Evanescence - 9 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 9 » Evanescence
8:49 PM
Evanescence
Evanescence-ეს არის ჯგუფი,რომელიც თამად შეგვიძლია ჩავთვალოთ ლეგენდად,ლეგენდად,რომელიც არასდროს ჩაბარდება წარსულს,მილიონობით გაყიდული ალბომი,უამრავი კონცერტები,გადატვირთული გრაფიკი,სხვადასხვა ჟურნალებისთვის პოზიორობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა ეს ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელია,ჯგუფი,რომლის მთავარი ვოკალისტი ქალია,ქალი რომელმაც გააოცა მსოფლიო..გაიგეთ მეტი რამ,ჯგუფის შესახებ...

ევანესენსი (ინგლ. Evanescence) — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა ლიტლ როკში (არკანზასი), 1995 წელს. ემი ლისა და ბენ მუდის მიერ. სხვადასხვა ჩანაწერის შემდეგ, საბოლოოდ გამოვიდა ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, Fallen (2003). იგი 17 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა და მიიღო გრემის ორი ჯილდო. წლების შემდეგ გამოვიდა ჯგუფის შემდეგი ალბომი Anywhere but Home, რომელიც მილიონ ასლზე მეტი ოდენოთ იქნა გაყიდული. 2006 წლის ალბომი The Open Door გაიყიდა 6 მილიონ ასლზე მეტი ოდენობით.
ჯგუფის შემადგენლობა იცვლებოდა. დევიდ ჰოჯისმა იგი 2002 წელს დატოვა, მუდიმ - 2003 წელს (საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას), ბას გიტარისტმა უილ ბოიდმა - 2006 წელს, ხოლო ჯონ ლეკომპტმა და როკი გრეიმ - 2007 წელს. ჯგუფმა დროებით შეაჩერა არსებობა. 2009 წელს ცნობილი გახდა, რომ Evanescence მუშაობდა ახალ სტუდიურ ალბომზე.
ბილბორდის სიაში ’ათწლეულის შემსრულებლები’ Evanescence-ს უკავია #71 პოზიცია.

ყველაფერი ამერიკაში, არკანზასის შტატში დაიწყო. ჯგუფის ახლანდელი სოლისტი ემი ლი ერთ-ერთ ბანაკში ისვენებდა, სადაც რა თქმა უნდა თავისუფალ დროს მუსიკას უთმობდა. ახალგაზრდულ ბანაკში ხშირად ეწყობოდა გასართობი საღამოები, რომლებიც მუსიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო. სწორედ იქ აღმოუჩენია ჯგუფის მეორე წევრს ბენ მუდს ემი ლი, როდესაც ის ფორტეპიანოზე თავის კომპოზიციას ასრულებდა. ბენ მუდი იმდენად მოხიბლულა, რომ იქვე დაბადებულა იდეა ჯგუფის შექმნის თაობაზე. ემის ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია, რადგან ეს მისი ოცნებაც იყო. ჯგუფი 90-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. ემი ლის და ბენ მუდის გარდა, ჯგუფის წევრები არიან გიტარისტი — ჯონ ლეკომპტი და დრამერი — როკი გრეი. ეს ოთხი ადამიანი თავიდანვე კარგად შეეწყო ერთმანეთს, რადგანაც მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება და აზრები ჰქონდათ. კარგა ხნის განმავლობაში მათი შემოქმედება მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, რადგან არ გააჩნდათ სახსრები ფართომასშტაბებიანი კონცერტების გასამართავად. მიუხედავად ამისა, ჯგუფს თავიანთი მსმენელი მაინც ჰყავდა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მატულობდა. 90-იანი წლების ბოლოს, ქალაქში ორი უკიდურესობა იყო: ან უკრავდნენ ტიპიურ „DEATH"-მეტალს ან მსუბუქ, ძველმოდურ მუსიკას. ჯგუფის პოპულარობას ისიც ზრდიდა, რომ ემილი გახლდათ ერთადერთი ქალი, რომელიც იმ დროისთვის როკ ჯგუფში უკრავდა. მეორე სიმღერა, რომელიც მათ დაწერეს, იყო შვიდწუთიანი სასაცილო გოთიკური ჟანრის. ადგილობრივმა რადიომ გაუშვა ეს სიმღერა ეთერში. სწორედ აქედან დაიწყო მათი პოპულარობა. გაიზარდა მოთხოვნა მათ კონცერტებზეც. ბენ მუდი იხსენებს: „ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენი შრომა დაფასდებოდა და ეს ასეც არის. აქამდე ხალხმა არც კი იცოდა ვინ ვიყავით, ან სად შეიძლებოდა ჩვენი ნახვა. ახლა კი მოთხოვნა ჩვენზე ერთიორად გაიზარდა." მათი სიმღერები არა მარტო ჩარტებში ხვდებოდა, პირველ ადგილსაც კი იკავდებდა. ჯგუფმა სახელი ბევრჯერ შეიცვალა. თავიდან ერქვათ „Childish in Intention", შემდეგ „Striken". მათი საბოლოო სახელი „Evanescence" „უეცარ გაქრობას" ნიშნავს, მაგრამ რაც ჯგუფი ჩამოყალიბდა, ის სულ წინ და წინ მიიწევს. ამის დასტურია მათი პირველი ალბომი „Fallen", რომელიც 2003 წელს გამოვიდა, 14 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ექვსჯერ გახდა პლატინის 
მფლობელი.

ემი ლინ ლი 1981 წლის 13 დეკემბერს დაიბადა კალიფორნიაში. სახელი ემი მშობლებმა 70-იანი წლების ჰიტის, „ემის" პატივსაცემად დაარქვეს. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ, ამიტომ ის ყოველთვის ამბობს, მისი ნატვრაა, რაც შეიძლება მეტ ხალხს დაეხმაროს და ცხოვრება შეუმსუბუქოს. სწორედ ამიტომ ემი არის ამერიკის „ნაციონალური ეპილეფსიის ფონდის" ერთ-ერთი წევრი. მას შემდეგ, რაც მისი სამი წლის და დაიღუპა, ემიმ დაწერა სიმღერა „Hello", რომელიც თავის პირველ ალბომში შეიტანა. ეს სიმღერა თავის ოჯახს მიუძღვნა. ამ სიმღერის ცოცხლად შესრულების შემთხვევაში ის ყოველთვის ტირის და სტრესულ მდგომარეობაში ვარდება. ამიტომ კონცერტზე თავს იკავებს და ცდილობს, თავისი ტკივილი ხალხს არ მოახვიოს თავს. 2004 წლის „გრემის" დაჯილდოებაზე ემიმ გაიმარჯვა წლის ნომინაციაში „ წლის აღმოჩენა" და როგორც მძიმე მეტალის საუკეთესო შემსრულებელი სიმღერისათვის „Bring Me To Life".
უეცრად ჯგუფი დატოვა მისმა დამაარსებელმა ბენ მუდმა. ეს ემი ლისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან ჯგუფის დაარსებიდან ისინი პარტნიორები იყვნენ. ყველას ეგონა, რომ ჯგუფი დაიშლებოდა. ემიმ კი ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ის, რატომღაც იმდენად დათრგუნული იყო, რომ მოგზაურობის დროს მისი მელანქოლიურობა ჩვენც ცუდ ხასიათზე გვაყენებდა. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ის ახლა გაცილებით მხიარულადაა." მისი ადგილი კი ჯგუფში დაიკავა ტერი ბალზამომ, რომელმაც გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა. ემი ლი ამბობს: „როცა ბენი იყო ჯგუფში, ის ქმნიდა გიტარის პარტიას, მუსიკას, ხოლო დანარჩენს მე ვამატებდი ან პირიქით ხდებოდა ხოლმე. ერთად არასდროს დაგვიწერია სიმღერა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან პირადული იყო და არ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა. ტერის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ ერთად და ეს გაცილებით საინტერესო ყოფილა."
მეორე ალბომზე მუშაობის პერიოდში ემიმ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ყოფილი მენეჯერის, დენის რაიდერის წინააღმდეგ, რომელსაც ადანაშაულებდა ფინანსურ მაქინაციებსა და სექსუალურ ძალადობაში. სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს, რადგან ემის საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები არ აღმოაჩნდა, მაგრად დენის რაიდერს წინასწარი პატიმრობა მაინც შეუფარდეს.

სანამ ბენ მუდი ჯგუფს დატოვებდა, ჯგუფმა ხუთი დაგეგმილი კონცერტი ჩაშალა გერმანიაში. მიზეზად აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს. სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ბენ მუდი ისე დამთვრალა ერთ-ერთ როკ ბარში, რომ მოწამლულა. რადგან ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, პრესაში იწერებოდა, რომ ის გაქრა, აორთქლდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ბენი მოიტაცეს და მასში გამოსასყიდ თანხას მოითხოვდნენ. ემი ლის ინიციატივით ჯგუფმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. კონცერტზე შემოსული თანხა კი მთლიანად გადარიცხეს უპატრონო ბავშვთა სახლში. ნიუ-იორკში ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს, ვიღაც მამაკაცი მივიდა ემისთან და ისე შემოეხვია, რომ ისინი პოლიციამ ძლივს დააშორა ერთმანეთს. როდესაც ეს პიროვნება პოლიციამ დაკითხა, მას განუცხადებია, რომ როგორც იქნა, აიხდინა ნატვრა, და ემის სხეულს შეეხო. ამ „შეხებისთვის" კი ის 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს. ემი ლიმ დაწერა სიმღერა ცნობილი ფილმისთვის „ნარნიას ქრონიკა". ეს სიმღერა ფილმისთვის რატომღაც დაიწუნეს, ხოლო ემის ისე მოეწონა, რომ თავის მეორე ალბომში შეიტანა.
მიუხედავად სკანდალებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, „Evanescence"-მა ბევრი კლიპი გადაიღო, ემი ლიმ კი განაცხადა: „ჩემო ძვირფასებო! თუ მე არ დავწერ მძიმე, ეპიკურ მუსიკას, მე ვერ ვიცოცხლებ."

ახლა კი განახებთ სიმღერებს რომლებიც მე ყველაზე მეტად მიყვარს



კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 846 | დაამატა: NaTaLi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: FanTwilight
(მასალა) თარიღი: (2011-11-27 9:19 AM)




0



პასუხი
dzaan magari jgufia clap clap clap hearts hearts hearts love love love