გახდომის 10 საინტერესო რეცეპტი - 21 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 21 » გახდომის 10 საინტერესო რეცეპტი
9:09 AM
გახდომის 10 საინტერესო რეცეპტი
წონის დაკლებისთვის მხოლოდ კვების შესზუდვა არ კმარა. გთავაზობთ არანაკლებ ეფექტურ დამატებით რეცეპტებს გასახდომად. 
1. მოახდინეთ ფერთა რევოლუცია 
მოიმარჯვეთ სარებავები და "ხატეთ" თქვენი იდეალური ფორმები. შემთხვევით არ ასოცირდება ყვითელი დახვეწილობასთან. 
ის მოდურ პრეპარატებზე ნაკლებად არ ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აკონტროლებს წონას. ასე რომ, შექმენით მეტი ყვითელი კოლორი ირგვლივ! 
შემჩნეული გექნებათ: იმ რესტორნების დიზაინში, სადაც შვედური მაგიდაა, ლურჯი სჭარბობს. მიირთვით საჭმელი მოლურჯო-მწვანე თეფშიდან და მცირე ულუფებითაც დაკმაყოფილდებით. 
თუ დააკვირდებით, ბუნებაში არ არსებობს ლურჯი ფერის საკვები პროდუქტი და ცხოვრებაში ეს ფერი მომატებული მადის დასაქვეითებელ ბუნებრივ საშუალებად ითვლება. 
აი, სტაფილოსფერი კი პირიქით - მადას აღძრავს. ცისფერიც ხელს უშლის გახდომის პროცესს. ასე რომ, თუ გინდათ, უფრო თხელი გამოჩნდეთ, მოაშორეთ გარდერობიდან ცისფერი ჯინსი და მაისურები. 
2. იკითხეთ! 
ჟურნალი შესანიშნავი დამატებითი საშუალებაა იმისათვის, რომ გამოეთხოვოთ ზედმეტ კილოგრამებს. 1 საათი კითხვის შემდეგ თქვენი ორგანიზმი 71 კკალ-ს დაწვავს. და თუ კითხვის შემდეგ იმაზე იფიქრებთ, როგორ დაიკლოთ უფრო ეფექტურად წონაში, დამწვარი კალორიები 128-მდე აიწევს. 
"თქვენ სულ ცოტას მაინც დაიკლებთ წონაში, თუ სისტემატურად დ გამძაფრებულად იფიქრებთ გახდომის თემაზე" - გვეუბნებიან ფიზიოლოგები. 
3. ბევრი იძინეთ 
ჩვენს ხელთ არის ყველაზე საიმედო და სავსებით უსაფრთხო საშუალება იმისათვის, რომ არ გავსუქდეთ. ეს ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილია. 
ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალის "ლანცეტის" მონაცემებით, ძილის დარღვევა ორგანიზმში ზედმეტი ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს, რადგან ამ დროს ჰორმონული ბალანსი ირღვევა. 
4. გამორთეთ ტელევიზორი! 
ასეთია ჩიკაგოს სამედიცინო კოლეჯის დევიზი. მათ დაადგინეს: ის, ვინც ტელევიზორთან ოთხ საათზე მეტ ხანს დაჰყოფს, 30 %- კკალ-ით მეტს აითვისებს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ჰარვარდელი კოლეგებიც. 
მათი დაკვირვებით, ყოველდღიური 2-საათიანი ტელესეანსიც კი სკმარისია, რომ 23 %-ით გაიზარდოს წონაში მატების რისკი. 
რატომ? ახალი ამბები, ტრილერები ჩიფსების, თხილისა და პოპკორნის გარეშე მოსაწყენია. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა "კალორიულია" ტელესერიალები და საშინელებათა ფილმები. 
5. დაივიწყეთ კლასიკა 
კლასიკური მუსიკის სიყვარული დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს - არც ისე თხელ ფიგურაზე. 
ეს ფუგები, კანტატები და პრელუდიები ყურს სიამოვნებს, თუმცა ფიგურას ცუდ საქმეს უკეთებს - ეს სამო მუსიკა საოცრად აღძრავს მადას. 
ვივალდის, ბეთჰოვენისა და ბახის მუსიკაზე ადამიანები უფრო მეტს მიირთმევენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა აკომპანიმენტზე. 
ეს ფაქტორი ლესტერის სამედიცინო კოლეჯის ინგლისელმა ფიზიოლოგებმა შენიშნეს, მას მერე, რაც რამდენიმე ბრიტანულ რესტორანში ჩაატარეს ექსპერიმენტი. 
მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ამისათვის სასწრაფოდ უნდა მოისროლოთ კონსერვტორიის აბონემენტი. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ ვახშმის მირთმევა თუ მაინცდამაინც მუსიკის თანხლებით მოგინდათ, ჩართეთ რაიმე პოპულარული მოტივი, ან სულაც სიწყნარეში ივხშმეთ. 
6. იხეხეთ კბილები ხშირად 
ეს სასარგებლოა არა მარტო კბილებისთვის, არამედ სხულისთვის ფორმებისთვისაც. ის, ვინც კბილებს დღეში სამჯერ იხეხავს, წონაში ნაკლებად იმატებს, -ამტკიცებენ იაპონელი მეცნიერები. როგორ უმკლავდება ზედმეტ ცხიმს ეს უვნებელი პროცედურა? ის აქვეითებს მადას, განსაკუთრებით მაშინ თუ კბილის პასტა მენთოლს შეიცავს. 
კბილების ხშირი გახეხვა დაგიცავთ კარიესისგან, ხოლო ჯანსაღი კბილები საკვების სწორად გადამუშავებას შეუწყობს ხელს. 
ამასთან, საკამათო არ არის, ადამიანები, რომლებიც კბილების სიჯანსაღეზე ზრუნავენ, გამორიცხულია უგულებელყოფდნენ სხეულის ფორმაში მოყვანას. 
7. უყურეთ მთვარეს 
როცა მთვარე ზენიტშია, ორგანიზმი ყოველგვარი ზედმეტისგან თავისუფლდება ჩვენი ჩარევის გარეშეც. ამას ნებისმიერი ასტროლოგი და დიეტოლოგი დაგიდასტურებთ. ღამის მნათობის ძალის ზემოქმედება ადამიანებზე ძალიან ძლიერია. 
სავსემთვარობა ფიზიკური ფორმის შენარჩუნების ზუსტი დროა, ნივთიერებათა ცვლა ოპტიმალურ რეჟიმში დგება, ენერგიისთვის ორგანიზმი ნაკლებ კალორიებს საჭიროებს, შიმშილის გრძნობა კი საგრძნობლად ქვეითდება. 
ორგანიზმი აქტიურად გამოყოფს წიდებს. ამ პერიოდში თუ დიეტაზე დაჯდებით, გაორმაგებულ შედეგს მიიღებთ. 
ახალმთვარეობისას ნუ შეეწინააღმდეგებით ბუნებას, რომელიც სხეულს, სამწუხაროდ, ცხიმების დაგროვებისკენ განაწყობს. ამ დროს განსაკუთრებული თავშეკავება გმართებთ, თორემ ერთი ლუკმაც ორმაგად შეგერგებათ. 
8. ნუ შეიცვლით მისამართს 
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გაასუქების რისკი იმ ადამიანებს უფრო ნაკლები აქვთ, ვინც დაბადების ადგილიდან 20 კმ რადიუსით ცხოვრობს. 
კვლევის შედეგები საგულისხმოა, მაგრამ მისი სამეცნიერო ახსნა მეცნიერებს ჯერჯერობით არ გამოუშკარავებიათ. ერთ-ერთ განმარტებად, შესაძლოა, ის მივიჩნიოთ, რომ "აბორიგენები" ნაკლებად წონიანები არიან, ვიდრე "კოსმოპოლიტები". 
ნებისმიერი ყოფითი ცვლილება ხომ ერთგვარი სტრესია, რასაც ხშირ შემთხვევაში უზომოდ ჭამა მოყვება. 
9. შეიგრძენი არომატი 
თქვენი აზრით, როგორი არომატი აქვს ფიგურას? ვანილის - ამტკიცებენ გემოს რეცეპტორების დაქვეიტების შემსწავლელი ფონდის ჩიკაგოელი სპეციალისტები. ეს არომატი ქვეითებს მადას, გნსაკუთრებით კი ტკბილის სურვილს. 
ასევე ეფექტურია ციტრუსის სურნელი. უკეთესი ეფექტის მისაღებად კარგი იქნება, თუ ამ არომატს ჭამის წინ შეიგრძნობთ. და კიდევ, ტრაპეზის დროს თუ სუფრაზე არომატიზებულ სანთლებს დაანთებთ, თქვენი ულუფა გაცილებით პატარა იქნება. ასეთი არომატული დიეტა, სულ რაღაც ორ კვირაში 1 კგ-ს მოგაშორებთ. 
10. ივახშმეთ პაემანზე 
გემრიელი დესერტი რომ არაფრით ეწერება იდეალურ 90-60-90-ში, ყველასათვის ცნობილია. მაგრამ ცდუნების თავიდან აცილებაში რომ, არც მეტი არც ნაკლები, მამაკაცი დაგეხმარებათ, ეს ბევრს არ ეცოდინება. 
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მხოლოდ ქალების 11 % მიირთმევს დესერტს, თუ ტრპეზს ძლიერი სქესის წარმომადგენელთან იყოფს. 
მეგობარი, კოლეგა, ყოფილი თანაკლასელი - ამ შემთხვევაში ნებისმიერი მამაკაცი სასარგებლო იქნება. 
ამ ფაქტს სპეციალისტები ასე ხსნიან, ქალები ცდილობენ თავი იმით წარმოიჩინონ, რომ ჯანმრთელად იკვებებიან და სხეულზე ზრუნავენ. მინუს შოკოლადის მუსი და ვაშლის ღვეზელი, სამაგიეროდ, პლუს მოხდენილი ფიგურა.
კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 675 | დაამატა: bubu:8 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz