DECEIVER - 1 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 1 » DECEIVER
6:44 PM
DECEIVER
ლოს-ანჯელესის ეს სკოლა საგძნობლად განსხვავდებოდა სიუარდის სკოლისგან.აქ შედარებით ცივი ბავშვები სწავლობდნენ.”მაგარი გოგონების”ჯგუფები და ერთმანეთზე გადამტერებული ბიჭები.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს აქ სწავლა კარგს არაფერს მომიტანდა და მაინც მე მოვახერხე გამეცნო ერთი ნორმალური წყვილი როუზი და შონი.მაგრამ რატომღაც ისინი არავის წრეში არ ერეოდნენ თითიქოს გასაიდუმლოებული აგენტები ყოფილიყვნენ.ამან ცოტათი დამაბნია მაგრამ მაინც გავუგეთ ერთმანეთს.ბოლოს მასწავლებლების ჯერიც დადგა.როგორც ყველგა აქაც გამოერია ერთი გადარეულ-შეშლილი.ტყავის შარვლებით წითელი თმებით და მაიმუნის ვარცხნილობით.თან კაცი და თან ტრიგონომეტრიის მასწავლებელი.მისტერ ჯეი-ჯეი.თვითონ გვითხრა ასე დამიძახეთო.გაკვეთილზე სიცილისგან რანაირად შევიკავე თავი არ მახსოვს.მე კი არა მთელმა კლასმა. 
დღის ბოლოს იმდენი დავალება მოგვცეს სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი. 
საერთო საცხოვრებელში უამრავი ბავშვი ირეოდა.ზოგი ეზოში იყვნენ და ლანგრით საჭმელი გამოეტანათ.დანარჩენები კი ზოგი დერეფანში და ოთახებში.მე ისე რომ არ მისადილია ჩემს ოთახში ავედი და წიგნების დასტა გადმოვაწყვე მაგიდაზე.ერთი საათი მარტო ინგლისურის ტექსტს ვიზუთხავდი.ბოლოს მათემატიკის დავალება რომ დავწერე თავი მიგჯებოდა.თვალები სულ ჩაწითლებული მქონდა და ძლივს მივფორთხდი საწოლთან. 
ინსტიქტურად ტელეფონზე დანარეკები გადავამოწმე.ვიღაცას აუფეთქებია ჩემი ტელეფონი.მე კიდე ხმა მქონდა ჩაწეული და არაფერი მესმოდა. 
ხომ უნდა გამეგო ვინ იყო.ჰოდა ამიტომაც მე დავურეკე 
მესამე ზარზე მიპასუხეს 
-ლილი?-ვიღაცამ აღტაცებით წარმოთქვა ჩემი სახელი-კიდევ კარგი თორემ მე მეგონა რომ დაყრუვდი 
-...............-მე ხმას არ ვიღემბდი,ვერ მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო 
-შენ რა ვერ მიცანი? 
-ვერა 
-ტედი ვარ-ცოტა გაბრაზდა 
-ტედი?ბოდოში ვერ გიცანი-თავში ხელი ჩავირტყი 
-კარგი არაუშავს-გაეცინა-ჰო მართლა რისთვის გირეკავდი თუ საქმე არაფერი გაქვს გამოგივლიდი და ქალაქს დაგათვალიერებინებდი 
-ახლა?-სახე შემეცვალა 
-ჰო რა იყო 
-არაფერი უბრალოდ ძალიან დავიღალე და... 
-უარს არ მივიღებ-საუბარი გამაწყვეტინა 
-კი მაგრამ... 
-არავითარი მაგრამ.მე უკვე გამოსული ვარ სახლიდან და გირჩევნია დროზე მოემზადო 
-კარგი ჰო-ამოვიოხრე და უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე 
-ასე უკეთესია-მერე გამომემშვიდობა და ყურმილი გათიშა. 
დავრჩი მარტო.რა მექნა?სასწრაფოდ მივვარდი ტანსაცმელების გარდერობს და რა არ მოვიზომე.ხან წითელი შარვალი.ზან ლურჯი ზედა და ხანაც შავი კაბა მაგრმ ვერაფერი ავარჩიე ბოლოს ჯენის დავუძახე.ბოლო იმედს და როგორც იქნა მისი გემოვნებით გამოვეწყვე.ისეთი თეთრი კანი მქონდა სარკეში რომ ჩავიხედე თავი გამჭვირვალე მეგონა.თვალის უპეებთან ცოტა რაოდენობით ტონალური დავიდე.აბა ასეთი გაწითლებული სად წავსულიყავი.შემდეგ თმები გავიშალე და ქვევით ჩავედი.ეზოში უკვე მელოდა მდიდრული და ძვირფასი მანქანა მაგრამ დავეჭვდი ეს იქნებოდა თუ არა მაგრამ ტედი რომ გადმოვიდა მანქანიდან მეც მისკენ წავედი. 
უკეპოდ და სათვალის გარეშე გაცილებით ლამაზად გამოიყურებოდა. 
კარები გამიღო და გზას დავადექით. 
რამდენიმე წუთი ისე ვიყავით ხმა არცერთს ამოგვიღია,ბოლოს სიჩუმე ტედმა დაარღვია 
-აბა როგორ შეეწყვე სკოლას მოგეწონა?-ცალი ხელით საჭეს მართავდა ცალით კი რაღაცას ეძებდა 
-მემგონი არაუშავს.პირველი დრისთვის კარგად მოვერგე.შენ რას ეძებ მანდ? 
-უკვე არაფერს-და დისკი დამანახაამაზე ჩემი საყვარელი სიმღერები და კომპოზიტორებია ჩაწერილი 
-კლასიკას უსმენ? 
-რათქმაუნდა.შენ? 
-მე საერთოდ არაფერს ვუსმენ 
-აჰა,ახლა გასაგებია-თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკარა 
-რა არის გასაგები?-ჩემთვის გაურკვეველ წინადადებას უკვე მეორედ ამბობდა.პირველად აეროპორტში მეორედ ახლა 
-არაფერი.დაივიწყე-ამ დროს ყველაფერი სასიამოვნო მუსიკამ მოიცვა და მეც აღარ ჩავძიებივარ,გაჩუმება ვამჯობინე და მოვდუნდე.ირგვლივ საოცარი ჰანგები გაჟღერდა.საოცრად მომაჯადოვებელი 
-ეს დებიუსია-ჩუმად მითხრა ტედმა-გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორი,ვატყობ მოგეწონა 
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე რათა უკეთესად გადავშვებულიყავი ზღაპრულ მორევში 
ცოტახანში მანქანამ სვლა შეანელა.მე გამოვფხიზლდი 
-ვჩერდებით?-ცოტაც და ჩამეძინებოდა 
-წინააღმდეგი ხომ არ იქნები აქედან ფეხით რომ გავაგრძელოთ გზა? 
-არა რა თქმა უნდა-ფანჯარაში გავიხედე,ბულვართან ვიდექით 
მანქანიდან გადმოვედი,საიდანღაც ტალღების ხმა შემომესმა და მეც ინსტიქტურად იქითკენ წავედი. 
აი სად გაამართლა ჯენის გემოვნებამ რომ მოკლე ერთიანი კაბა ჩამაცვა 
ისეთი სითბო იდგა სიამოვნებით ვიცურავებდო 
ტედიც გამომყვა და ორივემ ერთდროულად შევცურეთ წყნარ ოკეანეში. 
ტანსაცმელებით ალბათ გიჟებს ვგავდით,მიუხედავად იმისა რომ ბნელოდა და არაფერი ჩანდა მაინც ჩავყვინთეთ.უაზროდ კარგად გავერთედ მაგრამ მალე წვიმა წამოვიდა და ნაპირზე გამოვედით. 
გაწუწულები დავჯექით ქვიშაზე და აღელვებულ ტალღებს დავუწყეთ ყურება. 
-ლამაზია არა?-ტედისკენ შევბრუნდი და ვკითხე 
-ჰო ძალიან-დამეთანხმა და ჩემთან მოვიდა-არ გინდა ვიცეკვოთ? 
-რა ვქნათ?-გადავიხარხარე-გაგიჟდი? 
-შენ მე შეურაწყოფას მაყენებ-წყენა გამორეული ხმით მითხრა და უცებ ხელში ამიტაცა 
-რას აკეთებ!დამსვი!-გავკიოდი მაგრამ ჩემი არ ესმოდა წრეზე მატრიალებდა და თან იცინოდა 
-გაგივარდები დამსცი! 
-გამივარდები?არა,საოცრად მსუბუქი ხარ-ისევ გაიცინა და ჩემდა გასაკვირად ძირს ჩამომსვა 
შემდეგ ხელები ჩამჭიდა და როგირც პატარა ბავშვებმა იციან წრეზე დავხტოდით. 
არა ვერ ვიჯერებდი რომ ეს მე ვიყავი.სრულიად შეცვლილი და გალაღებული 
რამდენიმე წუთის შემდეგ ორივეს თავბრუ დაგვეხვა და მისავათებულები ქვიშაზე გავწექით. 
-ალასკაზე როგორ ერთობოდი?-მოჭუტული თვალით გადმომხედა 
-იქ საერთოდ არ ვერთობოდი ყველაფერი საოცრად ერთფეროვანი იყო 
-მაშინ კეთილი იყოს შენი მობრძანება ცისარტყელაში-ძლივს წამოჯდა და მე გამომხედა-ჰო მართლა ლილი, ოდესმე ჩემზე რამე ისეთს თუ გაიგებ რაც არ გეცოდინება დამპირდი რომ არ გაბრაზდები 
-მაინც რას გავიგებ?არ ჯობია შენ მითხრა? 
-რა აზრი აქვს რამდენიმე დღეში შენ თვითონ მიხვდები 
-რამე სერიოზულია?-ძლივს თავი წამოვწიე 
-არამგონია.გააჩნია შენ როგორ მიიღებ 
-კარგი მაგრამ მანამდე მითხარი რომელი საათია 
-თერთმეტის ნახევარი 
-რომელი?-ფეხზე წამოვხდი-სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე საერთო საცხოვრებელში 
მოკლედ უკან როგორ მივედით არ მახსოვს.მაგრამ ჩემს ოთახში რომ შევედი თერთმეტს უკლდა ხუთი წუთი 
-გადავრჩი-ჩუმად ჩავილაპარაკე და სააბაზანოში შევედი მთელი დღის ჭუჭყის მოსაშორებლად[iFunLove.TK]
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 724 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: Angel
(მასალა) თარიღი: (2011-09-01 7:12 PM)




0



პასუხი
kargia dzalia mgarii