და ნიკი ერთად ვიყავით. მე ის მიყვარდა, და რაც მთავარია, მასაც ვუყვარდი(ალბათ უფრო მეტადაც). ნიუ იორკში გატარებული ერთი კვირა ნამდვილად დაუვიწყარი იყო. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. მხოლოდ საღამოობით მტოვებდა, როცა პრემიერისთვის ემზადებოდნენ და რაღაცეები მოსაგვარებელი ჰქონდა. პრემიერის წინა დღეს, გადავწყვიტე შოპინგზე წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ნიკიც გამომყვა. რამდენიმე მაღაზიაში ვიყავით და ბოლოს, ვიპოვე ისეთი კაბა, რომელიც მომეწონა. ფეხსაცმელებიც შევურჩიე და უკვე წასვლას ვაპირებდით, როცა თავზე ჟურნალისტები დაგვადგნენ.(ეტყობა ამ ერთი კვირის მანძილზე გვზვერავდნენ :D) მაშინვე ნიკს ჰკითხეს: 
_ეს გოგონა თქვენი ახალი შეყვარებულია? ძველი გამოჯანმრთელდა? და ასე შემდეგ. 
ნიკი:იმედი უნდა გაგიცრუოთ, ჩემი ძველი შეყვარებული ძალიან კარგად არის. ჩვენ ვმეგობრობთ და მაილის რაც შეეხება, ყველაფერს მალე გაიგებთ. 
კითხვები არ გამოელეოდათ, მაგრამ ნიკმა გვეჩქარებაო, და მაშინვე წავედით. მანქანაში რომ ჩავჯექით, ვკითხე: 
_ეს მალე გაიგებთ რა იყო? 
_არაფერი, ცოტა ინტრიგა ხო უნდა ჩამოაგდო  
_კარგი ხარ შენ. 
_მიტომ გიყვარვარ. 
_შეიშნო ბიჭმა. 
სასტუმროში მივედით. ნაყიდები ზევით ავიტანე, გამოვიცვალე და ნიკს ვუთხარი? 
მე: ახლა რა გავაკეთოთ? მთელი დღე წინაა. 
ნიკი:ვიცურავოთ. პირველ სართულზეა აუზი. 
მე:კარგი აზრია. ცოტას გავგრილდები. 
საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და ქვევით ჩავედით. 

ნიკი მაშინვე გადახტა, მე კი აუზთან ჩამოვჯექი და წყალში ფეხები ჩავყავი. ყინულივით ცივი იყო და ჩამოსვლა ვინანე. ნიკმა ერთი წრე დაარტყა და მობრუნდა. 
_არ აპირებ ჩამოსვლას? 
_ცივია. 
_აბა შენ აბაზანის მიღება გინდოდა? 
ხელი მომკიდა და ჩამათრია . ნახევარი საათი ვცურავდით. მერე ნიკს ტელეფონმა დაურეკა და ამოვიდა. 
ნიკი: მე ახლა უნდა წავიდე და არ მოიწყინო პატარა კარგი? 
მეც ამოვედი,გამამშრალა და ჩავიცვი. სიცივისგან მაკანკალებდა. რამ მომაფიქრა სექტემბერში ცურავი, ვერ მივხვდი. 
მე:უეჭველი გავცივდები. 
ნიკი: თბილად ჩაიცვი კარგი? არ მინდა ავადმყოფი შეყვარებული. 
მე:ავადმყოფი შენ ხარ. 
ნიკი:ფრთხილად, თორემ აუზთან ჯერ კიდევ ახლოს ვართ. 
მე:რას მაშინებ,მეტი რაღა დამემართება? 
ხელში ამიყვანა და ასე ამიყვანა ჩემს ნომრამდე. მთელი გზა ვუყვიროდი, დამსვი-მეთქი, მაგრამ ვითომ არაფერი. კიდევ კარგი, დერეფნებში არავინ იყო, თორემ ნამდვილად გიჟები ვეგონებოდით. კარი გააღო და კიდევ ერთხელ ვუთხარი, გამიშვი-მეთქი. 
ნიკი:კარგი._ხელი გამიშვა და მიწაზე დავვარდი. ფეხი საშინლად მეტკინა. 
მე:კრეტინო_ტკივილისგან ცრემლები წამომივიდა. 
ნიკი:შენ არ მთხოვდი, დამსვიო? 
მე:ვიღაცას ეჩქარებოდა მგონი. 
ნიკი: ნუ ტირი, არ გიხდება ცრემლები. 
მე:მტკივა და იმიტომ ვტირი. 
ნიკმა მაკოცა და მერე მითხრა: 
_გაიღიმე, აი ასე, როგორ გიხდება. მე ახლა წავედი და თბილად ჩაიცვი. 
_კარგი. 
ნიკი წავიდა. იმდენი ჩავიცვი, ძლივს ვსუნთქავდი. მართლა ცუდად ვიყავი. სიცხემაც მომცა. ქვევიდან წამლები ამოვიტანე და ცოტათი მიშველა. ლოგინში დავწექი და მალევე დამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. რომ გავიღვიძე, დავინახე, რომ ნიკი ჩემს საწოლთან იჯდა და მიყურებდა. 
_გაიღვიძე პატარა? 
_არა, ჯერ კიდევ მძინავს. 
მოვიდა და შუბლზე ტუჩები მომადო. 
_საშინლად ცხელი ხარ. 
_ნუ გეშინია, მალე გამივლის. 
_ექიმს დავურეკავ. 
_გთხოვ, თავი დაანებე რა. უბრალოდ სიცხე მაქვს. 
_მაშინ სასტუმროში არის ექიმი და იმას მაინც დავუძახებ. 
არ დაიშალა და აღარაფერი მითქვამს. ცოტა ხანში ამოვიდა ექიმი და გამსინჯა. 
ექიმი:სერიოზული არაფერია. ცოტა გაციებული ხარ. წამლებს დაგიტოვებ და დალიე. 
წამლები დადო და წავიდა. 
მე:რომელი საათია? 
_8. არ გშია? რამეს ამოგიტან. 
საჭმელი ამომიტანა და ცოტა ვჭამე. მერე ისევ დამეძინა. დილით უკვე ბევრად კარგად ვიყავი. ნიკი მთხოვდა, იწექიო, მაგრამ პრემიერის დღეს საწოლში რა გამაჩერებდა. 
ეს კაბა ჩავიცვი და თმები უბრალოდ გავიშალე. 
 
ფილმის ჩვენება8საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ ორი საათით ადრე მივედით. ჩვენი მისვლა პაპარაცებს რა თქმა უნდა არ გამოჰპარვიათ. რამდენიმე ფოტო გადაგვიღეს. ლიამი, ტეილორი და სხვა მსახიობებიც მოვიდნენ და სურათები იმათთანაც გადავიღეთ. 
ფილმი ძალიან მომეწონა. მხიარული და საინტერესო იყო. დარბაზიდან გამოსვლისას, ისევ ჟურნალისტები დაგვხვდნენ. ფილმთან დაკავშირებით მსახიობებს რამდენიმე კითხვა დაუსვეს. მერე ნიკს ჩემზე ჰკითხეს. მანაც უთხრა: 
_გაიცანით, ეს მაილია, ჩემი სიყვარული._მერე მომიბრუნდა და ყველას დასანახად მაკოცა. ვერ წარმოიდგენთ, პაპარაცები რა გახარებულები წავიდნენ_ექსკლუზიური ფოტოები ჩაუვარდათ ხელში და biggrin 
მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ეს ერთი კვირა საოცარი იყო, მაგრამ როგორც სხვები, ისიც დასრულდა. მეორე დღეს მე და ნიკი ლოს ანჟელესში დავბეუნდით, სადაც...
 
ნანახია: 95 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: geosmiler
(მასალა) თარიღი: (2011-10-04 7:51 PM)




0
Spam


პასუხი
smiler <3 შენ ჩემო ერთგულოო. ხვალ დავდებ.

4 - ავტორი: smiler
(მასალა) თარიღი: (2011-10-04 7:38 PM)




+1
Spam


პასუხი
mixarixaar. da es istoriac mixaria. ar gamagijo da ar shewyvito, tore mogklav

3 - ავტორი: -LiiiZz
(მასალა) თარიღი: (2011-10-04 7:24 PM)




0
Spam


პასუხი
momwons <33

2 - ავტორი: LeeLu-JB
(მასალა) თარიღი: (2011-10-04 7:04 PM)
1 - ავტორი: MiiLeeZz
(მასალა) თარიღი: (2011-10-04 6:56 PM)




0
Spam


პასუხი
გააგრძელეეე <33 ძაან მაგარიაა <333

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz