ამ ისტორიამ ამატირა *)) - 3 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 3 » ამ ისტორიამ ამატირა *))
9:51 PM
ამ ისტორიამ ამატირა *))
1 პირველი თოვლი ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე. ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში. შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი, გათვალიერებდი, შორიდან გეალერსებოდი, შენ კი არ შემოგიხედავს. მე მეტი აღარ შემეძლო, შენ მესამე სიგარეტს მოუკიდე და პირველად გამომხედე. _ ნატვრისთვალი რომ ვიყო, რას ინარტებდი? დიდი ხნის წინანდელი უპასუხოდ დატოვებული კითხვა გამიმეორე, უეცრად. _ თოვლს . . . _ თოვლი?! რა თოვლი? _ თოვლს ვინატრებდი. _ გიყვარს თოვლი? _ ძალიან, მინდა რომ ეს უსუსური, გაშიშვლებული ხეები თოვლით იყოს თეთრად შემოსილი. ძალიან მიყვარს. _ მე გიო მქვია, შენ? _ მე . . . მე თამთა. _ ძალიან კარგი, სასიამოვნოა, ახლა უკვე ვიცნობთ ერთმანეთს . . . _ არა, არ ვიცნობთ. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის სახელები ვიცით. _ მარტო ეგ არა! მე კიდევ ის ვიცი, რომ შენ თოვლი გიყვარს, თანაც ძალიან! . . . ვერაფერი მოვიფიქრე, არა და ისეთი ცელქი ვიყავი, ოინებში ვერავინ მჯობდა . . . იმ დღის მერე შენ ჩემი ნატვრის თვალი გახდი. რაც უნდა მეთხოვნა, ყველაფერს მისრულებდი, გარდა ერთისა თოვლი არ ყოფილა არც ერთ ზამთარს , როცა ოდნავ თოვას დაიწყებდა, შენ მეუბნებოდი. _ აი, ესეც აგისრულე! მე კი ყოველთვის უკმაყოფილოდ გეუბნებოდი: _ არა, ეს თოვლი მალე დადნება . . . ასეთ პასუხზე ერთხელ დანანებით მითხარი: _ მოვა დრო, თოვლი იდება ქუჩებში, შენ კი ცრემლებით დაასველებ იმ საოცარ სილამაზეს . . . ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მომიქცევია. ხოლო წელს, როცა დიდი თოვლი მართლაც ესტუმრა, გამახსენდა შენი სიტყვები . . . ***გიო დილიდან გახარებული იყო იმ დღეს. დამირეკა დილაუთენია. _ თა, შეხედე, თოვლი ესტუმრა. სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე, გამიხარდა და გიო ვუთხარი: _ შენ ჩემი ნატვრის თვალი ხარ! ჩემო სიხარულო, ძალიან მიყვარხარ! გიო წელს თოვლი მაჩუქა, თოვლმა კი მისი თავი წამართვა. იმ დღეებში თბილისი თოვლით იყო დაფარული. მე დილით უნივერსიტეტში წავედი, საღამოს, ლექციები რომ დამიმთავრდებოდა, გიო უნდა გამოევლო. გარეთ გამოვედით, ჯგუფელები ჭკუაზე არ ვიყავით, ვგუნდაობდით. უცებ საათს დავხედე, ოთხის ნახევარი იყო, გიო კი არსად ჩანდა. შიშმა ამიტანა. . . . მობილურზე გადავურეკე. არ იღებდა. სახლშიც არავინ იყო. ერთ-ერთმა ჯგუფელმა სახლში მიმაცილა. დედას ვკითხე, გიო ხომ არ დაურეკავს-მეთქი. არაო, მითხრა. უფრო ავღელდი . . . ვიდექი ფანჯარასთან, გარეთ ბურუსი იყო. არაფერი ჩანდა, ისევ თოვდა. ეზოში ბიჭებიც არ ჩანდნენ, რამე რომ მეკითხა მათთვის გიო. დაღამდა . . . გავგიჟდი . . . უცებ, აწკრიალდა ჩემი მობილური, გიო უფროსი ძმა რეკავდა: _ რა ხდება, ნიკა?! 
გარვაგრდზლებ
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 167 | დაამატა: justiniko96 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
8 - ავტორი: XaaT1
(მასალა) თარიღი: (2011-12-04 10:16 PM)




0
Spam


პასუხი
magriaa gaagrdzelee

7 - ავტორი: renismee
(მასალა) თარიღი: (2011-12-04 12:35 PM)




0
Spam


პასუხი
maleee raa

6 - ავტორი: -DreamerGirl
(მასალა) თარიღი: (2011-12-04 11:48 AM)




0
Spam


პასუხი
au eees vicii ;(( dzaan magariaa <33 MAlee Gtxooov <333

5 - ავტორი: SaloOo
(მასალა) თარიღი: (2011-12-04 1:20 AM)




0
Spam


პასუხი
vaimeeee ra kaiaaaa

4 - ავტორი: justiniko96
(მასალა) თარიღი: (2011-12-03 11:15 PM)




0
Spam


პასუხი
Dgess daVdeeb : ))))

3 - ავტორი: Masho_Leto
(მასალა) თარიღი: (2011-12-03 11:12 PM)




0
Spam


პასუხი
Vaimeee Gaagrdzelee Magariaa

2 - ავტორი: ChAkUnA
(მასალა) თარიღი: (2011-12-03 10:17 PM)




0
Spam


პასუხი
au male gaagrdzele raa

1 - ავტორი: Sali_Leto
(მასალა) თარიღი: (2011-12-03 10:15 PM)




0
Spam


პასუხი
ra magariaa malee gaagrdzele raaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz