H2o : Just add Water…
მე-3 სეზონის მე-4 სერიის შინაარსი...
VaLenTine’s Day – ‘’ვალენტინობა’’....
რიკი, კლეო და ბელა მთვარის აუზში საუბრობენ მოახლოებულ ვალენტინობაზე. რიკი ამბობს , რომ არ უყვარს გულებიანი მისალოცი ბარათები და ასეთი რაღაცეები. კიმს სახლში მოჰყავს ორი მეგობარი ბიჭი. ისინი ცეკვავენ და ავეჯს აფუჭებენ.კლეო მათ სახლიდან ყრის. კიმი უკმაყოფილოა. კლეოს ეუბნება, რომ პატარა აღარაა. კლეო მამამისს უყვება ამ ამბავს. მამა ბრაზდება და კიმს მობილურს ჩამოართმევს.
ზეინი მობილურზე განუწყვეტლივ ვიღაც ამესიჯებს. მამამისი გიჟდება , როცა ბიჭების გამოგზავნილ 44 მესიჯს წაიკითხავს. ამ დროს მასთან თევზსაჭერ გემზე რაღაც საქმეზე მიდის კოსტიუმში გამოწყობილი ქალი. კიმის მამას ეს ქალი მოსწონს, მაგრამ იძულებულია გაიქცეს და კიმის პრობლემები მოაგვაროს.
კლეო გოგონებს უყვება კიმის ბოიფრენდების ამბავს. რიკის ეცინება. ბელა კი ჩაფიქრდება. რიკი მას გამოტეხავს, რომ უილი მოსწონს.
ლუისი ერთად თევზაობას სთავაზობს კლეოს. გოგონა ამაზე ჩხუბს იწყებს - ქალთევზას რაში სჭირდება თევზაობაო. ლუისი ნაწყენია და მარტო მიდის სათევზაოდ.
უილი პლაჟზე დარბის, მას ბელა შორიდან უყურებს. როდესაც უილი ბანაობის შემდეგ წყლიდან გამოდის , ბელა ჟელეს გულს დაახვედრებს ქვიშაზე. უილი გაოცებულია, ბელა ჩუმად მიდის.
კლეო და ლუისი კიმს კაფეში პოულობენ. ის ორ მეგობარ ბიჭთან ერთად ზის და იპრანჭება. კლეო მას ეჩხუბება. კიმი კაფედან გამორბის და მამამისის გემზე მიდის. იქ კაიუტაში კარი ჩაეკეტება. კიმის ყვირილზე მამამისის ნაცნობი ქალი მიდის კარის გასაღებად. კარი უეცრად იღება და ეს ქალბატონი საქმიანი საბუთებიანად წყალში ვარდება. მას სერტორები სახლში წაიყვანენ და ტანსაცმელს გამოუცვლიან. ეს ქალი კიმს აბრალებს - ძალით ჩამაგდეო. კიმი ტირის და მამას ეხუტება. მამა ამბობს რომ უკვე პატარა გოგონები აღარ ჰყავს, არამედ ლამაზი და ჭკვიანი ახალგაზრდა ქალები. კიმი ბედნიერია. ამ საუბარს ზურგს უკან ისმენს დასველებული ქალბატონიც. მას კიმის მამა მოსწონს და პაემანზე ეპატიჟება. კლეო დიდად არ მოსწონს ეს ფაქტი, მაგრამ თვლის, რომ მამამისს აქვს ბედნიერების უფლება. კლეო და მამა ცეკვავენ, ამ დროს შემოდის შავ კოსტიუმში გამოწყობილი ლუისი წითელი ვარდით.
რიკი და ზეინი კაფეში მარტონი ცეკვავენ. რიკი ბოდიშს უხდის უხეშობისთვის, ბელა და უილი პლაჟზე სეირნობენ. უილი გულის ფორმის ჟელეს ამბავს უყვება ბელას.
|