.. - 29 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 29 » ..
12:57 PM
..
MTV Video Music Awards-მა წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეო-კლიპები გამოავლინა. კონკურსის მთავარი ჯილდო - "წლის ვიდეო" მაყურებელთა ფავორიტს, კეტი პერის, კლისპისთვის "Fireworks" ერგო. ამერიკელი მომღერალი, რომელიც სცენაზე უცნაური ფორმის თავსაბურავით ავიდა, MTV-ის 9 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 
ნომინაციაში - "წლის საუკეთესო ვიდეო - ქალი მომღერალი", MTV -ის რჩეულმა ეპატაჟურმა ლედი გაგამ გაიმარჯვა. იგი ცერემონიაზე მამაკაცური სამოსითა და ელვის პრესლის ვარცხნილობით გამოჩნდა.

მომღერალი სცენაზე ეწეოდა, როიალზე ხოხავდა და რამდენჯერმე ლუდით სავსე ბოთლიც "მიიყუდა". ორიგინალურ ნომერს მუსიკალურად ლეგენდარული ჯგუფის - "ქვინის" წევრი, ბრაიან მეიც აფორმებდა. ამ უცნაური დუეტის გამოსვლა მაყურებელმა მქუხარე აპლოდისმენტებით შეაფასა.
ნომინაციაში - "საუკეთესო პოპ-ვიდეო", ჯილდო ბრიტნი სპირსმა მოიპოვა. ნომინაციაში - "წლის საუკეთესო ვიდეო - მამაკაცი მომღერალი" ახალგაზრდა კანადელმა შემსრულებელმა ჯასტინ ბიბერმა გაიმარჯვა, კლიპისთვის - U Smile.

17 წლის ბიბერი დაჯილდოებაზე მეგობარ გოგონასთან ერთად გამოცხადდა. იგი კვლავ თინეიჯერი გოგონების კერპად რჩება, მიუხედავად ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგებისა, რომლის მიხედვით, ბიბერი ყველაზე მომაბეზრებელ მედია-პერსონად დასახელდა. რესპოდენტების 47% სიამოვნებით დაივიწყებდა მის სახელს.
როკის შემსრულებელთა შორის "საუკეთესო როკ-ვიდეოსთვის" კვარტეტი Foo Fighters-ს დაჯილდოვდა, კომპოზიციისთვის - Walk, ჰიპ-ჰოპის საუკეთესო შემსრულებლად კი შავკანიანი ნიკი მინაჟი დასახელდა.

MTV-ის წლევანდელ შოუს მუდმივი წამყვანი არ ჰყოლია - ეს ფუნქცია კონცერტის მონაწილეებმა შეითავსეს. საღამოზე გარდაცვლილი მომღერალი ემი ვაინჰაუსიც გაიხსენეს.

Video Music Awards პრემია ასტრონავტის მინიატურული ქანდაკებაა, რომელსაც ხელში მუსიკალური არხის ლოგოს ამსახველი დროშა უჭირავს.
კატეგორია: ვარსკლავები ★ | ნანახია: 769 | დაამატა: zozi_1999 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz