DECEIVER - 14 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » DECEIVER
8:39 PM
DECEIVER
ერთი კვირის შემდეგ

-ჯასტინ! ფრთხილად-დაიკივლა დრეიკმა(ეგ და მაგის კივილი ხომ წარმოგიდგენით რაც იქნებოდა)
-ბიჭო ფრთხილად რა გაკივლებს-გულგახეთქილმა დაუღრიალა ჯასტინმა
-ეგ ჩემი საყვარელი კოსტუმია და ფრთხილად არ დაგეკუჭოს-თავი იმართლა უცებ
-მერე ცოტა ჩუმად რომ მითხრა არ შეგიძლია?-თავი გაიქნია და ამოიოხრა ჯასტინმა...
--ხო რავიცი-მხრები აიჩეჩა
ბერი რომ არ გავაგრძელო პირდაპირ გეტყვით რომ ხვალ ჯასტინის სახლშჳ უზარმაზარი მასკარადი მართებოდა,თურმე მისი ოჯახის ასევთქვათ ტრადიცია ყოფილა და აგერ უკვე რამდენიმე წელია ამ ყველაფერს ფართო წრეში აღნიშნავენ.
ამიტომაც ყველანი გაწამაწიაში ვიყავით,ჯასტინმა რათქმაუნდა ორგანიზატორი ვარო და ჩემი გემოვნების მიხედვით უნდა გაკეთდეს ყველაფერიო და ახლა ყველას "ვირებივით"გვამუშავებდა.წარმოგიდგენიათ?ასე მითხრა მეგობრებისთვის გამონაკლისები არ არსებობსო...-ეგ ყუთი კუთხეში დადგით,არა მანდ არა,აი იმ კუთხეში-ერთ ამბავში იყო ჯასტინი და მუშებს ათასგვარ მითითებას აძლევდა-ღმერთო ჩემო!ულამაზესია-გოგოს ხმით თქვა როცა მისი კოსტიუმი მოიტანეს
-ჩემსას მაინც ვერ ჯობია-გამოაჯავრა ჯეიდენმა თან შუბლიდან ოფლს იწმინდავდა-ისე რა წესია!მამაჩემმა რომიცოდეს რამდენს მამუშავებ...
-ვიცი მაგრამ რა რო?მეც შენს დღეში ვარ შვილო-მეორე ოთახიდან თავი გამოყო სიქა გაცლილმა უილმა
-ბატონო ჯასტინ ეს შესანიშნავი პოსტერი სად მივაბრძანო-რევერანსი გავაკეთე ჯასტინის წინაშე და მის "ბრძანებას დაველოდე"
-ეგ?ეგ...მმმ..ადგილი არ არის მაგისთვის თორემ გეტყოდი-ბრძენი კაცის სახე მიიღო და ამდენ ღლაპუცობაში კინაღამ სკამიდან გადავარდა
-მოიცა ლურსმნებით მიგაჭედებ იატაკზე და იქნებ მერე მაინც შეიმაგრო თავი შე ბატო-დავცინე და იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე იმიტომ რომ ვიცოდი სამაგიეროს აუზში ყვინთაობით გადამიხდიდა....მაგას ვაჯობე სიმშრალეში მემუშავა სელენასთან ერთად
-ლილი-ისე მითხრა სელენამ რომ მაშინვე მივხვდი რაღაცის თქმა უნდოდა-შენ და ჯასტინი კიდევ არ შერიგებულხართ?
-ჩვენ ხომ არც გვიჩხუბია,უბრალოდ გადავწყვიტეთ რომ ცოტა ხნით მეგობრებად დავრჩეთ
-გადაწყვიტეთ თუ შენ გადაწყვიტე რომ ასე მომხდარიყო?
-ამას ახლა რამე მნიშვნელობა აქვს?
-ახლა არა მაგრამ შეიძლება შემდეგში ქონდეს-მხრები აიჩეჩა სელენამ
-მაგაში რას გულისხმობ?-დაეჭვებით ვკითხე-რამე ისეთი ხდება რაც მე არ ვიცი?
-ისეთი არაფერი-დაიმანჭა სელენა.თითქოს რაღაც უნდოდა მაგრამ თქმას ვერ ბედავდა
-დროზე ამოღერღე-თვალები დავუბრიალე
-კარგი,კარგი-ხელები ზევით ასწია-მოკლედ შენ ხომ იცი რომ მე და ჯასტინი ერთმანეთს კარგა ხნის წინ დავშორდით და ახლა მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს,გახსოვდე რომ ყოველთვის შეგიძლია მეგობრად მიგულო მაგრამ სხვები ასე არ ფქრობს...
-სხვებში ვის გულისხმობ?
-ქეითს
-ეგ ვინ არის?
-ჯასტინის პირველი შეყვარებული,იმედია იცი რომ მას ჯასინი ჯერ-კიდევ უყვარს და გუშინ...გუშინ ორივენი კაფეში დავინახე
-მერე რა?-ეს ამბავი არაფრად ჩავაგდე-მე და ჯასტინი მეგობრები ვართ და ვისაც უნდა იმას შეხვდება
-კარგი შენი საქმის შენ იცი,მე უბრალოდ გაგაფრთხილე-მითხრა სელენამ
-მაინც მადლობა-გულწრფელად გავუღიმე სამზარეულოში გავედი
მაცივრიდან წვენს ვიღებდი ტელეფონზე მესიჯი რომ მომივიდა
"i wanna see you in the park..please hurry up..love you so much"
"jayms"
გაშტერებული დავაცქედი ეკრანს...ნეტა ასეთი სასწრაფო რა იყო?
ჩემს ოთახში ტანსაცმელი გამოვიცვალე და სახლიდან გამოვიპარე,ვინმეს რომ დავენახე ათას კითხვას დამაყვირნენ ეს კი არ მაწყობდა...
პარკში მივედი.სულ კუთხეში ჯეიმს მოვკარი თვალი და მისკენ გავიქეცი.ანერვიულებული მეჩვენა
-ლილი-აღტაცებულმა წარმოთქვა ჩემი სახელი-არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოხვიდოდი-გამიღიმა და გადამეხვია,მეც ჩავეხუტე.
-ისეთი შეტყობინება გამომიგზავნე რომ შემეშინდა რამე არ ჭირდეს-მეთქი
-ჰო მართალი ხარ-უცებ დასერიოზულდა-საქმე არც ისე მარტივად არის
-რა ხდება?-ნერვიულობა დამეტყო
-ქალაქიდან წასვლა მომიწევს-ჩუმად შემაპარა
-რა?კი მაგრამ რატომ?რამდენი ხნით?
-რატომ?ამის ცოდნა საშიშია შენი სიცოცხლისთვის-ხელით ლოყაზე -შემეხო-რამდენი ხნით?აი ეგ მეც კი არ ვიცი.შეიძლება,თვეებით.ან სულაც წლებით
-წლებით-დავიყვირე-კარიგი რა.ხომ იცი უშენოდ როგორგამიჭირდება-კიდევ ერთხელ მოვეხვიე-არ წახვიდე ,გთხოვ.
–ყველა თხოვნას აგისრულებ ამის გარდა-დანანებით ჩაილაპარაკა
-რამე გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს?მოგზდევენ?ლოს-ანჯელესში ხომ უამრავი სამალავია
-არა,არ მომზდევენ.და საერთოდ ამდენ კითხვას ნუ მისვამ,ხომ იცი რომ...
-ამის გაგება საშიშია ჩემთვის-დავასწარი და მისი ნათქვამი სიტყვები გავიმეორე
-კარგად დაგმახსოვრებია-უაზროდ თბილი თვალებით მიცქერდა
-როდის მიდიხარ?
-როგორც კი სახლში წახვალ-გამიღჳმა
-მაშინ მე არასოდეს დავბრუნდები შინ-ყურში ჩავრჩუჩულე
-დარწმუნებული ვარ ხვალინდელი წვეულება უშენინოდ უინტერესო გამოვა.ამიტოც შენი სახლშჳდაბრუნება სასიცოცხლოდმნიშვნელოვანია
ორივეს გაგვეცინა
ამის მერე არაფერი გვითქვამს.ორივენი სკამზე ვისხედით ერთმანეთზე ჩახუტებულები და ხმას არ ვიღებდით,თითქოს იმ უკანასკნელ ბედნიერ წუთებს ვითვლიდი რომელსაც განმეორება აღარ ეწერა
მაგრამ მაინც დადგა ჩემი წასვლის დრო,ის საშინელი წუთი როდესაც ჯეიმს ვემშვიდობებოდი უცრემლოდ არ ჩაუვლია
–I smile when i think of you...in other words-i am always smiling
-კარგია ესეიგი არასოდეს დაბერდები-შევეცადე მხიარულად მეთქვა მაგრამ არ გამომივიდა
-მიყვარხარ-ყურში ჩამჩურჩულა ჯეიმსმა მაგრად ჩამიკრა გულში და გამშორდა
ძალიან ვწუხდი რომ მეც არ შემეძლო იგივე სიტყვებს თქმა მისთვის,მაგრამ რა მექნა,ჩემი გული მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა.
ვწუხდი იმის გამო რომ ჩვენ არ დავპირებულვართ ერთმანეთს რომ ოდესმე ისევ შევხვდებოდით.მაგრამ მე ბედნიერი ვიყვი იმით რომ ჩემ სხეულის და სულის რაღაც,შეიძლება ძალიან ცირედი,მაგრამ მაინც მას ეკუთვნოდა...
მეორე დღეს წვეულება ალბათ არაჩვეულებრივად მიმდინარეობდა მაგრამ მე მაინც ვერ გავიგებდი რადგანაც არ ვესწრებოდი..იქ ყოფნას სანაპიროზე უაზროდ ყიალი ვარჩიე...თან სიმარტოვეც საოცრად მსიამოვნებდა.
თითქოს ჯეიმსის წასვლასთან ერთად ჩემი მანათობელი მზეც ჩაქრა.ნეტავ სად იყო?ან სად იმალებოდა?ხომ ცოცხალი იყო?ღმერთო მასზე ძალიან ვღელავდი...
-ლილი?-საიდანღაც თავზე ერიკა დამადგა
როგორც ჩანს მარტო ყოფნა არ მეწერა!
-აქ რას აკეთებ?-გვერდით მომიჯდა
-რავიცი,ხმაურს გამოვექეცი-მხრები ავიჩეჩე-შენ?
-მეც შენს დღეში ვარ,მომბეზრდა ყოველდღიურობა და გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა...
კიდევ ცოტა ხანი ვილაპარაკეთ.შემდეგ კი ერიკას შევთავაზე რომ ჯასტინთან სახლში წავსულიყავით წვეულებაზე.მივხვდი რომ პრობლემებიდან გქცევით მათგან თავს ვერ დაიღწევ
-მე რომ კოსტუმი არ მაქვს?
-არც მე-ჩემს ტანსაცმელ დავხედე-თან ნუ გეშინი,სნობები თურმე არც ისეთი კაპრიზულები ყოფილან ნუ ჯასტინს თუ არ ჩავთვლთ
-მართლა?
-წვეულებაზე შენ თვითონ ნახავ
-ეგეც იქნება?
-კი...რა იყო მისი ფან ხარ?
-რაღა დაგიმალო და არა-თვალები გადაატრილა
გამეცინა.ერიკას ნათქვამზე კი არა,არამედ ჯეიმსზე ვფიქრობდი....
"when i think of you i always smile"
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 244 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: busuna
(მასალა) თარიღი: (2011-11-14 11:51 PM)




0
Spam


პასუხი
omg magaria sityvebi ar myopnisss

5 - ავტორი: mari_miley
(მასალა) თარიღი: (2011-11-14 11:36 PM)




0
Spam


პასუხი
gaagrdzele dges wavikitxe ramodenime xnis shemdeg da dz momewonaaaaaaa

4 - ავტორი: tako♥♥♥
(მასალა) თარიღი: (2011-11-14 11:10 PM)




0
Spam


პასუხი
moomwonsss magaria male gaaagrdzeleeeeeeeeee

3 - ავტორი: Bella_Cullen
(მასალა) თარიღი: (2011-11-14 11:05 PM)




0
Spam


პასუხი
male dade xolme torem interesit vkvdebi

2 - ავტორი: LeeLu-JB
(მასალა) თარიღი: (2011-11-14 10:35 PM)




0
Spam


პასუხი
gaagdzelee :*

1 - ავტორი: Lizi-Justin
(მასალა) თარიღი: (2011-11-14 9:38 PM)
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz