Life is what you make it 1 - 25 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » Life is what you make it 1
4:11 PM
Life is what you make it 1
_ყველაფერი ჩაალაგე?_სელენა ოთახში შემოვარდა და საწოლზე დავარდა(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით)
_თითქმის. იცი როგორ დავიღალე? რამდენიმე სუვენირი დამრჩა, ალბომებს ჩავალაგებ და მოვრჩები.
_მე მოვრჩი უკვე... ალბომები? მოიც არ ჩაალაგო დავათვალიეროთ.
_სიცილი გინდა? კარგი დავათვალიეროთ.
სელენა უმალვე ჩემთან გაჩნდა, ფოტოალბომი მივაწოდე, დივანზე მოვკალათდით და თვალირება დავწყეთ. ისეთ ფოტოებს წავაწყდით, სიცილით ვიგუდებოდით. აი რამდენიმე:
ეს მე ვარ smile
ეს სელენა და ჩემი და დემეტრია(დემი)
ჩვენი ბავშვობის მეგობრები ჯონასები. რა პატარები იყვნენ აქ, ახლა კი ცნობილი მომღერლები არიან :))
მოკლედ ასეთი ძალიან ბევრი იყო. ძალიან კარგ ხასიათზე დავდექით და ჩხუბიც კი დაგვავიწყდა_არადა ნიუ იორკში დღე არ გავიდოდა, რომ არ გვეკამათა.
_რა კარგი დრო იყო_სიცილით თქვა სელენამ._ხვალ ვუბრუნდებით ბავშვობის კერას, მიხარია.
_მე არც ისე. მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა. ლოს ანჯელესში დაბრუნებას ისევ ნიუ იორკში ყოფნა მირჩევნია. მარტო სწავლის გამო არ ვამბობ, მომენატრება აქაურობა.
_შენ ლოს ანჯელესზეც ასე ამბობდი_შემახსენა_მაგრამ ხომ ხედავ, აქაურობას როგორ შეეგუე.
_შევეგუე და თან როგორ. ცუდად ვამბობ ალბათ_იქ ხომ დედა, მამა, დემი მელოდებიან.
_მეგობრებიც_როგორც ყოველთვის ჩამერთო.
_არა მგონია მეგობრები გველოდებოდნენ. დარწმუნებული ვარ, არავის არ ვემახსოვრებით. მას შემდეგ ხომ 5წელი გავიდა. 13წლების ვიყავით, მალე კი 18წლების გავხდებით ორივე.
_მართლა ძალიან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ნამდვილ მეგობრობას დრო ვერ ცვლის. ჯო, ნიკი და კევინი მაინც არ დაგვივიწყებდნენ, სხვა რომ არაფერი.
_რა ოპტიმისტი ხარ, კარგი რა. ვერ ხედავ, რამდენს მიაღწიეს? ვის ემახსოვრება შენი მაილი და სელენა.
_ისე მართალი ხარ, მაგრამ არა უშავს. ახალი მეგობრებიც გვეყოლება...შეყვარებულებიც_ეშმაკურად გაიღიმა.
_დრო შენ არ გცვლის სელე_ჩავიცინე და ჩავეხუტე. სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა ტანში, როცა გავიფიქრებდი, რომ ჩვენს მეგობრობას დასასრული არ ექნებოდა. ის სიკვდილამდე გაგრძელდებოდა დედამიწაზე, ხოლო შემდეგ ფრთებს შეისხამდა და ზეცაში გაფრინდებოდა.
_მიყვარხარ ჩემო გიჟო გოგო_სელენა უფრო მაგრად ჩამეხუტა. მერე ორივენი დავწექით, რადგან წინ დამღლელი მგზავრობა გველოდა. დილით ძალიან ადრე ავდექით, სელენას დედამ აეროპორტამდე მიგვაცილა, მე დიდი ხანი მკოცნა, სელენას კი მართლა ისე ეფერებოდა, ცრემლები მომდიოდა მათ დანახვაზე. სელენა ხომ ლოს ანჯელესში ჩემი ხათრით ბრუნდებოდა, თორემ მთელი მისი ოჯახი ნიუ იორკში რჩებოდა.
რამდენიმე საათში უკვე ლოს ანჯელესში ვიყავით და ირგვლივ გაფაციცებული ვიცქირებოდით. ისე უცხოდ გვეჩვენებოდა ყველაფერი, თითქოს საუკუნე იყო გასული. მერე მამაჩემის მანქანა დავინახე და იქითკენ გავიქეცი, დედაც შიგ იჯდა და დემიც. ყველანი იმდენ ხანს გვკოცნიდნენ, ლამის დაგვახრჩეს. სახლისაკენ ყველა მხიარულად წავედით. შინ მისულები დიდხანს ვსაუბრობდით, ისე გვყავდა მონატრებული ერთმანეთი. ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან შეცვლილები და გალამაზებულები ვიყავით, რაც ორივე, რა თქმა უნდა, ძალიან გვესიამოვნა. ოთახებში მოვეწყვეთ. ჩემი და სელენას ოთახი გვერდიგვერდ იყო და შუაში პატარა ფანჯარა იყო, ამიტომ ერთმანეთთან საუბარი რომ მოგვინდებოდა, გასვლა არ დაგვჭირდებოდა. ყველაფერი კარგად იყო, სწავლის დაწყებამდე კარგა ხანი იყო დარჩენილი, ამიტომ შეგუებისა და მხიარულებისთვის ბევრი დრო გვქონდა :))
თუ მოგეწონათ, დააკომენტარეთ და გავაგრძელებ.

კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 698 | დაამატა: smiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: geosmiler
(მასალა) თარიღი: (2011-11-26 11:28 PM)




0



პასუხი
გააგრძელე კარგია =]=]