Hilary duff - ს ბიოგრაფია <3 - 28 ივლისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივლისი » 28 » Hilary duff - ს ბიოგრაფია <3
9:29 AM
Hilary duff - ს ბიოგრაფია <3
სრული სახელი: ჰილარი ენ ლიზა დაფი
ზედმეტსახელები: ჰილ, ჯუსი, ქლინ ქეთ
დაბადების თარიღი: 28 სექტემბერი 1987 წელი
დაბადების ადგილი: ჰიუსტონი, ტეხასი. 
იზრდებოდა სან-ანტონიოში
საცხოვრობელი ადგილი: ლოს ანჯელესი, კალიფორნია
თმის ბუნებრივი ფერი: ყავისფერი
თვალები: თაფლისფერი
სიმაღლე: 160 სმ.
ზოდიაქო: სასწორი; აღმოსავლური ჰოროსკოპით: კურდღელი
ჰყავს: უფროსი და - ჰეილი, მშობლები: ბობი და სიუზანი
ქველმოქმედება: Kids With a Cause-ის წევრი
მისი მენეჯერი დედაა
საყვარელი ფერი: ვარდისფერი
საყვარელი ცხოველი: ძაღლი
საყვარელი საგანი: მათემატიკა
საყვარელი ფილმი: ყრუ და უფრო ყრუ
საყვარელი სპორტი: ცურვა და ტრამპლინიდან ხტომა
საყვარელი მუსიკა: ჰიპ-ჰოპი, პოპმუსიკა, რეპი და როკი
ჯგუფები: No Doubt, Good Charlett, Blink 182, Eminem, Nelly, Vanessa Carlton, Green Day, Rancid
საყვარელი მომღერალი:რობერტ სმიტი, ბრიტნი სპირსი, ჰეილი დაფი
საყვარელი კოსმეტიკა:MAC, Bebefit
საყვარელი მაღაზიები:Merlose Avenue, Jami Lynn, Wet Seal, Rampage
საყვარელი საჭმელი:მექსიკური, სუში, იტალიური, ფუნთუშები შიგთავსით და ა.შ
ბოსტნეული: ისპანახი
საყვარელი ხილი: ანანასი
საყვრელი ეპიზოდისერიალში "ლიზი მაგუაიერი” - შინაგანი სილამაზე
ჰილარი ამბობს რომ მბრძალებლობა უყვარს,
ეშინია სიბნელის: როცა სახლში მარტო რჩება, ყველა კარს რაზავს
შოუბიზნესი რომ არა, დერმატოლოგი გახდებოდა
პირველად რეკლამაში რომ გადაიღეს, 7 წლის იყო
პირველი ფილმი: კასპერი და უენდი
პირველი სიმღერა და კლიპი: I Can’t Wait  (არ შემიძლია ლოდინი)
ალბომი-დებიუტი: Metamorphosis 




ახალგაზრდების კერპი, მსახიობი და მომღერალი ერხარდ (ბობ) დაფის, მაღაზიათა მეპატრონისა და დისახლისის, სიუზანის, მეორე ქალიშვილი იყო. ჰილარი და მისი სამი წლით უფროსი და ბავშვობიდანვე ეუფლებოდნენ სამსახიობო ოსტატობას. დედის მხარდაჭერით ორივე საგანგებო  ოსტატობის კლასში ჩაირიცხა და ამის შემდეგ ადგილობრივი თეატრალური წარმოდგენების მთავარი როლები ყოველთვის დებს - დაფებს ეკუთვნოდათ.


დიდ სცენაზე პირველი გამოსვლა "მაკნატუნაში” მოუხდა, მაშინ სულ 6 წლის იყო. მოგვიანებით ჰილარიმ და ჰაილიმ მსახიობის კარიერაში სრულყოფა და წარმატება მიზნად დაისახეს და დედასთან ერთად საცხოვრებლად კალიფორნიაში გადაბარგდნენ.  მამა ტეხასში დარჩა და, როგორც ჩანს, ქორწინების დანგრევის წინაპირობაც ეს გახდა.


კინობიზნესში დებს გაშლილი ხელებით არავინ მიჰგებებია. თავიდან მასობრივ სცენებში აძლევდნენ როლებს. მაგრამ ტალანტი არ დაიმალა, 11 წლის ჰილარი თავის პირველ მთავარ როლს ფილმში "კასპერი და ვენდი” მიიღებს. ნორჩ და კეთილ ჯადოქარს თამაშობს, მაგრამ ფილმმა მაყურებლების სიყვარული და აღიარება ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ, მომდევნო სურათმა - "სულების შემგროვებელმა” მოიტანა წარმატება და ჰილარიმ პრიზი მიიღო ნომინაციაში "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი”. 

ამას ისევ უიღბლო ცდა მოჰყვა: გოგონა არ დაამტკიცეს ფილმზე, რომელიც ცოტა ხანში ეთერიდან მოიხსნა. ძალიან მალე ახალი პერსონაჟი ითამაშა, რომლის განსახიერებამაც მსოფლიო პოპულარობა და ახალგაზრდების კერპის ტიტული მოუტანა.


სერიალით "ლიზი მაკგუაიერი” (65 სერია) ჰილარის ნამდვილი სამსახიობო ცხოვრება დაიწყო. ეკრანებზე ის 2001 წელს გავიდა, 2 წლის მანძილზე ძალიან პოპულარული იყო, აირჩიეს საუკეთესო სატელევიზიო შოუდ. იმავე სიუჟეტის უხვშემოსავლიანი სრულმეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს (2003). ამ ფილმით ჰილარი დაფი სერიალების მსახიობიდან კინომსახიობად გადაიქცა. მისივე წყალობით დაიწყო ჰილარის სოლოკარიერაც (საუნდტრეკს თავად ასრულებდა)

2002 წელს ჰილარი პირველ ფირფიტას Santa Clause Lane უშვებს, მღერის ქრისტინა მილიანთან, ლილ რომეოსთან და დასთან ერთად. ამას ახალი ჩანაწერებიც მოჰყვა.


2003 წელი ჰილარის ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი გახდა. გადაიღეს ფილმებში "აგენტი კოდი ბენკსი” და "ბითუმად უფრო იაფია”, იწერება სოლო-ალბომი "Metamorphosis”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომი ხდება. მეტამორფოზები სამგზის პლატინის დისკია. ჰილარი საგასტროლო ტურნეს იწყებს, ბილეთები თვალის დახამხამებაში იყიდება. კრიტიკოსები კი ამბობენ, ასეთი წარმატება ბრიტნი სპირსს და კრისტინა აგილერასაც არ ჰქონიათო. 2, 2 მლნ. ასლი გაიყიდა. 


"ცვლილებები ცხოვრებაში ბუნებრივია და მნიშვნელოვანი. ალბომს "მეტამორფოზები” იმიტომ დავარქვით, რომ მეტამორფოზა, ანუ ცვლილება თითოეულის გამოცდილებაცაა. საუბარი არაა მარტო ჩემზე. ბევრი მიჩვეულია ლიზი მაკგუაიერად ან სხვა პერსონაჟად აღმიქვას. ეს მუსიკა კი საშუალებაა, ყველას გავაგებინო, სინამდვილეში ვინ ვარ, როგორი ვარ და რა მინდა. ყველა ვითარდება და იცვლება, ვიცვლები მეც”.


აღსანიშნავია, რომ ამ დროს გოგონა სკოლაშიც სწავლობს, დაკავებულია ტანვარჯიშით, პარაშუტიდან ხტომაში ვარჯიშობს და მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში. თუმცა ერთი წლის შემდეგ "კონკიას ისტორია” და "სუპერვასკვლავი” საკადრის პოპულარობას გაქირავებაში ვერ აღწევენ, ალბომმა "Hilary Duff”-მა ფანატების ბრბოები ვერ მიიზიდა, თუმცა ძველი თაყვანისმცემელი გაახარა. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში მოხდა სასიკეთო ძვრა. აარონ კარტერთან განშორების შემდეგ (ეს უკანასკნელი ჰილარისა და ლინდსი ლოხანს ერთდროულად ხვდებოდა), ჰილარის ახალი მეგობარი გამოუჩნდა - ჯოელ მედდენი Good Charlotte-დან. თავიდან ეს საიდუმლო იყო, პრესა მხოლოდ მკითხაობდა და ხვდებოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში.


თუმცა ძალიან მალე თავად სიუზან დაფმა გამოაცხადა საქვეყნოდ, რომ მისი ქალიშვილი ჯოელს ხვდებოდა. 2005 წელს ჰილარის მორიგი დისკი გამოდის - "Most Wanted”, მასში მომღერლის უსაყვარლესი სიმღერები, რემიქსები და რამდენიმე ახალი ქმნილებაა. თანაავტორები ძმები ჯოელ და ბენჯი მედდენები იყვნენ.


2005 წელს ჰილარი ჰარვარდის უნივერსიტეტში აბარებს და დისტანციურად ონლაინ რეჟიმში დასთან ერთად სწავლობს. 2006 წელიც იღბლისა და უიღბლობის, წარმატებისა და წარუმატებლობის მონაცვლეობაში გაილია. ჰაილისთან ერთად "მატერიალისტებში” იღებენ, საუნდტრეკებსაც ასრულებს. ჰილარი დაშორდა ჯოელს და, შეიტანა რა სარჩელი სასამართლოში, რუსი ფანატის "თავდასხმაც" გადაიტანა.


2007 წელს ჰილარი უშვებს დისკს "Dignity”,იწყებს გადაღებას სამ ფილმში: "გრეტა”, "ომის კორპორაცია” და ”დამცავი სათვალე”. ხვდება ხოკეისტ მაიკ კომპრის. იწყებს ტურსაც, ხოლო კრიტიკოსები აცხადებენ, რომ 2007 წელი ნორჩი მომღერლისა და მსახიობისთვის, ჰილარი დაფისთვის, ვარსკვლავის ზრდასრული ცხოვრებისკენ გარდამავალი ეტაპია.  2008 წელს ჰილარი ამთავრებს ზემოხსენებულ სამ ფილმზე მუშაობას, ბრუნდება საგასტროლო ტურიდან და ახალ ფილმში გადაღებასა (Stay Cool) და ახალი ალბომის ჩაწერაზე (Best of ...) მუშაობს...


* * *

"ვმღერი მას შემდეგ, რაც ლაპარაკი ვისწავლე. სახლში, სკოლაში, გუნდში, ყველგან. მაგრამ დაახლოებით 2 წლის წინ ნამდვილი მომღერლობა გადავწყვიტე და მუშაობა დავიწყე. მართლა კარგ მომღერლებთან, კომპოზიტორებთან და პოეტებთან ვმუშაობდი. სტუდიაში ექსპერიმენტისა და მასალის შეერთების საშუალება მქონდა. შეყვარებული ვიყავი იმაში, რასაც ვაკეთებდი.”


* * *

ჰილარის ახალგაზრდული ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც აქვს: Stuff by Hilary Duff. შრომისმოყვარეა, ახალგაზრდა და ლამაზი და უამრავი გულშემატკივარი მის  დიდ წარმატებასა და აღიარებას ელის. სხვათა შორის, მისი ახალი სიმღერა: Reach Out ძალიან პოპულარულია და "დანსჩატებში” ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.




ჰილარიმ მონაწილეობა მიიღო Gossip girls  მაგრამ არამგონია ეს როლი გულგრილად დაეტოვებია რომელიმე მის ფანს. ალბათ არასასიამოვნო და მულოდნელი იყო ჰილარისაგან ეს ნაბიჯი. 



მაგრამ ალბათ ნამდვილი ფანი ამ შემთხვევას არაფრად არ ჩათვლის , ეს ხომ უბრალოდ ფილმია

ახლა კი მაიკი და ჰილარი ცოლ-ქმარი არიან 


ჰილარი ასევე იმ ვარკვლავების რიგში შევიდა რომლებმსც წიგნი გამოუშვეს. მისი ნაშრომი  Elixir NYT Childrens Chapter Books - ში ლიდერობდა


გადაწერეთ ალბომები ))



Santa_Claus_Lane_album_cover

*Santa Claus Lane 

Released     October 15, 2002

1. Santa Claus Lane (2:42) 
2. What Christmas Should Be (from 2003 re-release) (3:11) 
3. Santa Claus Is Coming To Town (3:36) 
4. I Heard Santa On The Radio (4:02) 
5. Jingle Bell Rock (2:47) 
6. When The Snow come Down In Tinseltown (3:18) 
7. Sleigh Ride (3:04) 
8. Tell Me A Story (About The Night Before) (3:40) 
9. Last Christmas (4:11) 
10. Same Old Christmas (3:17) 
11. Wonderful Christmastime (2:55)


გადაწერეთ ))



HilaryDuff-Metamorphosis

*Metamorphosis 
Released     August 26, 2003

1. So Yesterday (3:35) 
2. Come Clean (3:34) 
3. Workin' It Out (3:15) 
4. Little Voice (3:03) 
5. Where Did I Go Right? (3:51) 
6. Anywhere But Here (3:32) 
7. The Math (3:19) 
8. Love Just Is (4:02) 
9. Sweet Sixteen (3:07) 
10. Party Up (3:51) 
11. Metamorphosis (3:28) 
12. Inner Strength (1:34) 
13. Why Not (2:59)


tგადაწერეთ ))

Hilary_Duff_second_album

Hilary Duff 
Released     September 28, 2004

1. Fly (3:42) 
2. Do You Want Me? (3:30) 
3. Weird (2:55) 
4. Hide Away (3:47) 
5. Mr. James Dean (3:28) 
6. Underneath This Smile (3:38) 
7. Dangerous To Know (3:33) 
8. Who's That Girl? (3:26) 
9. Shine (3:29) 
10. I Am (3:43) 
11. The Getaway (3:37) 
12. Cry (3:47) 
13. Haters (2:59) 
14. Rock This World (3:46) 
15. Someone's Watching Over Me (4:10) 
16. Jericho (3:55) 
17. The Last Song (1:24)

გადაწერე ნაწილი 1

გადაწერე ნაწილი 2 

4EverHilaryDuf

Forever Hilary 
Released     May 12, 2006

CD1 
1. Fly (3:44) 
2. Weird (2:55) 
3. Our Lips Are Sealed (2:39) 
4. Shine (3:28) 
5. Someone's Watching Over Me (4:09) 
6. Anywhere But Here (3:30) 
7. Who's That Girl (Acoustic Version) (3:27) 
8. Jericho (Remix 2005) (3:48) 
9. Sweet Sixteen (3:07) 
10. SuperGirl (Exclusive Track) (2:51) 
11. Come Clean (Joe Bermudez & Josh Harris Main Mix) (3:36) 
12. Wake Up (DJ Kaya Long-T Remix) (5:28) 
13. BOMH (Sugarcookie Remix) (2:55) 
14. So Yesterday (Radio Remix) (3:39) 
15. Fly (AOL Session) (3:42)

CD2 (Bonus DVD) 
1. The Girl Can Rock (Live) (3:27) 
2. Little Voice (Live) (4:02) 
3. Come Clean (Live) (3:32) 
4. So Yesterday (Live) (3:43) 
5. Anywhere But Here (Live) (3:44) 
6. Metamorphosis (Live) (3:17) 
7. Sweet 16 (Live) (3:33) 
8. Where Did I Go Right (Live) (3:59) 
9. Love Just Is (Live) (4:00) 
10. Why Not (Live) (4:11) 
11. The Math (Live) (3:20) 
12. Working It Out (Live) (3:52) 
13. Party Up (Live) (4:10) 
14. Beat Of My Heart (3:08) 
15. Wake-Up (3:38) 
16. Come Clean (3:32) 
17. Fly (3:53) 
18. Our Lips Are Sealed (2:39) 
19. So Yesterday (3:32)





Dignitycover1

Dignity 
Released     March 20, 2007

1. Stranger (4:10) 
2. Dignity (3:12) 
3. With Love (3:01) 
4. Danger (3:31) 
5. Gypsy Woman (3:14) 
6. Never Stop (3:13) 
7. No Work All Play (4:17) 
8. Between You And Me (3:05) 
9. Dreamer (3:10) 
10. Happy (3:28) 
11. Burned (3:21) 
12. Outside Of You (4:03) 
13. I Wish (3:51) 
14. Play With Fire (3:00)





ჰილარის ფოტოები


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 939 | დაამატა: aaND | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: qito(emma)
(მასალა) თარიღი: (2011-12-10 2:37 PM)




0



პასუხი
kargia momecona albat bevri icvaleeeeee hearts hearts sayvareli gogoa hillary gansakutrebit momocns a cinderella story-shi