Live like there's no tomorrow - 29 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 29 » Live like there's no tomorrow
7:59 PM
Live like there's no tomorrow


ამის გაგონებაზე ტელეფონი ხელიდან გამივარდა. 
მაილი:დემ, მომესმა? ხომ ცოცხალია?იცოდე... 
დემი:ცოცხალია, მაგრამ ძალიან მძიმედაა. გუშინ ღამით გადაუჭრია. მთელი ღამე გირეკავდი მობილურზე და გამორთული გქონა, სახლის ტელეფონზე მიტომ დაგირეკე. კიდევ კარგი, ახლა მაინც აიღე. 
მაილი:ჰო გამორთული მქონდა. მისამართი ჩამაწერინე ახლავე მოვალ. 
მისამართი ჩავიწერე, სასწრაფოდ ჩავიცვი და მობილური ჩავრთე. რამდენიმე შეტყობინება იყო დატოვებული. ერთ-ერთი სელენასგან იყო. მაშნვე გავხსენი და ასეთი რამ მოვისმინე: 
,,მოღალეტე, მძულხარ_სელენა თან ტიროდა და თან ლაპარაკობდა._ახლა ვხვდები, რატომ არ მოგწონდა ჩემი და ნიკის ურთიერთობა. თურმე შენთვის გინდოდა. გყავდეს. მე ხელს არ შეგიშლით. შენი ბრალია, ახლა რასაც გავაკეთებ'' 
ეს სიტყვები რომ მოვისმინე, ჩავიკეცე. როგორ მინდოდა, იმ წუთში მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე. სელენას რომ ჩემს გამო რამე მოსვლოდა, თავს მეც მოვიკლავდი. როგორც იქნა, თავს მოვერიე და ქვევით ჩავედი. ფარეხიდან მანქანა გამოვიყვანე და საავადმყოფოსკენ ძალიან დიდი სიჩქარით წავედი. 15წუთში უკვე იქ ვიყავი. დავინახე, გარეთ პაპარაცები იდგნენ.(ნიკი ხომ ცნობილი მსახიობი იყო, ამიტომ მისი შეყვარებული ამბავი, რა თქმა უნდა, არ გამორჩენიათ) 
მანქანიდან გადმოვედი და შესასვლელისკენ გავიქეცი. ყველანი დამესივნენ და კითხვებს კითხვებზე მაყრიდნენ: 
_სელენა როგორ არის? მართალია, რომ ვენები ნიკის გამო გადაიჭრა? რა მოხდა მათ შორის?და ა.შ. 
_არაფერი ვიცი, გამატარეთ. ჩემი მეგობარი უნდა ვნახო_ვამბობდი, მაგრამ არავინ მისმენდა. გაბრაზებულმა ერთ-ერთს ჩამწერი ხელიდან გამოვგლიჯე და მიწაზე დავანარცხე. 
_ახლა კმაყოფილები ხართ? გამატარეთ. თქვენ მხოლოდ ის გაინტერესებთ, კარგი მასალა მოამზადოთ და ადამიანის ბედი სულ არ გაინტერესებთ_დავუყვირე. შენობაში შევედი. 
_სელენა გომეზი რომელ პალატაშია? 
_მესამე სართულზე, 25ნომერი. ლიფტი მარჯვნივ. 
მადლობაც არ გადამიხდია, მაშინვე გავიქეცი და ლიფტით მესამე სართულზე ავედი. დერეფანში დემი და სელენას დედა-მამა დავინახე. სხვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დემის ტირილით ჩავეხუტე. 
_დემ. ცოცხალია? მითხარი, რომ არ მომკვდარა და კარგადაა, თორემ თავს მოვიკლავ. 
_მძმედაა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიკმა მითხრა, რის გამოც აპირებდა თავის მოკვლას. მინდა გითხრა, რომ შენი ბრალი არაფერი არაა, ამიტომ თავის მოკვლაზე არც კი იფიქრო. 
_ნიკი? აქ არის? მოვკლავ. 
_არა, ცოტა ხნის წინ წავიდა. მიხვდა, რომ მისი ნახვა არ გესიამოვნებოდა. 
_სელენას ნახვა მინდა. 
_ახლა სძინავს. მგონი ექიმი შეგიშვებს. 
_მაინც შევალ. 
25ნომერი პალატა ვიპოვე და შევედი. საწოლზე იწვა და ცოცხალ-მკვდარს ჰგავდა.კარგა ხანი ვუყურებდი. როგორ მინდოდა, რომ თვალი გაეხილა და ჩემთვის რამე ეთქვა, მაგრამ ოდნავადაც არ ინძრეოდა. ნახევარი საათი ვიდექი და ვუყურებდი, მერე გასვლა დავაპირე და უკვე კართან ვიყავი, როცა ხმაური გავიგონე. შემოვბრუნდი, და დავინახე, რომ თვალები გახელილი ჰქონდა და მოძრაობდა. 
_სელი. სელი კარგად ხარ?_ტირილით მივვარდი._როგორ მიხარია ჩემო გოგო. 
მისთვის უჩვეულოდ გაიცინა. 
_გიხარია არა? ალბათ უკვე იმის იმედი გქონდა, რომ ფეხებს გავფშეკდი. მაშინ შეგეძლო თავისუფლად ყოფილიყავი ნიკთან. ვერ გიტან!_ბოლო სიტყვები ხმამაღლა იყვირა._გაეთრიე, მძულხარ. 
_სელ, გთხოვ. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. ყველაფერზე მეტად. რაც მოხდა, გაუგებრობაა და მეტი არაფერი. 
_გაუგებრობა?_ისევ გაიცინა_ჩემი თვალით დავინახე, ერთმანეთს როგორ კოცნიდით ჩემს საკუთარ სახლთან. ეს არის გაუგებრობა?_ეს თქვა და ისევ დაიყვირა_გაეთრიე, მოღალატე. 
ხმაურზე ექიმები შემოვიდნენ. 
ექიმი:გოგონა, გადით. პაციენტს თქვენი აქ ყოფნა აღიზიანებს. 
სელენა ისევ ყვიროდა. ერთი ექიმი მივიდა და გააკავა, ხოლო მეორემ დამამშვიდებელი გაუკეთა. 
მე:გთხოვთ, არ ატკინოთ. 
ექიმმა გარეთ გამათრია და კარი მიკეტა. საშინელი ტირილი ავტეხე. დემის და სელენას მშობლები ჩემთან მოვიდნენ, ექიმს დაუძახეს. ექიმმა დამამშვიდებელი გამიკეთა. მერე აღარაფერი მახსოვს. 
თვალი რომ გავახილე... 

ხომ იცით, რაც უნდა გააკეთოთ?:))))
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 140 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: Gomez
(მასალა) თარიღი: (2011-09-30 2:24 PM)




0
Spam


პასუხი
gaaagrdzele magariaaaaaa

4 - ავტორი: LaTiNGirL
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 10:41 PM)




0
Spam


პასუხი
Kaaiiaa <3

3 - ავტორი: Bella_Cullen
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 10:14 PM)




0
Spam


პასუხი
gtxov male dade shemdegi da shearige

2 - ავტორი: mari_miley
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 8:26 PM)




0
Spam


პასუხი
მალე დადეეეეეეეეეეეეეეეე

1 - ავტორი: MiiLeeZz
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 8:16 PM)




0
Spam


პასუხი
ძაან მაგარია <33 გააგრძეელე მალეეე !! <3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz