Don't live a lie - 21 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 21 » Don't live a lie
3:52 PM
Don't live a lie
ეზოში გავედი და...
_ბლუ ჯინს_დავიყვირე, ცხენთან მივვარდი და ვეფერებოდი.
_ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდა_მითხრა ჯომ.
_რა კეთილი ხარ_გამეცინა_რაღაც გენდომება უეჭველი.
_რა უნდა მინდოდეს?
_რავი მე.
_საუზმე არ გინდა?
_შედი და მოვალ ახლავე.
ცხენს ერთხელ კიდევ ვაკოცე,

აი მერე რა მექნა არ ვიცოდი. არ მახსოვდა, სად უნდა წამეყვანა. კიდევ კარგი, ამ დროს შორიახლო ვიღაც ბიჭი გამოჩნდა. მივხვდი, რომ დამხმარე იყო და დავუძახე.
_ჰეი, ერთი წუთი აქ მოდით.
ხმა გაიგონა და ჩემსკენ წამოვიდა. რომ მოვიდა, გაკვირვებული მომაჩერდა.

რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებ-მეთქი გავიფიქრე, მაგრამ ყველაფერი რიგზე მქონდა.
_რა იყო, რამე მოხდა?
_მაილი შენ ხარ?
_კი და შენ?
_რომ გახსოვდე, ის უფრო გამიკვირდებოდა. დუგლასი ვარ.
_დუგლასი? როგორ არ მახსოვხარ.
ჩავეხუტე.

_ძალიან შეცვლილი ხარ, ხომ იცი.
_შენც. მგონი მას შემდეგ არ მინახიხარ, რაც დედაშენი დაიღუპა არა?
_ჰო_ცრემლები მომაწვა, მაგრამ თავი შევიკავე_ბლუ ჯინსი წაიყვანე რა. მე სახლში შევალ და მერე გნახავ.
_არის უფროსო smile
სახლში შევედი. ჯო და მამა უკვე საუზმობდნენ. მეც შევუერთდი. როგორც ყოველთვის, ბევრი არაფერი მიჭამია_ერთი ნაჭერი პიცა, სულ ეს იყო. ინგლისში მე და დემი სულ ასე ვიკვებებოდით და მივეჩვიე. ჭამის დროს მამამ მითხრა.
_დღეს წვეულებაზე მივდივართ, ხომ წამოხვალ?
_აი თურმე რა უნდოდა ჯოს. მაგას ხომ სულ ეზარება მარტო სადმე წასვლა. კარგი წამოვალ. ვისი წვეულებაა?
_ჩემი მეგობრის.
_ოკ. მე ახლა ზევით ავალ.
ჩემს ოთახში ავედი და მესინჯერი ჩავრთე. დემი შემოსული იყო. თან ოთახს ვალაგებდი და თან ველაპარაკებოდი. იმდენი ვისაუბრე, ენაზე მგონი ტყავი გადამძვრა. ან რა გვქონდა ამდენი სალაპარაკო. ყველაფერს დაწვრილებით ვყვებოდით. როცა საუბარსაც მოვრჩი და დალაგებასაც, სამი საათი იყო. გადავწყვიტე, კოლეჯში საბუთები შემეტანა, რადგან ერთ კვირაში სწავლა იწყებოდა. წყალი გადავივლე და გამოვიცვალე.

სასწავლებელში სწრაფად მივედი. ყველაფერი მალე მოვაგვარე და სახლში დავბრუნდი, რომ წვეულებისთვის მოვმზადებულიყავი. ბევრი თვალიერების შემდეგ ეს კაბა ავარჩიე და ჩავიცვი:

ჯოს დავუძახე და ისიც მზად იყო.

მამა უკვე წასული იყო, ამიტომ მე და ჯო ერთად წავედით ჯოს მანქანით. ექსკურსია გამოგვივიდა smile მერე ერთ სახლთან გავჩერდით.
ბევრი ხალხი იყო. ბავშვები ერთად იყვნენ, უფროსები ერთად. ჯო თავისი მეგობრებისკენ გაემართა და მარტო დამტოვა. ეს მაცემინა-მეთქი_გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს. სხვა საქმე რომ არ მქონდა, ტელეფონი ამოვიღე და დემის მივწერე.(ვითომ დიდი ხანი არ გვქონდა ნალაპარაკები :დ) სანამ პასუხს მომწერდა, სკამზე ჩამოვჯექი. უცებ ჩემსკენ ვიღაც გოგო გამოიქცა და ჩამეხუტა. ასე გამოიყურებოდა:

მერე მითხრა:
_მაილი საორუს, შენ რა ვერ მიცანი?
_სელენა შენ ხარ?
_აბა ვინ. ასე უნდა დაივიწყო ხომ მეგობარი?_ვითომ გამიბრაზდა.
ერთმანეთი მოვიკითხეთ და ცოტა ხანს ვსაუბრობდით. მერე მითხრა, ორ წუთში მოვალო და ვიღაცებთან მივიდა. მეც გადავწყვიტე, ჯოს მეგობრები გამეცნო და მისკენ წავედი. რომ მივედი...
5კომენტარის შემდეგ გავაგრძელებ.


კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 760 | დაამატა: monco_smiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: smiler
(მასალა) თარიღი: (2011-10-21 4:49 PM)




0



პასუხი
male dade shemdegii <3 <3