"აირი­ნი" ამე­რი­კას და­ატყ­და თავს - 30 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 30 » "აირი­ნი" ამე­რი­კას და­ატყ­და თავს
3:13 PM
"აირი­ნი" ამე­რი­კას და­ატყ­და თავს

ქა­რიშ­ხალ­მა "აირინ­მა", რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ე­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მძვინ­ვა­რებს, კვი­რა დი­ლას - უკ­ვე მე­გა­პო­ლის ნიუ-იორ­კამ­დე, ხო­ლო სა­ღა­მოს დე­და­ქა­ლაქ ვა­შინ­გ­ტო­ნამ­დეც მი­აღ­წია.

"აირი­ნი" და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რის წინ წარ­მო­იშ­ვა ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში, ოთხ­შა­ბათს დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კას და ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლებს (ამის შე­სა­ხებ უკ­ვე წერ­და "24 სა­ა­თი") გა­და­უ­ა­რა, კვი­რის ბო­ლოს­თ­ვის კი გაძ­ლი­ერ­და და ამე­რი­კის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რომ­დე მი­ვი­და.


11 წლის ბავშვი ამ სახლში დაიღუპა
ამ დრო­ი­სათ­ვის მას უკ­ვე სიმ­ძ­ლავ­რის მე­ოთხე კა­ტე­გო­რია ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და ქა­რის სიჩ­ქა­რე სა­ათ­ში 200 კი­ლო­მეტრს აღე­მა­ტე­ბო­და. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­ტი­ნენ­ტურ ნა­წი­ლამ­დე მის­ვ­ლი­სას ქა­რის სიმ­ძ­ლავ­რემ იკ­ლო და­ახ­ლო­ე­ბით 130-140 კი­ლო­მეტ­რამ­დე სა­ათ­ში, თუმ­ცა ამე­რი­კის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლის­თ­ვის ეს მა­ინც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიმ­ძ­ლავ­რეა.

ნიუ-იორ­კამ­დე, ქა­რიშ­ხალ­მა უკ­ვე მი­ა­ყე­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი ზა­რა­ლი ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას, მე­რი­ლენ­დის, ვირ­ჯი­ნი­ას, დე­ლა­ვე­რის შტა­ტებს. არის მსხვერ­პ­ლიც. ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კვი­რი­სათ­ვის და­ღუ­პუ­ლი იყო, სულ ცო­ტა, 10 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 11 წლის ბავ­შ­ვი, რომ­ლის სახ­ლ­საც ხე და­ე­ცა. ყვე­ლა ამ შტატ­ში, ასე­ვე ნიუ-ჯერ­სი­ში, ნიუ-იორ­კ­სა და კო­ნექ­ტი­კუტ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. ზოგ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტ­ში, კერ­ძოდ, ვირ­ჯი­ნი­ა­ში, შე­მო­ღე­ბუ­ლია კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც. ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით და­ახ­ლო­ე­ბით ორ მი­ლი­ონ ადა­მი­ა­ნამ­დე ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი, გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი დაწყ­ვე­ტი­ლია და ბევ­რ­გან ისი­ნი ხე­ლახ­ლა გა­საყ­ვა­ნი იქ­ნე­ბა. მე­რი­ლენ­დის შტატ­ში "აირინ­მა" მსუ­ბუ­ქად და­ა­ზი­ა­ნა ატო­მუ­რი ელექ­ტ­რო­სად­გუ­რის ერთ-ერ­თი ბლო­კი. ქა­რიშ­ხ­ლის ზო­ნა­ში ატო­მურ ელექ­ტ­რო­სად­გუ­რებ­ზე სიმ­ძ­ლავ­რე შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ისი­ნი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. ერ­თი ატო­მუ­რი სად­გუ­რი ნიუ-ჯერ­სის შტატ­ში წი­ნას­წარ გა­ა­ჩე­რეს, ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვი­სათ­ვის. ასე­ვე, ბევრ ოფის­ში მოკ­ლე ჩარ­თ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად დე­ნი წი­ნას­წარ გა­მორ­თეს.

"აირინ­თან" შე­სახ­ვედ­რად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ემ­ზად­ნენ, და გან­სა­კუთ­რე­ბით, ნიუ-იორ­კი. აქ და­ი­კე­ტა აერო­პორ­ტე­ბი, შეწყ­და მა­ტა­რებ­ლე­ბის და მეტ­როს მოძ­რა­ო­ბა. ქა­ლა­ქის მერ­მა მა­იკლ ბლუმ­ბერ­გ­მა შა­ბათ დი­ლას, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ევა­კუ­ა­ცია გა­მო­აცხა­და იმ რა­ი­ო­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა დატ­ბო­რი­ლი­ყო. ეს არის ძი­რი­თა­დად ქვე­მო მან­ჰე­ტე­ნი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის ფი­ნან­სურ ცენ­ტ­რად მი­იჩ­ნე­ვა. ამ ზო­ნი­დან ევა­კუ­ა­ცი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა და­ახ­ლო­ე­ბით 300-370 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა ნიუ-ჯერ­სი, ხო­ლო მთე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს მას­შ­ტა­ბით ევა­კუ­ი­რე­ბულ იქ­ნა 2 მი­ლი­ონ კა­ცამ­დე. ნიუ-იორ­კის მერ­მა ბლუმ­ბერ­გ­მა ყვე­ლა გა­აფ­რ­თხი­ლა, რომ ქა­ლა­ქი­დან გა­საყ­ვა­ნად სახ­ლ­ში ვე­რა­ვის მი­ა­კითხავ­დ­ნენ (ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ამ­ხე­ლა პერ­სო­ნა­ლი არ ჰყავთ) და წა­უს­ვ­ლე­ლო­ბის­თ­ვის არა­ვინ და­ის­ჯე­ბო­და, მაგ­რამ, უსაფ­რ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო. თუმ­ცა, კვი­რას უკ­ვე ბლუმ­ბერ­გ­მა გა­ნაცხა­და, რომ ქა­რიშ­ხა­ლი ქა­ლა­ქამ­დე მი­ვი­და, ვინც აქამ­დე ნიუ-იორ­კ­ში რჩე­ბო­და, მათ­თ­ვის ახ­ლა უკ­ვე მგზავ­რო­ბის დრო აღარ იყო და ყვე­ლას მო­უ­წო­და, სახ­ლებ­ში ჩა­კე­ტი­ლიყ­ვ­ნენ.

მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ საფ­რ­თხე გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და ასე­თი სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბი სა­ჭი­რო არ იყო, თუმ­ცა ეს ჯგუ­ფი უმ­ცი­რე­სო­ბა­შია. მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბის აზ­რით, ბლუმ­ბერ­გ­მაც თა­ვი და­იზღ­ვია. იგი შარ­შან მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს, რო­დე­საც ნიუ-იორ­კ­ში დი­დი თოვ­ლი მო­ვი­და და ქა­ლა­ქის სამ­სა­ხუ­რებ­მა ქუ­ჩე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე ვერ გაწ­მინ­დეს. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მა­ღა­ზი­ე­ბის დახ­ლე­ბი­დან მთლი­ა­ნად გაქ­რა წყა­ლი, კონ­სერ­ვე­ბი და ისე­თი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ­ხანს ინა­ხე­ბა. სა­მე­ურ­ნეო სა­ქონ­ლის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან სულ გა­ი­ყი­და დიქ­ტე­ბი და სხვა მსგავ­სი მა­სა­ლა, რი­სი ფან­ჯ­რებ­ზე აკ­ვ­რაც შე­იძ­ლე­ბო­და, გა­რე­დან მათ და­სა­ცა­ვად. უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი იყო ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ში, ისე­თი, რო­გო­რიც ხალხს 1970-იანი წლე­ბის კრი­ზი­სის შემ­დეგ არ ახ­სოვს.

ამე­რი­კის სამ­ხედ­რო-საზღ­ვაო ფლო­ტის გე­მე­ბი ქა­რიშ­ხალს არ და­უ­ზა­რა­ლე­ბია და ისი­ნი, ავი­ამ­ზი­დე­ბი­სა და მათ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნე­ბის ჩათ­ვ­ლით, უკ­ვე მზად არი­ან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ამე­რი­კის გვარ­დი­ის 100 ათა­სი ჯა­რის­კა­ცი და არ­მი­ის რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა უკ­ვე დატ­ვირ­თუ­ლია პრო­დუქ­ტით, კრი­ზი­სულ ად­გი­ლებ­ში ხალ­ხის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

შვე­ბუ­ლე­ბა შეწყ­ვი­ტა და ვა­შინ­გ­ტონ­ში დაბ­რუნ­და პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა. მთავ­რო­ბამ გა­და­დო და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლია ქა­რიშ­ხალ­თან ბრძო­ლა­ზე. ბა­რაკ ობა­მას არ სურს, რომ წი­ნა­მორ­ბედ პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­ში-უმ­ც­რო­სი­ვით კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­დეს. 6 წლის წინ ბუშს ქა­რიშ­ხალ "კატ­რი­ნას­თან" გამ­კ­ლა­ვე­ბის დროს არა­საკ­მა­რი­სი ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა დაბ­რალ­და.

კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 812 | დაამატა: Miss_Cyrus | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: renismee
(მასალა) თარიღი: (2011-09-18 1:05 PM)




0



პასუხი
chemi megobaria amerikidan a imis mshoblebi cxovroben new-yourkshi da didi araferio.safrtxe aravis gvemuqrebao cotas egenic abuqebeno