ბრძნული აზრები - 2 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 2 » ბრძნული აზრები
7:34 PM
ბრძნული აზრები

შოპენჰაუერი: შური ადამიანის ბუნებრივი თვისებაა, და მაინც, ის ბიწია და უბედურება. მას უნდა აღვიქვამდეთ, როგორც ჩვენი ბედნიერების მტერს და ყოველნაირად ვცდილობდეთ, ჩვენს არსებაში მოვაშოროთ ეს ბოროტი დემონი.

ნაპოლეონი: არიან ისეთებიც, რომლებიც, თუმცა, გრძნობენ თავიანთ გადამცდარობას, მაგრამ სიამაყით და მედიდურობით არ ტყდებიან მასში და უფრო უკიდურეს გადამცდარობაში ცვივდებიან.

რუსო: იქონიეთ მხედველობაში, რომ არცოდნა არასოდეს არ წარმოშობს ბოროტებას. დამღუპველია მხოლოდ მცდარობა. ადამიანები კი ცდებიან არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ თავიანთი თავი მცოდნედ წარმოუდგენიათ.

პლინიუს უმცროსი: ჩვეულება ერთი და იგივე საქმიანობის უნარს გამოუმუშავებს, მაგრამ ნიჭს არ ავითარებს. იგი თვითკმაყოფილებას უფრო შთაუნერგავს ადამიანს, ვიდრე საკუთარი თავის რწმენას.

ჟიულ ვერნი: ცივილიზებული ადამიანები სიმთვრალეში ადამიანის სახეს და იერს კარგავენ.

ლესინგი: ცრურწმენა, რომელშიც ჩვენ აღვიზარდეთ, მაშინაც არ კარგავს ჩვენზე ზეგავლენას, როცა მის რაობას შევიცნობთ.

ლაო ძი: ვინც დაიხშო ყურნი და დაიბრმავა თვალნი, უტანჯველად გალია წუთისოფელი. ვინც ვნებებს აჰყვა და ნეტარებამ შთანთქა, სატანჯველში გალია წუთისოფელი.

ჰერაკლიტე: ზერელე ცოდნა შეცდომისა და შუღლის წყაროა. ძაღლები მხოლოდ უცნობებს უყეფენ.

სენეკა: მე რომ სიბრძნე იმ პირობით შემომთავაზონ, ჩავიკეტო ჩემშივე და იქიდან არაფერი გავუზიარო სხვებს, მე უკუვაგდებდი ასეთ სიბრძნეს.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 616 | დაამატა: Takusha1999 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz