ხომ შედპირდი...(6) - 5 ივლისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივლისი » 5 » ხომ შედპირდი...(6)
5:13 PM
ხომ შედპირდი...(6)
დრო გარბის, მიქრის, მიფრინავს. უკან აღარ იხედება. მოვიდა დეკემბერი... ქუთაისი თეთრით შეიმოსა, მეგობრები მეგობრებად დარჩნენ. თოვს... ფანჯარაში ვიყურები და ფიფქებს ვუყურებ. წელს ბევრი თოვლი მოვიდა. ეზოში ვერ გავდივარ იმხელა თოვლია. გარდა ამისა გუნდების მეშინია... ნიკასთან ძველებურად ვარ. ყველგან ერთად დავდივართ... ჩიხის ბავშვებთან აღარ გავდივარ... კარზე ზარის ხმაა... ალბათ ნიკაა.
-მარი როგორ ხარ? - სახეგაბრწყინებული ნიკა დამხვდა.
-გადასარევად, შენ?
-მე უმაგრესად. გამო რა გარეთ, ვიგუნდაოთ.
-ჩემთან ეზოში?
-ჰო და თოვლის ბაბუც გავაკეთოთ. - გაღიმებულმა მომაყარა.
-კარგი. ხუთი წუთი მჭირდება. ტელევიზორი ჩართე და მეც მალე მოვალ.
კისრისტეახით ავედი ჩემს ოთახში და თბილი სამოსის ძებნა დავიწყე. კიდევ კარგი როცა მოვდიოდი ”ბუგები” ჩავდე. ისე გამოვეწყვე, თითქოს ბაკურიანში მივდიოდი, მაგრამ გარეთ ისე ყინავს რომ საჭიროა. ქვევით ჩავედი. ჩემს დანახვაზე ნიკამ სიცილი დაიწყო.
-მარი ჩვენ ბაკურიანში კი არ მივდივართ, ეს შარფი და ქუდი მაინც მოიხადე. გუნდაობის დროს გაოფლიანდები და მერე რომ გაცივდე მამაშენი გაგიჟდება.
-კარგი. - და შარფის მოხსნას შევუდექი. მაგრამ პირიქით გამომივიდა. ნიკამ სიცილი დაიწყო. მოვიდა და შარფი წამის მეასედებში მომხსნა. - მადლობა. - ძლივს ამოვილუღლუღე.
-რა ფათერაკიანი ბავშვი ხარ! - ისევ ხარხარებდა.
-ბავშვი სულაც არ ვარ!
-აბა ბავშვივით რომ იქცევი?!
-შენ? მოდიხარ და წამო ვიგუნდაოთო. შენი ჭკუით დიდი ხარ?
-გინდა რომ ვიჩხუბოთ? - პასუხი არ გავეცი, ქურთუკი გავიხადე და საკიდზე ჩამოვკიდე. - აჰა! ეგრე არა? კარგი, ის მაინც მითხარი, რა გეწყინა! - ყურადღება არ მივაქციე. ტელევიზოს ”ინტერესით” ვუყურებდი...
-არ მელაპარაკები ხო? კარგი, როგორც გინდა. წავედი მე! (მყუდროს ინტონაციით :d) - კარისკენ წავიდა, მაგრამ არ გავკიდებივარ, კიდევ ერთხელ მოიხედა უკან, დარწმუნდა მე ტელევიზორს ვუყურებდი თუ არა. კარი გამოაღო გავიდა და ჩუმად მიხურა. კარს გავხედე, დაბურული ფანჯრიდან ჩანდა, რომ არ წასულა. კარზე თავი ჰქონდა მიდებული... ალბათ ეწყინა... ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა ღაწვებზე. თითქოს ჩანჩქერი ყოფილიყოს. ის კი, ისევ იქ იდგა... არ განძრეულა. არავინ იცის იმ დროს მის გულში რა ხდებოდა... ნახევარი საათი ასე იდგა, კართან აყუდებული... ბოლოს კი წავიდა... მარტო დავრჩი... იმ ადამიანს ვაწყენინე, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, რომლის გარეშეც ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს... გულში დიდი სიცარიელე ვიგრძენი... ისევ ვტირი... ცრემლები ღაპაღუპით მომდის... ის წავიდა, წავიდა გულნატკენი. წავიდა და მარტო დამტოვა... ვაწყენინე, ძლიერ ვაწყენინე. ჩემ თავს ვუბრაზდები. ცუდად ვარ... თითქოს სული მეხუთება... თვალწინ მიდგას დღევანდელი სცენა... გონებამ აღიდგინა წამებში მომხდარი ამბავი... გამახსენდა თუ როგორ შეეცვალა ნიკას სახე... როგორ შეაცივდა სახეზე ღიმილი... როგორ წავიდა... მისი ბოლო გამოხედვა... გამახსენდა მისი ჩამქრალი თვალები... გამახსენდა და გული გამიჩერდა... ისევ ტირილი დავიწყე. დივანზე ვიწექი და მამაჩემის საყვარელ ბალიშს მდუღარე ცრემლით ვასველებდი. ცრემლებმა ენერგია წამართვეს და ჩამეძინა...
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 756 | დაამატა: SmileMari | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: nino-bebe
(მასალა) თარიღი: (2011-07-06 5:55 PM)




0



პასუხი
maleed dadeeeee magariaaaaa